ამერიკელმა რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა კვენტინ ტარანტინომ Cinemablend -ში ამოირჩია მისი აზრით, უდიდესი ფილმი კინოს ისტორიაში.
კინორეჟისორის თქმით, სტივენ სპილბერგის 1975 წელს გადაღებულმა ამ ფილმმა აჩვენა, თუ რამდენად ცუდად იყო გადაღებული მანამდელი ფილმები.
„ნამუშევრის მთლიანობის თვალსაზრისით, "ყბები" -ზე უკეთესი არაფერი იყო. ეს არის საუკეთესო ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა“, - თქვა ტარანტინომ.
უფრო ადრე ტარანტინომ ანიმაციური ფილმი ''გოჭი პეპა" ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდ ბრიტანულ ფილმად მიიჩნია. რეჟისორმა, რომელსაც გადაღებული აქვს "კრიმინალური დრამა" ( Pulp Fiction), "უსახელო ნაბიჭვრები" (Inglourious Basterds) და '"მოკალი ბილი" (Kill Bill), ასევე აღიარა, რომ ხშირად უყურებს ამ ანიმაციურ სერიალს.