დეპარდიე–რიშარის სათავგადასავლო კინოდუეტის მესამე ნაწილი, ისეთივე იუმორისტულ დაპირისპირებას წარმოადგენს, როგორც ეს წინა ფილმებში იყო: ერთის მხრივ, მოუხერხებელი პიერ რიშარის გმირი — ფრანსუა პინიონი და ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჟან ლუკა, რომლის როლსაც ჟერარ დეპარდიე ასრულებს. ქვემოთ ფილმის შესახებ, საინტერესო ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომელიც შესაძლებელია არ იცით:
ფილმს ამერიკული რიმეიქი აქვს
«3 გაქცეული», ფილმის ფრანგული ორიგინალის ეკრანებზე გამოსვლიდან, სამი წლის შემდეგ, 1989 წ. გადაიღეს. თუმცა, ისეთი წარმატება ვერ მოიპოვა, როგორიც ფილმის ფრანგულმა ვერსიამ.
ფილმში მონაწილეობა, ერთ–ერთი მსახიობისთვის, შეიძლება, ტრაგიკულად დასრულებულიყო
სატვირთო ავტომობილის სცენის გადაღებისას, კინაღამ საბედისწერო ავარია მოხდა. ამის მიზეზი კი, ტექნიკოსების შეცდომა იყო. 10 ტონიანი ავტომობილი, რომელსაც ჟერარ დეპარდიე მართავდა, ბაგირის გაწყვეტის გამო, ჟან ბენგიგს დაეჯახა.
ამ უბედური შემთხვევის «ჩასაფარცხად», პროდიუსერმა დაზარალებულ მსახიობს ჰონორარი გაუორმაგა.
«გაქცეულები» — დეპარდიე – რიშარის დუეტის ბოლო ნამუშევარი არის
«უიღბლონის» (1981) და «მამიკოების» (1983) შემდეგ, ეს მათი უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «მამიკოებში» და «გაქცეულებში», მათ გმირებს ერთნაირი სახელები (ფრანსუა პინიონი და ჟან ლუკა) აქვთ. ორი სხვადასხვა ფილმი და მთავარი გმირების ერთნაირი სახელი, რაც ნამდვილად, რომ უცნაურია.
პრემიერა
«გაქცეულებმა» საფრანგეთის კინოდარბაზებში, 1 კვირაში, 4 496 827 მაყურებელი შეკრიბა, რითაც 1986 წლის, ქვეყნის ყველაზე პოპულარული ფილმების რეიტინგში, VI ადგილი დაიკავა.
დუეტი კადრს მიღმა
«გაქცეულები» — რეჟისორის ფრანსის ვებერის და კომპოზიტორის ვლადიმერ კოსმას მეოთხე ერთობლივი პროექტია. მანამდე ისინი ერთად შემდეგ ფილმებზე მუშაობდნენ: «სათამაშო» (1976), «უიღბლონი» (1981) და «მამიკოები» (1983).