x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნორაჩკა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა!... გილოცავ დედაო“ -- ემზარ კვიციანი
image


კოდორის ხეობის ცნობილი დამცველი, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. ამის შესახებ თავად ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვყენებს:

.

„ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა! გილოცავ დედაო ქეთევან!!!ასი წელი არ მოგვაკლოს ღმერთმა შენი ლოცვა!!! დიდება ღმერთს!!!“ - წერს ემზარ კვიციანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

.

image.

ნორა კვიციანი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს. იგი სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უფლებადამცველების ნაწილი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა, რადგან ნორა კვიციანის დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი ძმის – ემზარ კვიციანის (ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში) მიერ “ვარდების რევოლუციის” გზით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მოჰყვა სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში და კვიციანის მომხრეების განიარაღება.



“ნორა კვიციანი არის ქალბატონი, რომელმაც წინა ხელისუფლების უსამართლოებების მთელი სერიების წყალობით თავის თავზე იწვნია იმ შეცდომების შედეგები, რაც მან კი არა, არამედ მისმა ძმამ ჩაიდინა. საქმეს, რომელსაც ჰქვია – “ნორა კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ” და ევროპულ სასამართლოში არის უკვე 2-3 წელია გაგზავნილი, ამ საქმეზე უნდა მოხდეს მორიგება, რაზეც მე პირადად ვიმუშავებ, ნოემბრის მესამე კვირაში ვგეგმავ ვიზიტს ამ საკითხზე სტრასბურგში”. - აღნიშნავდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.


ნორა კვიციანი ციხიდან 2012 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. მას სასჯელის სრულად მოხდამდე მხოლოდ 3 თვე ჰქონდა დარჩენილი.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0