უილიამ შექსპირის ამ ტრაგიკული პიესის არაერთი ეკრანიზაცია განხორციელდა, მაგრამ მათ შორის, ყველაზე გამორჩეული, 1968 წელს გადაღებული «რომეო და ჯულიეტაა».
აქ მოკლე ფაქტებს წარმოგიდგენთ, ერთ–ერთი ყველაზე საკულტო ფილმის შექმნის ისტორიიდან:
1. ჭორი დადიოდა, რომ მთავარი როლზე, ოლივია ჰასი იმის გამო მიიწვიეს, რომ ის ფილმის რეჟისორის ფრანკო ძეფირელის ქალიშვილი იყო. მაგრამ ეს ასე არ არის... და უფრო მეტიც, რეჟისორმა თავიდან, კატეგორიული უარი თქვა მის კანდიდატურაზე.
2. მსახიობმა, რომელსაც ჯულიეტა უნდა ეთამაშა, მეორე კასტინგის წინ, როდესაც სასინჯი დუბლები უნდა ჩაეწერათ, თმა შეიჭრა, რითაც რეჟისორს იმედი გაუცრუა. შემდეგ მთავარ როლზე ისევ ოლივია მოსინჯეს და მან ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა.
3. ეს «რომეო და ჯულიეტას» პირველი ეკრანიზაცია იყო, რომელშიც მთავარი გმირის და მისი როლის შემსრულებლის ასაკი, თითქმის ერთნაირი იყო.
4. ცალკეული სცენების გადაღებისას, რომელშიც ოლივია მონაწილეობდა, სპეციალურ ნებართვას იღებდნენ, რადგან ფილმის გადაღების მომენტისთვის, გოგონა 16 წლის იყო.
5. სწორედ ამ სცენების გამო, მას ლონდონში, ფილმის პრემიერაზე დასწრების უფლება არ მისცეს – ფილმზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა 18+ იყო.
6. ოლივია უფრო სრული იყო, ვიდრე ეს რეჟისორს უნდოდა, ამიტომ მან, ფილმის გადაღების დროს, გოგონა დიეტაზე დასვა.
7. რომეოს როლი თავდაპირველად, ყოველგვარი კასტინგის გარეშე, პოლ მაკ-კარტნის შესთავაზეს, მაგრამ მან პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
8. რომეოს როლის შემსრულებელი ლეონარდ უაითინგი, კასტინგზე მისულ 300–მდე ახალგაზრდას შორის აირჩიეს.
9. ოლივია ჰასი და ლეონარდ უაითინგი, ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ერთი პერიოდი, შეყვარებულები იყვნენ. მაგრამ, იმის გამო, რომ ორივე დაკავებული იყო, ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა, მეგობრებად დარჩნენ.
10. ფილმში საავტორო ტექსტს ლორენს ოლივიე კითხულობს, რომელმაც მოგვიანებით, ძეფირელის «იესო ნაზარეველში» (1977 წ.) ფარისეველი ნიკოდიმეს როლი შეასრულა.
11. ლორენს ოლივიემ საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა და ეს შექსპირის შემოქმედებისადმი დიდი სიყვარულით ახსნა.
12. ფილმმა ოსკარი საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის კატეგორიაში მიიღო. ყველა პერსონაჟის სამოსი სრულად შეესაბამება XV საუკუნის სტილს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კაბა 25 კგ–ს იწონიდა.
13. ფილმის გადაღება იტალიის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა. მასში ნამდვილი ვერონა, მხოლოდ ქალაქის ნისლიანი პანორამაა.
14. 2014 წ. ოლივია ჰასი და ლეონარდ უაითინგი კიდევ ერთხელ შეხვდნენ გადასაღებ მოედანზე. მათ შექსპირის სიუჟეტის თანამედროვე ვერსიის ეკრანიზაციაში მიიღეს მონაწილეობა. ფილმში – «სოციალური თვითმკვლელობა» (2015 წ.), «რომეომ» და «ჯულიეტამა» თანამედროვე ჯულიეტას მშობლების როლი შეასრულეს, რომელსაც ოლივიას ქალიშვილი ინდია აისლი ასრუულებს.
15. მუსიკა ფილმისთვის, არაერთი კინო–მუსიკის ავტორს, ნინო როტას ეკუთვნის.