ფოტოგრაფია 7 რეალური ფოტო, რომლის არსებობა ძნელი დასაჯერებელია 11 მარტი, 14:13 ხშირად, ფოტოშოპში დამუშავებულ ფოტოებს, რეალობად მიიჩნევენ. მაგრამ პირიქით, გაცილებით იშვიათად ხდება – ზოგიერთ ფოტოზე, ისეთი რამეებია ასახული, რომლის დაჯერება რთულია და ამიტომ, მას ფოტო რედაქტორში დამუშავებულად თვლიან. ფოტოები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, სწორედ ასეთი შემთხვევაა: ![]() 1. კეისი ანდერსონი ორგანიზაციაში მუშაობს, რომელიც იშვიათ ცხოველებს გადარჩენითაა დაკავებული... და ერთ-ერთ ექსპედიციის დროს, მისი ჯგუფი პატარა გრიზლის დათვის ბელს წააწყდა, რომელიც, ბრაკონიერების მიერ დედის მკვლელობის გამო, დაღუპვისთვის იყო განწირული. ![]() ამიტომ, კეისიმ დათვის ბელი სახლში წაიყვანა და ბრუტუსი დაარქვა. ახლა, 300 კგ–იანი დათვი, პრაქტიკულად, კეისის სახლში ცხოვრობს. ამასთან, მხოლოდ კი არ ცხოვრობს, ბრუტუსს, სუფრასთან, საკუთარი ადგილიც კი აქვს. ![]() ![]() ![]() ![]() 2. ბევრი ლეგენდა არსებობს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ეს ველოსიპედი ცოცხალ ხეში... მაგრამ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ხე, რომელმაც ის "გადაყლაპა", ნამდვილად არსებობს. ![]() და თუ ოდესმე, ვაშინგტონის შტატში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ ეს ღირსშესანიშნაობა მოიკითხოთ და მოინახულოთ. ![]() 3. ამ სურათზე უხილავი ჰოკეისტი, ფოტოშოპის შედეგი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, დაპირისპირების დროს, ნორვეგიელ სპორტსმენს ჩაფხუტი მოსძვრა, ხოლო თავი ქვემოთ დახარა. ![]() 4. ჩინეთის ქალაქ შენ იანში უჩვეულო ბიჭი ცხოვრობს. ის ფეხებზე 16, ხოლო ხელებზე – 15 თითით დაიბადა. ![]() საბედნიეროდ, მას ზედმეტი თითები მოკვეთეს და ახლა ის, თანატოლებისგან არაფრით გამოირჩევა. ![]() 5. ამ ფოტოზე გიგანტურ იხვის ჭუკს ხედავთ, რომელიც პეკინის ერთ–ერთ მდინარეში დაცურავს. იქ ის, ჰოლანდიელმა მხატვარმა ფლორენტინ ჰოფმანმა ჩაიტანა. ![]() მაგრამ, მას იქ დიდხანს არ უცურია – მალე დაფუკეს და სხვაგან წაიღეს. ჩინელებმა კი, რადგან გასაბერმა იხვმა დიდი ყურადღება მიიქცია, ათობით ასლი დაამზადეს და ქვეყნის სხვადასხვა მდინარეში, ტურისტულ ცენტრებში გაუშვეს. ![]() ![]() 6. ამ ძაღლებს Cute და Bumby ჰქვიათ. ისინი ფილიპინებზე, გენეტიკური დარღვევის გამო, კიდურების გარეშე დაიბადნენ. მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ სიარული ისწავლეს და ახლა ნორმალურად ცხოვრობენ. ![]() 7. ვინ დაიჯერებს, რომ კურდღელი ამხელა შეიძლება გაიზარდოს? თუმცა, გერმანელმა კარლ ზემლონსკიმ მოახერხა და ასეთი "მონსტრი" გამოზარდა. ![]() და როგორც ხვდებით, მის ბიზნესს საფრთხე არ ემუქრება...
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |