x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საქართველოს და ესტონეთის აეროპორტებში "ცუდი" და "კარგი" რუსების გადარჩევა მიმდინაროებს" - ქსენია სობჩაკი
image

ტელეწამყვანის თქმით, რიგ საერთაშორისო აეროპორტებში რუსეთის მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ.


ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა თავის Telegram-ში დაწერა, თუ როგორ ექცევიან რუსეთის მოქალაქეებს რიგ საერთაშორისო აეროპორტებში. მაგალითად, იგი ამბობს, რომ თბილისში რუსული პასპორტის მქონე რუსებს განსაკუთრებული ყურადღებით კითხავენ. სობჩაკი კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს დედაქალაქის აეროპორტში რუსეთის მოქალაქეები შეჰყავთ ცალკე ოთახში, სადაც არის „სამი ძალიან ინტელექტუალი პიროვნება“, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ისინი რუსებს საკმაოდ რთულ კითხვებს უსვამენ იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობენ, ასევე ეკითხებიან სამუშაოს და შემოსავლების შესახებ.


თუ რუსი ვიზოტორი უარს იტყვის და კითხვებს პასუხს არ გასცემს, შესაძლოა ის საქართველოში არ შეუშვან. ამრიგად, ქსენია სობჩაკის თქმით, ხდება ფილტრაცია "კარგ" და "ცუდ" რუსებად. „ალბათ, შეგიძლიათ უარი თქვათ ამ სოციოლოგიურ კვლევაზე, მაგრამ ამის შემდეგ ქვეყანაში შეგიშვებენ თუ არა ჩემს თანამოსაუბრეს აღარ გამოუძიებია“, - წერს სობჩაკი.




ამის შემდეგ ჟურნალისტს ერთ-ერთი გამომწერი დაუკავშირდა და უამბო, რომ მსგავსი პროცედურა გაიარა ესტონეთში. მისი თქმით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსებს აეროპორტში აჩერებენ. ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალი ხუთი საათის განმავლობაში წყლის გარეშე იჯდა დახუთულ ოთახში. ასევე, ქალს მესაზღვრეებმა ტელეფონში პაროლის შეყვანა უბრძანეს, რათა ენახათ მისი შინაარსი.


მრავალი წლის განმავლობაში პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, პოლიტიკოსს ჟურნალისტს და მსახიობ ქსენია სობჩაკს ყოველთვის მწვავე პოზიცია ეკავა პუტინის პოლიტიკის მიმართ .


პუტინის ახლანდელი "სპეცოპერაციაც" არ ყოფილა გამონაკლისი. იმის დაწყებისთანავე ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა საკმაოდ მკაცრი ფორმით გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით. ოპოზიციური შეხედულებებით ცნობილი ჟურნალისტს, რომელიც ბოლომდე მიჩვეულია პირადი შეხედულების დაცვას, პუტინის ცენზურა მასაც შეეხო, დაბლოკა საავტორო ვიდეობლოგიც "Осторожно: Собчак"(ფრთხილად სობჩაკია)


ომის დაწების შემდეგ რუსეთი დატოვა ქსენია სობჩაკმა და ვაჟთან ერთად ისრაელში გაემგზავრა.

0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0