x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე შოკისმომგვრელი ფაქტები ძველი მსოფლიოს ისტორიიდან

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ძველ მსოფლიოში ცხოვრება ადვილი არ იყო, განსაკუთრებით, სხვადასხვა სახის ტრადიციების და წეს–ჩვეულების გათვალისწინებით. ინფორმაცია შოკისმომგვრელი ფაქტების შესახებ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, კიდევ ერთხელ მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად სასტიკები იყვნენ ჩვენი წინაპრები. მუდმივი ომები, მსხვერპლშეწირვა, ამორალური ქმედებები... და ამის შესახებ, არაფერია მოთხრობილი ისტორიის სახელმძღვანელოებში:


1. ძველი რომაელები კელტებს და ვიკინგებს ბარბაროსებს ეძახდნენ, თუმცა მათთან შედარებით, თავად ბევრად უფრო სასტიკები იყვნენ. ამის მტკიცებულებად, მხოლოდ გლადიატორების ბრძოლების გახსენებაც კი საკმარისი იქნება.


image


2. თემურლენგმა (1336-1405 წწ.) თავისი 45 წლიანი დაპყრობითი ომების წარმოების შედეგად, პლანეტის მოსახლეობის 3, 5% ამოხოცა, რაც ყველაზე მოკრძალებული გამოთვლით, დაახლოებით, 15 მლნ. კაცია (შედარებისთვის, II მსოფლიო ომის დროს 60-80 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც იმ პერიოდის, მსოფლიოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 3% შეადგენდა).


image


3. ძველ ეგვიპტეში უკიდურესად იშვიათად იყენებდნენ ადამის მსხვერპლშეწირვის პრაქტიკას. მაგრამ, მზის ღმერთის უპატივცემულობის შემთხვევაში, დამნაშავეს კოცონზე, ცოცხლად წვავდნენ.


image


4. ძველ რომში ახალშობილი ადამიანად არ ითვლებოდა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არ არსებობის პირობებში, მშობლებს ბავშვის თავიდან მოცილება, დაბადების შემდეგ შეეძლოთ.


image


5. ტენოჩტიტლანში ტაძრის მშენებლობის დროს აცტეკებმა, მხოლოდ 4 დღეში, ღმერთებს 84000 ადამიანი შესწირეს მსხვერპლად. აცტეკებისთვის ღმერთებისთვის ადამიანების მსხვერპლშეწირვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი ომის დროს, მოწინააღმდეგეს არ კლავდნენ, – ტყვედ იყვანდნენ, რომ შემდეგ ღმერთებისთვის შეეწირათ.



image


6. ერთ-ერთი პირველები, ვინც ბიოლოგიური იარაღი გამოიყენეს, ხეთები იყვნენ. ისინი ტულარემიით (მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანს დასნეულებული ცხოველისგან გადაეცემა) დაავადებულ ცხვრებს და სახედრებს იყენებდნენ, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში ეპიდემია გაევრცელებინათ.


image


7. ძველ რომში გლადიატორების სისხლს სვამდნენ. ითვლებოდა, რომ ამ გზით, ადამიანში სიცოცხლის ძალა შემოდიოდა. რამდენიმე რომაელი ავტორი აღწერს, თუ როგორ აგროვებდნენ ბრძოლაში მოკლული გლადიატორების სისხლს და როგორც წამალს ყიდდნენ. რომაელებს სჯეროდათ, რომ გლადიატორის სისხლს ეპილეფსიის განკურნება შეეძლო.


image


imageარხის სხვა სიახლეები:


* ქალაქი, რომელმაც სიტყვა "ბიბლია" დაგვიტოვა

* "განხეთქილების ვაშლი" ძველი მსოფლიოს ისტორიის მკვლევრებს შორის

* 7 რეალური ფოტო, რომლის არსებობა ძნელი დასაჯერებელია

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
287
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0