სხვა განსხვავებული აზრის გამო, ამერიკელი მომღერლის სამშობლოდან დევნილობის და იდუმალებით მოცული სიკვდილის ისტორია 14 მაისი, 8:47 მომღერალი და მსახიობი წარმოშობით დენვერიდან იყო (აშშ), მაგრამ იმის გამო, რომ ამერიკის მიერ ვიეტნამში წარმოებული ომის წინააღმდეგ გამოდგა, იძულებული გახდა 1970 წ. საცხოვრებლად ევროპაში გადასულიყო. ჯერ იტალიაში ცხოვრობდა, ხოლო 3 წლის შემდეგ, კარიერის გაგრძელება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადაწყვიტა. ის რომიდან ბერლინში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. დინ რიდი ფილმში «ამერიკელი მეამბოხე», 1985 დინ რიდის მუსიკალური კარიერა აშშ-ში დაიწყო, მაგრამ მისი სიმღერები განსაკუთრებული პოპულარობით ლათინური ამერიკის ქვეყნებში სარგებლობდა. რამდენიმე წარმატებული საგასტროლო ტურნეს შემდეგ, ის ერთი პერიოდი არგენტინაში ცხოვრობდა, სადაც ალბომებს წერდა, ფილმებში თამაშობდა და ტელეგადაცემებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, გამოდიოდა ბირთვული ცდების და ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, საქველმოქმედო კონცერტებს აწყობდა, პაციფისტების მიერ გამართულ მიტინგებში მონაწილეობდა და ამერიკის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ შტატების დატოვება და ევროპაში გადასახლება მოუხდა. რწმენამ, რის გამოც დინ რიდი სამშობლოში პოლიტიკურ დევნილად იქცა, სსრ კავშირში გულთბილი მიღებით უზრუნველყო. პირველად მოსკოვში 1965 წ. ჩავიდა. ხოლო შემდეგ, ხშირად ჩადიოდა და კონცერტებს ბამ-ზეც (ბაიკალ-ამურის მაგისტრალი - სარკინიგზო მაგისტრალი ციმბირში, მშენებლობა 1984 წ. დასრულდა) კი მართავდა. იმ პერიოდში დინ რიდს, როგორც სსრ კავშირში, ისე აღმ. ევროპის ქვეყნებში ფილმებშიც იღებდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ვესტერნები, რომლებშიც გოიკო მიტიჩი კეთილშობილი ინდიელის როლს ასრულებდა, ხოლო დინ რიდი – პატიოსანი კოვბოი იყო. აშშ-ში კი, მას წითელ კოვბოის და წითელ ელვისს ეძახდნენ. თუმცა, თავისი შეხედულებების მიუხედავად, მსახიობს თავი კომუნისტად არ გამოუცხადებია და არც რომელიმე ქვეყნის სოციალისტური პარტიის წევრი გამხდარა, მას არასდროს უთქვამს უარი ამერიკის მოქალაქეობაზე და არ იღლებოდა უბრალო ამერიკელებისადმი თავისი სიყვარულის დემონსტრირებით. კადრი ფილმიდან «სისხლის ძმები», 1975 1985 წ. აშშ-ი გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მსახიობის შესახებ, სახელწოდებით «ამერიკელი მეამბოხე». დინ რიდს იმედი ჰქონდა რომ ეს ფილმი თანამემამულეებს მისი პოზიციის აღქმაში დაეხმარებოდა. მაგრამ, ფილმის ავტორებს სხვა მიზნები ჰქონდათ და ეკრანზე მსახიობი, როგორც კომუნისტური რეჟიმის მხურვალე მხარდამჭერი და «დემოკრატიული ღირებულებების» მოწინააღმდეგე წარმოაჩენს. ფილმის პრემიერის შემდეგ, ბერლინში მსახიობი უკმაყოფილო და განაწყენებული დაბრუნდა. ხოლო, მისი პრემიერიდან, ნახევარი წლის შემდეგ, ის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ოფიციალურ დასკვნაში, სიკვდილის მიზეზად, უბედური შემთხვევა ეწერა. ძირითადი ვერსიის მიხედვით, ტრაგედიის დღეს, მსახიობმა მეუღლესთან იჩხუბა, სახლიდან საკუთარი მანქანით წავიდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. დარტყმა კი იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანიდან გადმოვარდა, ტბაში ჩავარდა და დაიხრჩო. თუმცა, მომღერლის თაყვანისმცემლები თვლიდნენ, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ოფიციალურ ვერსიას, არც მისი ამერიკელი ნათესავები ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მკვლელობის მიზეზი, აღმოსავლეთში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, ამერიკაში დაბრუნების სურვილი იყო. უცხოურ პრესაში იმასაც წერდნენ, რომ დინ რიდი საბჭოთა КГБ-მ გადაიბირა, ეს ცსს-თვის (CIA) გახდა ცნობილი და მათ აგენტის ლიკვიდაცია მოახდინეს. მაგრამ, მკვლელობის ვერსიას არ იზიარებდა მისი მეუღლე, გერმანელი მსახიობი რენატა ბლუმი, რომელიც აცხადებდა, რომ დინ რიდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, გული აწუხებდა და არც აშშ-ში აპირებდა დაბრუნებას.
მას შემდეგ, რაც გდრ-ს უშიშროების სამსახურის დოკუმენტებს საიდუმლო გრიფი მოხსნეს, მსახიობის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი წერილი აღმოაჩინეს, რომელშიც ის ახლობლებს პატიებას სთხოვდა, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ წერილი ნამდვილად მის მიერ იყო დაწერილი. ხოლო, სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ სიკვდილის წინ დინ რიდმა დიდი რაოდენობით საძილე აბები მიიღო და საჭესთან ჩაეძინა. ამ დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, თვითმკვლელობის ვერსია სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს. მაგრამ, დღემდე გაურკვეველია მიზეზი, თუ რის გამო მოიკლა წარმატებულმა მომღერალმა და მსახიობმა თავი. მისი ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის, რომ თვითმკვლელობის მიზეზი აშშ-ში წარუმატებელი ტელეეთერი იყო, რის გამოც სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურა და ის დეპრესიაში ჩავარდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მსახიობის გარდაცვალების რეალური მიზეზი, დღემდე საიდუმლოდ რჩება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მის ცხედარს კრემაცია გაუკეთეს და ისე დაკრძალეს. * პრეზიდენტის შემოთავაზება, რომელიც გარკვეულ კითხვებს ბადებს* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა* დაზღვევის გარეშე – რატომ მიდიან ასეთ რისკზე? (15 წარმოუდგენელი ფოტო)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?184 3-ს მოსწონს
|