საზოგადოება „რადგან დამიკიდეთ, ახლა მიყურეთ, სარჩელი შემაქვს... ფურთხის კი არა მეტის ღირსი ხარ, ერთდროს ერო, პატივაყრილო“ - ეკა კვალიაშვილი 2022, 13 აგვისტო, 16:12 მომღერალი ეკა კვალიაშვილი გაღიზიანდა და საყვედურნარევ პოსტს სოციალური ქსელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ის ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პრესკონფერენციას მოიწვევს და სასამართლოში იჩივლებს. მომღერალი ნაწყენია, რომ კვალიაშვილი დაიკიდეს და იმუქრება. კვალიაშვილი ამბობს, რომ ბოლო ხანს მეგობრებთან ღამისთევა და თავშეფარება უწევს ახლობელ ადამიანებთან. „აი, უკვე მართლა წაიშალა საზღვრები!!! უკვე შემაძულა თავი ყველაფერმა, ვიწვევ პრესკომფერენციას და სარჩელი შემაქვს საერთაშორისო სასამართლოში! რახან ასეა, რახან დაიკიდეთ ფეხზე ეკა კვალიაშვილი, ეხლა მე მიყურეთ, როგორი სასწაული დაკიდება ვიცი!!! ჩემი სამშობლოც და ქვეყანაც ის არის, რომელიც აფასებს, პატივსცემს, ადამიანს, ნიჭს, თავისუფალ ნებას!!! ფურთხის კი არა, მეტის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ პატივაყრილო! ეს რა იუდას გზებით მოდიხარ, ერთ დროს ერო, და ახლა???? (ვინც საკუთარ თავზე მიიღებს, ეგრევე გაიყიდება!!! ), “ - ამბობს ეკა კვალიაშვილი.
.
.
655 შეფასება არ არის
|