x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
5 საინტერესო ლეგენდა საქართველოზე
მოგესალმებით, დღეს ჩემს სტატიაში მინდა გაგაცნოთ ლეგენდები საქართველოზე.

საქართველო ყოველთვის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა სხვადასხვა ქვეყნებში, მისი დაპყრობის სურვილი არაერთ მმართველს ჰქონია, მიზეზი კი ბუნება და ისტორია იყო. დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ის საოცარი ლეგენდები და თქმულებები საქართველოზე, რომლებიც მუდამ იწვევდა სხვა ქვეყნების მმართველთა ინტერესს.


1. ლეგენდა სურამის ციხეზესურამი

სურამის ციხეზე მოგვითხრობს დანიელ ჭონქაძე, მისი თქმით სურამის კედლები უძლეველია, ამის მიზეზი კი ისაა რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაყოლებული დედისერთა ვაჟი. ლეგენდის თანახმად ვინმე დედისერთა ზურაბის ჩაყოლების გარეშე ციხე ვერ აშენდებოდა.


ამბობენ რომ იმ ადგილას სადაც ზურაბია ჩაყოლებული, წვეთ-წვეთად მოდის მისი დედის ცრემლები, ასევე ამბობენ რომ სავსე მთვარეობისას სურამის ციხეზე იხილავთ შავებში ჩაცმულ მგლოვიარე ქალს.



2. ლეგენდა საფარის მონასტერზე

image

საფარაში ცხოვრობდა ორი ძმა, მათ გადაწყვიტეს საფარის მონასტერის აშენება. მათგან უფროსი ოსტატი იყო, უმცროსი კი შეგირდი. შეგირდი ქვებს თლიდა და თავიანთ ერთადერთ ხარს ''ინდუშას“ ატანდა ოსტატთან, ოსტატი კი მონასტერს აშენებდა. შენების დამთავრებამდე ერთი ქვაღა იყო დარჩენილი, ამ დროს ოსტატმა მოინდომა შეგირდის გამოცდა და უთხრა რომ ქვა აღარ იყო საჭირო, რადგან მშენებლობა უკვე დასრულებული ჰქონდა. შეგირდმა შეხედა მონასტერს და უთხრა ოსტატს რომ დასრულებამდე ერთი ქვა იყო დარჩენილი. შეშინდა ოსტატი რომ მისი ძმა ჭკუაში აჯობებდა და მასზე უკეთესი გამოვიდოდა, ამიტომ უთხრა რომ ბოლო ქვა მას დაედო სახურავზე, უმცროს ძმას გაუხარდა ავიდა კიბით სახურავზე და დადო ქვა, უკან რომ მოიხედა არც კიბე დახვდა და არც უფროსი ძმა. მონასტერის სახურავიდან ის პირდაპირ კლდეზე გადავარდა.

ხარი ინდუშას გამოსახულება შეგხვდებათ ტაძრის შესასვლელთან, ერთ-ერთ ქვაზე.



3.სვანური ლეგენდა კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე

image


სვანეთში არსებობს პატარა მთა, რომელსაც იმერული ჭურის ფორმა აქვს. ლეგენდის მიხედვით ამირანი სწორედ ამ მთაზე იყო მიჯაჭვული. კლდე ყოფილა ღვინის ჭური და თურმე მუდამ ღვინით იყო სავსე. მიჯაჭვული ამირანი სწორედ ამ კლდიდან გამოსული ღვინის წვეთებით საზრდოობდა.



4. ლეგენდა გიორგი მერვეზე

შვიდი საოცრება

არსებობს ლეგენდა, რომ კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს ჰქონდა თიხის გრძელი მილი, სატახტო ქალაქიდან ერთ-ერთ სოფლამდე. ამ მილში ნადიმების დროს მიედინებოდა ღვინო პირდაპირ სუფრაზე და სტუმრები ღვინოს მილიდან ისხამდნენ.



5. ლეგენდა საქართველოზე


(1)

დედამიწის შექმნის შემდეგ ღმერთმა დაიწყო ქვეყნების განაწილება. ამ დროს ქართველები ღმერთის სადღეგრძელოს სვამდნენ და შეკრებაზე დააგვიანეს. როცა მივიდნენ ქვეყნები უკვე განაწილებული იყო, ქართველებმა ღმერთს დაგვიანების მიზეზი რომ უთხრეს ღმერთმა თავისთვის გადანახული პატარა ქვეყანა მათ მისცა. ეს ქვეყანა იყო საქართველო.



დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია ჩემი სტატია მოგეწონათ, გთხოვთ დატოვოთ შთაბეჭდილება კომენტარებში.


2
3397
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიზი სიხარულიძე
ლიზი სიხარულიძე
3397
  
2019, 27 ივლისი, 3:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ნამდვილად მოსაწონია, მადლობა. ერთს გთხოვ, ლიზი. ეს 5 ლეგენდა მეტნაკლებად ცნობილია. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს. ჰო და მოიძიე, დაწერე, ჩვენ კი, სიამოვნებით წავიკითხავთ.
0 1 2