ფილოსოფია ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს 2016, 29 ოქტომბერი, 12:58 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან. დღევანდელ სტატიაშიც მინდა ფსიქოლოგიური ტესტი შემოგთავაზოთ, თქვენ უბრალოდ მოგიწევთ კარგად დააკვირდეთ უკრაინელი მხატვრის- სოფია ლევიცკის ნახატს, სადაც გაორების ილუზიაა მამაკაცისა და ქალის კოცნით წარმოდგენილი. თქვენი პირადი ინტერპრეტაციის მიხედვით მოგეთხოვებათ ამოიკითხოთ ის აბზაცი, თუ რომლის სახე (გოგოსი თუ ბიჭის) დაინახეთ პირველი. გოგოს სახე- თუ თქვენ პირველი გოგოს სახე შენიშნეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში დაიწყება თეთრი ხაზები, კერძოდ კი გელოდებათ პერსპექტივები პირად საქმიანობაში, ასევე დიდი ხნის ნანატრი წარმატებაც თითქმის კარსაა მომდგარი. ბიჭის სახე- თუ თქვენ პირველი ბიჭის სახე დაინახეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მალე ცვლილებები გექნებათ პირად ურთიერთობებში, გამოჩნდება დიდი ხნის ნანატრი ადამიანი, რომელიც შეავსებს თქვენს სიცარიელეს და გახდის აზრიანს თქვენს მომავალს. 8232 20-ს მოსწონს 1-ს არა
|