რელიგია ქალაქი, რომელმაც სიტყვა "ბიბლია" დაგვიტოვა 11 მარტი, 8:32 ბიბლი — ძველი ფინიკიელების კულტურის და ვაჭრობის ცენტრი იყო. სწორედ იქ იყიდებოდა წიგნები და პაპირუსები, რაც ბერძნულად βίβλος (ბიბლოს) — წიგნს ნიშნავს. ბერძნებმა ქალაქს "ბიბლოსი" შეარქვეს, რომელმაც შემდგომში, სახელი "ბიბლიას" მისცა. ასე მიიღო სახელი, ფინიკიური ქალაქისგან, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილმა წიგნმა. ხოლო, აღნიშნული ქალაქის დამაარსებელი — ფინიკიელები, კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად, ყველაზე შეუცნობელი ერი იყო. ძვ. წ. აღრ. 1550 — 300 წწ. ისინი ხმელთაშუა ზღვაზე დომინანტები იყვნენ, მათ გამოიგონეს ანბანი, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ და დას. ევროპაში პირველი ქალაქები სწორედ მათ დააარსეს. მაგრამ, ამავდროულად, მათ, ისევე როგორც ეტრუსკებს, ერთიანი სახელმწიფო არასდროს ჰქონიათ. მხოლოდ დამოუკიდებელი ქალაქი–სახელმწიფოები ჰქონდათ, რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ საერთო კულტურა აკავშირებდა. პირველად ისინი დღევანდელი ლიბიის და სირიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ, კოლონიები ხმელთაშუა ზღვის მთელს სანაპიროზე შექმნეს. სწორედ მათ დააარსეს კართაგენი, რომელიც მოგვიანებით, თვით რომის იმპერიის არსებობას ემუქრებოდა.
გადმოცემის თანახმად, ფინიკიელების გემებმა ბრიტანეთის კუნძულებს მიაღწიეს, შემოუარეს აფრიკის სამხ. სანაპიროს და კოლუმბამდე, 1000 წლით ადრე «ახალ სამყაროშიც» ჩავიდნენ. ბრიტანელმა მკვლევარმა და მოგზაურმა ფილიპ ბილმა ამ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა. მან არქეოლოგები და გემთმშენებლები დაიქირავა, რომ მათ, ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილი, 20 მ-იანი და 50 ტ-იანი ფინიკიური გემის ასლი შეექმნათ... და როდესაც ყველაფერი მზად იყო, აფრა აუშვა და ექსპედიციაში წავიდა. მისი შორეული მოგზაურობა, სირიის სანაპიროსთან მდებარე, კ. არვადიდან დაიწყო, გაიარა სუეცის არხი, გაუყვა აფრიკის აღმ. სანაპიროს და კეთილი იმედის კონცხს შემოუარა. ამის შემდეგ, აფრიკის დას. სანაპიროს აუყვა და გიბრალტარის სრუტის გავლით, ისევ სირიაში დაბრუნდა. ფილიპ ბილის «ფინიკიურ გემს» აფრიკის ირგვლივ 32 000 კმ-ს გასავლელად და იმის დასამტკიცებლად, რომ ფინიკიელებს, ბართოლომეუ დიაშამდე 2000 წლით ადრე, მართლა შეეძლოთ აფრიკის კონტინენტის შემოვლა, 6 თვე დასჭირდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინიკიელების შესახებ, ჩვენამდე ძალიან მცირე ინფორმაციამ მოაღწია. მაგრამ, ცნობილია, რომ მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს ძველ მსოფლიოზე. უპირველეს ყოვლისა ისინი კარგი მეზღვაურები და ვაჭრები იყვნენ, რომლებმაც მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი ერთიან ქსელში ჩართეს. მათ დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე ჯერ ქალაქი კართაგენი დაარსეს (ძვ. წ. აღრ. 814 წ.), ხოლო შემდეგ, აფრიკის ჩრდ. სანაპიროზე, იგივე სახელის სახ-ფო შექმნეს, რომლის დედაქალაქი, სწორედ ეს ლეგენდარული ქალაქი იყო. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერის პირადი მისია და მოღალატეები "ოჯახში" – როგორ გადაურჩა სტალინი თავდასხმებს?* იაპონიაში არქეოლოგებმა გიგანტური ხმალი აღმოაჩინეს* სახალისო ფოტოები და ანეკდოტები ქალებზე* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?334 1-ს მოსწონს
|