x
image
lady.ge
ქალური მეგობრობა ასტროლოგთა თვალით - გადახედეთ თქვენი უახლოესი დაქალის ჰოროსკოპს
imageასტროლოგთა აზრით, ადამიანებს შორის სულიერი სიახლოვის წარმოშობას და მეგობრული ძაფების გაბმას, მეთერთმეტე სახლი განაგებს. მეთერთმეტე სახლის დიასახლისი მერწყულია, ხოლო თავად სახლი მეგობრობის სახლად იწოდება, ამიტომ საიმისოდ რომ უფრო უკეთ გავარკვიოთ ვინ იქნება ჩვენთვის საუკეთესო მეგობარი, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან, რიგითობის მიხედვით მეთერთმეტე ზოდიაქოს ნიშანზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი. შედეგები კი ქვემოთ იხილეთ:


ვერძისთვის საუკეთესო დაქალი ვინ ვინ და თავად მეთერთმეტე სახლის დიასახლისი, მერწყულია. ხასიათის ისეთი თვისებების გამო როგორიცაა კომუნიკაბელურობა, მრავალმხრივობა, ეჭვიანობის და მესაკუთრული გრძნობების სიჭარბე და რაც მთავარია ტვინის ბურღვისკენ ნაკლები მიდრეკილება, ვერძი მერწყულ დაქალს ყველაზე მეტად დააფასებს.მერწყულს შეუძლია, ვერძს ორიგინალური იდეები მიაწოდოს და ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდანაც კი აპოვნინოს მარტივი გამოსავალი.


კუროსთვის შესანიშნავი მეგობრობის გაწევა კი თევზებს შეუძლია. სწორედ თევზ დაქალს აქვს უნარი, ქალი კურო ხელოვნების, ფსიქოლოგიის, მისტიკის სამყაროს აზიაროს. მაგრამ კურომ უნდა გააცნობიეროს და პატივი სცეს, თევზის მიდრეკილებას ჰქონდეს საიდუმლოებები და პერიოდული ჩაკეტვის პერიოდებიც უნდა აიტანოს მისგან. სამაგიეროდ როცა თანადგომა, გაგება და მორალური მხარდაჭერა დაგჭირდებათ თქვენი დაქალი თევზი მუდამ გვერდით იქნება.


ტყუპი ქალისთვის საუკეთესო დაქალი ცეცხლოვანი ვერძი იქნება. ნუ გაგიკვიდრებათ ტყუპებო, თუ ვერძი ქალები თავად იჩენენ ინიციატივას თქვენთან ურთიერთობისას, მათთვის თქვენი მოუსვენარი ხასიათი, მრავალმხრივობა და ჰაეროვნება ძალზე მიმზიდველია. სამაგიეროდ ვერძი თავის მხრივ, ყოველთვის დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში, დაგიცავთ მრავალრიცხოვანი მტრებისგან რომელთაც სამომავლოდ თქვენი მწარე ენის გამო არაერთგზის გადაიკიდებთ და არასოდეს მიგატოვებთ მარტოს გასაჭირში.



აი რაც შეეხება კიბოს, მისთვის შესანიშნავი სამეგობრო კურო ქალია. ამ ორს საათობით შეუძლია ისაუბროს კულინარიაზე, სახლის კომფორტულად მოწოყობასა თუ სხვა დეტალებზე. მანიპულატორული თვისებების გამო, კიბო ქალი უცებ პოულობს გზას კუროს სიჯიუტის გასანეიტრალებლად. კუროს კი თავის მხრივ, ყოველთვის შეუძლია ქონდეს იმედი რომ კიბო დაქალი ნებისმიერ დროს ასესხებს ფულს საჭირო ნივთის შესაძენად.


image

აი ლომისთვის კი მისი მეთერთმეტე სახლი ტყუპების ზოდიაქოზე გადის, ამიტომ ამ ორის მეგობრობა ყოველთვის საინტერესო და მხიარული თავგადასავლებით იქნება დატვირთული. კომუნიკაბელურობის გამო, ტყუპი ლომ დაქალს მოწყენის საშუალებას არასოდეს მისცემს, ამასთან ერთად მისი ხასიათი თავისუფალია გადამეტებული ამბიციურობისგან, ამიტომ ლომის სიამაყეს ტახტზე ჯდომისას ჩრდილის მიყენება არ ემუქრება და შეუძლია იბრწყინოს როგორც მზემ, რადგან ტყუპი მის ბრწყინვალებას კიდევ უფრო მეტად გააპიარებს.



ქალწულს ასტროლოგები მეგობრულ-დაქალოჩკური ძაფების გაბმას, კირჩხიბთან ურჩევენ. ორივე სიმყუდროვის მოყვარულია, ორივეს უყვარს ფული და ორივე აფასებს ზომიერ ეკონომიას. შესაბამისად მათ უაზრო ნივთებში ფულის ფლანგვისას ვერსად გადააწყდებით. სამაგიეროდ ამ ორის ზუსტად ეცოდინება სად იყიდება შედარებით იაფი, მაგრამ უმაღლესი ხარისხის საქონელი. ქალწულის გასაგონად უნდა ითქვას, რომ იგი აუცილებლად გაგებით უნდა მოეკიდოს მეგობრის ცვალებად განწყობას და ყური მიუგდოს მის ინტუიციას, კიბო როგორც წესი არასოდეს ცდება ამ კუთხით.






გაგრძელება მალე იქნება და შემდეგ სტატიაში, უკვე მომდევნო ექვსეულს განვიხილავთ

0
900
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
900
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0