x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლენინს თუ დამარხავენ, რუსეთს წყევლა მოეხსნება...

დღეს ბევრი თვლის, რომ ქვეყნის უბედურების მიზეზი, ის არის რომ მის მთავარ მოედანზე, დაუმარხავი მიცვალებული ასვენია. «საჭიროა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა და რუსეთისთვის წყევლის მოხსნა» –ამბობენ ისინი.


image


არა და, ლენინის «მიწის ზევით» დატოვება სპონტანურად მოხდა. ეს დაგეგმილი არ ყოფილა – საამისოდ, არც ლენინის ანდერძი არსებობდა და მისი ქვრივიც ამის წინააღმდეგი იყო. თუმცა...


მისი დაფასება გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს


imageბელადთან დამშვიდობების მსურველთა რიგი


ლენინისადმი საყოველთაო სახალხო აღფრთოვანება, მის ავადმყოფობას და გარდაცვალებას დაემთხვა. სავსებით შესაძლებელია, რომ მის პერსონას, სწორედ ამ უკანასკნელმა გარემოებამ შესძინა დამატებითი მნიშვნელობა, რადგან დანაკარგი აუნაზღაურებელი იყო...

imageსიკვდილის შემდეგ, საბჭოთა ბელადი, მისი ახლობლების ნების წინააღმდეგ, კომუნიზმის სიმბოლოდ და ობიექტად იქცა:
21 იანვარი – მისი გარდაცვალების დღე, ხელისუფლებამ გლოვის დღედ გამოაცხადა, პეტროგრადი – ლენინგრადი გახდა და ბრძანება გაიცა, რომ ყველა დიდ ქალაქში ილიჩისთვის ძეგლები დაედგათ. ხოლო, მისსავე სახელობის ინსტიტუტს, ლენინის შრომების სხვადასხვა ენებზე თარგმნა და გამოცემა დაევალა.
როგორ დარჩა მისი ცხედარი დაუმარხავი? ვლადიმერ ილიჩთან დამშვიდობების მსურველთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საბჭოთა მოქალაქეები მოსკოვში სპეციალურად ჩადიოდნენ და უზარმაზარ რიგებში დგებოდნენ, რომ ბელადს დამშვიდობებოდნენ. ამიტომ, იმისთვის, რომ ბელადისადმი ვალის მოხდის საშუალება ყველა მსურველისთვის მიეცათ, მისი მოთავსება სპეციალურ მავზოლეუმში გადაწყდა, რომელიც პირდაპირ წითელ მოედანზე ააშენეს.


imageპირველი მავზოლეუმი ხის იყო


სავსებით შესაძლებელია, რომ ეს თავიდან დროებით მიღებული ზომა ყოფილიყო და მომავალში ლენინის დაკრძალვა იგეგმებოდა კიდეც. მაგრამ, გაზეთ «პრავდაში» გ. ზინოვიევის (საბჭოთა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი და ლენინის უახლოესი მეგობარი) სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ლენინის მავზოლეუმში დასვენება კარგი მიგნება იყო, რადგან მასთან საბოლოო დამშვიდობება ნამდვილად აუტანელი იქნებოდა. ასევე ავტორი იმედს იტოვებდა, რომ დროთა განმავლობაში, ამ ადგილზე ლენინის ქალაქი გაჩნდება, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იქნებოდა... ხოლო, მავზოლეუმთან, მის სანახავად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კი არა, ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდოდნენ. მის მიერ ასე ოსტატურად მიწოდებული იდეა – საზოგადოებრივი გახდა და ბელადთან გამოთხოვების მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა... ამის შემდეგ, მისი სხეულის ბალზამირება მოახდინეს და პატარა ხის საძვალეში მოათავსეს. ხოლო, უზარმაზარი რიგები მასთან, ნებისმიერ ამინდში და წლის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანების ბელადისადმი მუდმივმა ინტერესმა, ხელისუფლებას მისი დაკრძალვის საშუალება არ მისცა. ამიტომ, ხის ნაგებობა 1929 წ. გრანიტის მავზოლეუმით შეცვალეს და ეს, ლენინის კულტის დამკვიდრების, ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა.



