I. ფილმზე «ინტერვიუ ვამპირთან» მუშაობისას, ყოველი გადაღების წინ, მსახიობებს თავდაყირა დაკიდებული უწევდათ ყოფნა. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ გრიმიორებს მათთვის გრიმი სწორედ გაეკეთებინათ. ასეთი განლაგებით, სისხლი თავისკენ გადაადგილდებოდა და სახეზე სისხლძარღვები შესამჩნევი ხდებოდა. გრიმიორები სწორედ დაბერილი ვენების მდებარეობას იყენებდნენ და საშინელი გარეგნობის ვამპირებს ქმნიდნენ.
II. ფილმის «ბეტმენი ბრუნდება», ერთ–ერთი სცენის გადაღების დროს, მიშელ პფაიფერს პირში ცოცხალი ფრინველის ჩადება მოუხდა. გადასაღებ მოედანზე, ხელოვნიური ფრინველის არაერთი რეკვიზიტი იყო, მაგრამ მსახიობმა ჩათვალა, რომ ყველა მათგანი მეტისმეტად ყალბად გამოიყურებოდა და ცოცხალი ფრინველის მოყვანა მოითხოვა.
III. ფილმში «ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე», პლანეტა ნაბუზე ლამაზი ჩანჩქერია, რომელიც რეალურად არ არსებობს. ამ ფილმში სპეციალურად შექმნილი მინიატურული სამყარო გამოიყენეს, რომელშიც ჩანჩქერის წყლის ნაცვლად, მარილი გამოიყენეს.
IV. სპეციალურად «ტერმინალისთვის», აეროპორტი აშენდა, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტის, თითქმის, ზუსტი ასლი იყო. ის ძველ ანგარში ააგეს, სამუშაო ესკალატორებით აღჭურვეს და პოპულარული ბრენდების მაღაზიებით შეავსეს (მაგ., Burger King, Mrs. Fields, WHSmith...).
V. ფილმში «ეშმაკი ატარებს პრადას», როდესაც მირანდა და ენდი უკანა სავარძელზე სხედან და პარიზის ქუჩაში მგზავრობენ, შუაზე გადაჭრილი, S-კლასის მერსედესი იყო გამოყენებული — ასე ოპერატორებმა საჭირო რაკურსის მიღება შეძლეს.
VI. ფილმში, «სიჩქარე», ყველაზე ცნობილი სცენა — დაუმთავრებელ ხიდზე ავტობუსის ნახტომი არის. სინამდვილეში, ხიდი მთელი იყო და მისი ერთი ნაწილი კომპიუტერზე წაშალეს. ხოლო შემდეგ, იმ ადგილზე, ფრინველების აფრენილი გუნდი ჩაამატეს. მაგრამ, ავტობუსი, ხიდის იმ მონაკვეთზე, მართლა აფრინდა, ამისთვის კი, სპეციალური პანდუსი იყო აგებული. ავტობუსი გადაღების დროს, 98 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და 33 მ. იფრინა.
VII. ფილმში «ღარიბი მილიონერი», მთავარი გმირი, პატარა ჯამალი, ქუჩის ტყალეტის ჭრილში ხტება, რომლის ორმო, გადაღებიდ დროს, არაქისის კარაქის და შოკოლადის ნაზავით იყო ამოვსებული.
VIII. «ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმოს» გადაღბის დროს, მორიგი კადრის გადაღების გამო, გადამღებ ჯგუფს ხშირად უხდებოდა მაღალმთიან ადგილებში ვერტმფრენით გადაფრენა. შონ ბინი, რომელიც ფილმში ბორომირის როლს ასრულებს, ფრენის ეშინოდა. ამიტომ, ის, ყოველდღიურად, მთაზე ასასვლელად, 2 საათს ხარჯავდა. ამასთან, მსახიობი ფილმის გმირის კოსტუმში უკვე ჩაცმული იყო.
IX. ლინდა ჰამილტონმა ფილმისთვის «ტერმინატორი 2: განკითხვის დღე», ქაღალდის სამაგრით საკეტების გახსნა ისწავლა და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცევის სცენაში, ის ამას სინამდვილეში აკეთებს.
X. ფილმში «დაკარგული კიდობნის მაძიებლები», «სულების ჭის» სცენის გადაღებისას, ლონდონში და სამხ. ინგლისში, სადაც ფილმს იღებდნენ, გველების ძებნაში, ყველა ზოო მაღაზია შემოიარეს. მაგრამ, როგორც კი ისინი გადასაღებ მოედანზე მოხვდნენ, ცხადი გახდა, რომ ქვეწარმავლები საკმარისი რაოდენობის არ იყო. ამიტომ, სტივენ სპილბერგმა რამდენიმე შლანგი დაჭრა და ნამდვილ გველებს შორის ჩაყარა.