x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა გზავნილი დაუტოვა სტივენ ჰოკინგმა მათ, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას

«სინამდვილეში შავი ხვრელიდანაც შეიძლება ამოძრომა – უბრალოდ გარეთ, ან შესაძლოა სულაც სხვა სამყაროში. თუნდაც ისე გეჩვენებოდეთ, რომ თავი შავ ხვრელში ამოყავით, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით – თქვენ აუცილებლად იპოვით გამოსავალს...»


image


სტივენ ჰოკონგი არა მხოლოდ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი იყო, არამედ ავტორი უამრავი სტიმულის მომცემი და შთამაგონებელი სიტყვისა, რომლის ადრესატებიც ჩვენ ვართ.


2016 წლის 7 იანვარს, ლონდონის სამეფო ინსტიტუტის ხალხმრავალ სალექციო დარბაზში მეცნიერმა შემდეგი სიტყვებით მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც დეპრესიით იტანჯებოდნენ:

«ამ ლექციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შავი ხვრელები, სულაც არ არის ისეთი შავი, როგორადაც თვლიან, არც მარადიული საპყრობილეებია, როგორც ადრე წარმოედგინათ. სინამდვილეში შავი ხვრელიდანაც შეიძლება ამოძრომა – უბრალოდ გარეთ, ან შესაძლოა სულაც სხვა სამყაროში. თუნდაც ისე გეჩვენებოდეთ, რომ თავი შავ ხვრელში ამოყავით, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით – თქვენ აუცილებლად იპოვით გამოსავალს...».


«არ დაივიწყოთ ზემოთ, ვარსკვლავების ყურება. მხოლოდ ქვემოთ, ფეხებზე ნუ იყურებით. შეეცადეთ იპოვოთ არსი ყველაფერში, რასაც ხედავთ და დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ არსებობს ასეთი მშვენიერი სამყარო. იყავით ცნობისმოყვარეები. და როგორც არ უნდა რთულად გეჩვენებოდეთ თქვენი ცხოვრება, მასში აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთ რამეს, რითაც არა თუ დაკავდებით, არამედ წარმატებასაც კი მიაღწევთ. მთავარია არ დანებდეთ. არასოდეს! ».


მხედველობაში თუ მივიღებთ იმ ფაქტს, რამდენად წარმოუდგენელი სირთულეების გადალახვა მოუწია ამ სიტყვების ავტორს და რამდენად არაჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრა, სულ ცოტა, ყურადღება უნდა მივაქციოთ და დავფიქრდეთ.


1963 წელს, როდესაც სტივენ ჰოკინგი 21 წლის იყო, მას დაუსვეს იშვიათი განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი – ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი. ექიმებს მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ 2 წელი იცოცხლებდა. თუმცა, პროფესორი 34 წლის შემდეგ, 55 წლის ასაკში გარდაიცვვალა.


პროფესორი ჰოკინგი ამბობდა, რომ იმის დაფასება ისწავლა, რაც მას გააჩნდა. «თუმცა, არ გამიმართლა და იმ ავადმყოფობით დავაავადდი, რომელიც ნელა ახდენდა ჩემი სხეულის პარალიზებას, მე გამიმართლა ყოველივე დანარჩენში».


«ძალიან გამიმართლა, რომ საშუალება მქონდა მემუშავა თეორიული ფიზიკის დარგში დიდი აღმოჩენების დროს. და ეს არის ადამიანის აქტივობის ის რამოდენიმე სფეროთაგანი, რომელშიც ჩემი ინვალიდობა ხელს არ მიშლიდა».


«ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის პოზიტიური ხედვა შეინარჩუნოთ სამყაროზე, რაც არ უნდა რთულად და არასასიამოვნოდ გეჩვენებოდეთ თქვენი ცხოვრება. რადგან თუ დროულად ვერ შეძლებთ იცინოთ საკუთარ თავზე ან თქვენს ირგვლივ შექმნილ ცხოვრებისეულ გარემოებებზე, შესაძლოა უიმედობამ შეგიპყროთ».


ასევე დაგაინტერესებთ:


თუ გსურთ, რომ ინტელექტუალი შვილი გყავდეთ და ტვინის ნაადრევი სიბერე აიცილოთ თავიდან, მაშინ ეს გაითვალისწინეთ!


ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს საათი აქვს, რომელიც შეგვიძლია უკან დავატრიალოთ – თვითგანკურნების ბუნებრივი მეთოდი



მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ!


0
962
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
962
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0