imageგრანიტის მავზოლეუმი


ლენინის შრომების ციტირებას ახდენდნენ, საჭირო დროს და საჭიროების გარეშე, როდესაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება უნდოდათ, მას დახმარებისთვის მიმართავდნენ. ლენინის ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლეს და მას არაერთი წიგნი და შრომა მიუძღვნეს. ის თუ ვინ იყო ლენინი, დამწყები კლასის მოსწავლეებმაც კი იცოდნენ, რადგან სპეციალურად მათთვის, პატარა ლენინელების ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც მთელს კლასს, ერთიანად აწევრიანებდნენ და მკერდზე ლენინის პორტრეტიან გულსაბნევებს უკეთებდნენ. გარდა ამისა, ლენინის ბიუსტი ყველა სკოლაში იდგა. თუმცა, ლენინისადმი ხალხის სიყვარულის ყველაზე მთავარი მტკიცებულება, სახლში მისი სურათის არსებობა იყო, რომელიც ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა.

და აქ ისმის კითხვა: ვის ინტერესებში შედიოდა ლენინის გაკულტება?

imageერთი რამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების დაშვებით კი არა, მათი გააზრებული, მიზანმიმართული ქმედებით ხდებოდა. თუმცა, რისთვის სჭირდებოდათ ეს? საბჭოთა კავშირის II საკავშირო კონგრესზე, რომელიც მოსკოვში 1924 წლის იანვარში ჩატარდა, სტალინი განსაკუთრებით მხურვალე სიტყვით გამოვიდა, – ეს გარდაცვლილი ბელადისადმი ერთგვარი, რიტუალური განდიდება იყო... და ბევრი ისტორიკოსის და პოლიტიკოსის აზრით, ეს ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო.
გარდა ამისა, სწორედ სტალინმა დაუსვა წერტილი ლენინის სხეულის მავზოლეუმში მოთავსების საკითხს, რითაც კომუნიზმს თაყვანის ცემის ადგილი მისცა. ასეთი გადაწყვეტილება ბევრი ბოლშევიკისთვის შოკისმომგვრელი და მიუღებელი იყო, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს.
რატომ გააკეთა ეს სტალინმა? – უცნობია. სიმართლე რომ ვთქვათ, სენტიმენტალობა და სიყვარული, მისთვის დამახასიათებელი, ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. გარდა ამისა, ის ათეისტი იყო. ხოლო, რაც წითელ მოედანზე ხდებოდა, რელიგიურ კულტს, თუ რიტუალს ჰგავდა. სავარაუდოდ, ამ ფაქტის ყველაზე რაციონალური ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ სტალინი ლენინს განდიდებით, კომუნიზმის პოზიციებს აძლიერებდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის დაბადება XVI საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. ხოლო, სსრ კავშირის დაშლა – 1944 წელს

* რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?

* ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს

* თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ!

* თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ

* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ

* "მის სამყაროს" ყველაზე ლამაზი 10 გამარჯვებული, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე



1
265
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
265
  
2022, 30 ივლისი, 8:33
სტალინს სჭირდებოდა,რათა მსხვერპლი არ გამხდარიყო და არ მოეკლათ თავისივე თანაპარტილებს. ცნობილი ფაქტია,რომ სტალინმა ძველი რევოლიციონერები ერთმანეთის მიყოლებით მოკლა,ტროცკის სამხრეთ ამერიკამდე სდია და მაინც მოკლა. ასევე,ცნობების თანახმად,სტალინმა გადაუხვია ლენინის თავდაპირველ იდეებს და გეგმა,რაც აქტიურად განიხილებოდა ზედა ეშელონებში და ლენინის გაკულტების ხელის შეწყობით ფეხიდან გამოაცალა სამაგრი მის ოპონენტებს,ხოლო მერე ყველა მოიშო. ძია სტალინი დიდი ვირეშმაკა იყო და მისგან არაფერი იყო მოულოდნელი.

რაც შეხება მის ათეისტობას,არ იყო ათეისტი და თუ ასე პოზიციონირებდა ე.ი. ასე იყო საჭირო. როგორც ნცობილია,ის სწავლობდა სასულიერო სემინარიაში და ბავშობა იქ ქონდა გატარებული,რაც გამორიცხავს ამ ყველაფერს. ასევე,ამბობენ რო სიკვდილამდე ატარებდა ხის ჯვარს,რაც გვაფიქრებინებს,მისი ათეისტობა პოლიტიკის ნაწილი იყო.
0 1 1