საზოგადოება "ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი წუწუნებს, თავის გაჭირებას ყვება...ალბათ დარწმუნებული იყო, რომ საზოგადოების გულს მოიგებდა... რა მიამიტობაა" - დავით გადელია 2022, 17 აგვისტო, 12:54 "ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი წუწუნებს, თავის გაჭირებას ყვება.. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ საზოგადოების გულს მოიგებდა და შეცოდებასაც დაიმსახურებდა... რა მიამიტობაა! სინამდვილეში, ახლა ვკითხულობ და სტატუსების 100%(!) მის წინააღმდეგაა. ძირითადად სინანულს გამოთქვამენ, რომ მაშინ უფრო კარგი შედეგები ჰქონდა ჩოგბურთელს, ეტყობა ხელს ავარჯიშებდა, ან კარგად ჰქონდა დაცდილი და ახლა ვეღარ აღწევს იგივე შედეგსო.. ცოტა შორს წასული მოსაზრებაც კი გამოკრთის ზოგიერთი სტატუსიდან: "თუ ასე კარგადაა დაცდილი ამ ქალზე ხელის აწევა, ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმაც ხომ არ გამოკრას ერთი-ორი მუჯლუგინიო.." გაგიჟდით ხალხო! ფრენბურთი, ან ჰოკეი მაინც თქვით, სადაც ძირითადში ნაკლები ხალხი უნდა, 11 კაციან გუნდს რო მიადექით..."-წერს სოციალურ ქსელში ექიმი.აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის გენერალური დირექტორი დავით გადელია. შეგახსენებთ, გუშინ და დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გაგრძელდება. პროკურატურას, რომელმაც საქართველოს ტიტულოვან ჩოგბურთელს ბრალი წაუყენა, დაზარალებულთან კიდევ აქვს კითხვები. გუშინ ნეკა დოროყაშვილმა მთელი რიგი ბრალდებები წაუყენა ყოფილ ქმარს (მიყევი >>>ბმულს) 315 2-ს მოსწონს
|