x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
პუტინმა მისდამი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებსაც დაუწესა ცენზურა, თან კანონით დასჯადი გახადა
image

მრავალი წლის განმავლობაში პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, პოლიტიკოსს ჟურნალისტს და მსახიობ ქსენია სობჩაკს ყოველთვის მწვავე პოზიცია ეკავა პუტინის პოლიტიკის მიმართ .


პუტინის ახლანდელი "სპეცოპერაციაც" არ ყოფილა გამონაკლისი. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა საკმაოდ მკაცრი ფორმით გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით. ოპოზიციური შეხედულებებით ცნობილი ჟურნალისტს, რომელიც ბოლომდე მიჩვეულია პირადი შეხედულების დაცვას, პუტინის ცენზურა მასაც შეეხო, როგორც ცნობილია რუსეთმა დაბლოკა "ფეისბუქი", "ტვიტერი" ოპოზიციური ტელე და რადიო არხები, საიდანაც რუსი მოსახლეობა სიმართლეს გებულობდა: "ეხო მასკვი" .დოჟდი", BBC -ის რუსული რედაქცია, "დოიჩე ველეს" რუსულის რედაქცია და სხვები.


მათ სიაში აღმოჩნდა, ქსენია სობჩაკის საავტორო ვიდეობლოგიც "Осторожно: Собчак"(ფრთხილად სობჩაკია)



"მეგობრებო, მნიშვნელოვანი განცხადება სიახლეების შესახებ არხზე #ОсторожноСобчак


ჩვენ სამ წელზე მეტია უწყვეტად ვმუშაობთ თქვენთვის. ვავრცელეთ ახალ ამბებს, სადაც ვცდილობდით ვიყოთ გულწრფელი, ადეკვატური, გვეთქვა ის, რასაც ვფიქრობთ და რაც სწორად მიგვაჩნია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მუშაობა რამდენჯერმე გახდა არაპროგნოზირებადი და საშიში. ასეთ დროს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ ახალი კანონის მიღებით (რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისა და ანტირუსული სანქციებზე მოწოდების დასჯის შესახებ) მისი აღსრულების არაპროგნოზირებადობის გამო ჩვენ დროებით ვაჩერებთ YouTube-ზე პარასკევის ახალი ამბების გამოშვებას. ჩვენ თქვენთან ვრჩებით, საერთოდ არ მივდივართ, ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტური ფილმების, რეპორტაჟების და ინტერვიუების გადაღებას სანამ YouTube მუშაობს“, - განმარტა სობჩაკმა და თან სარკასტულად დაურთო ბოშევიკების დრონდელი პლაკატი, რითაც მიანიშნა, თუ საით არის მიმართული მისი ქვეყანა.

image

0
319
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0