x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს
ტერაქტს გადაურჩა, მაგრამ ავიაკატასტროფაში დაიღუპაimage


ჰილდა იოლანდა მაიოლი 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე ტერორისტულ თავდასხმას გადაურჩა. იმ დროს გოგონა, პირველ სართულზე, ერთ–ერთ რესტორანში მუშაობდა და შენობის დატოვება შეძლო. მაგრამ, სიკვდილი ვერ მოატყუა – 2 თვის შემდეგ, ჰილდა 260 მგზავრთან ერთად, American Airlines 589 რეისის კატასტროფისას, კუინზში დაიღუპა. თვითმფრინავს ძრავა მოსწყდა და ნიუ–ორკის გარეუბანში ჩამოვარდა.


გოგონა ხანძარს გადაურჩა, მაგრამ ავტოკატასტროფაში დაიღუპაimage


2013 წლის იანვარში 21 წლის ჯესიკა დე ლიმა პოლი სანტა–მარიას (კოლუმბია) ერთ–ერთ კლუბში სტუდენტური წვეულების ორგანიზებაში მონაწილეობდა. ის თავადაც აპირებდა იქ წასვლას და გართობას. მაგრამ, მისმა შეყვარებულმა ადრიანომ წასვლა ვერ შეძლო და ჯესიკამაც სახლში დარჩენა გადაწყვიტა. იმ ღამეს კლუბში ხანძარი გაჩნდა. იქ მყოფი ადამიანების ერთი ნაწილი ტოქსიკური კვამლით გაიგუდა. ხოლო, ზოგი, კლუბის დატოვების მცდელობისას, ჭყლეტაში დაიღუპა. ჯესიკ გადარჩა. მაგრამ, 5 დღის შემდეგ, ის და ადრიანო ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მთებში დიდი სიჩქარით მოძრაობისას, მათი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა.


ავიაკატასტროფას გადაურჩა და მაშველმა მოკლაimage


ჩინელი იე მენგ იუანი Asianа Airlines-ის ბორტზე იყო, რომელმაც ავარიული დაშვება სან–ფრანცისკოს აეროპორტში განახორციელა. თვითმფრინავს ცეცხლი ეკიდა და მეხანძრეებმა ქაფით ჩააქრეს. გადარჩენილი და ქაფით დაფარული გოგონა თვითმფრინავის სიახლოვეს იდგა, ის ვერ შენიშნა, კატასტროფის ადგილზე მისულმა, სახანძრო მანქანის ახალი ბრიგადის მძღოლმა და დაეჯახა. რეისი № 214–ის ყველა მგზავრი, იე მენგის და მისი მეგობრის, ბან ლინიანის გარდა, გადარჩა.


ტყვიას ვერ გაექცაimage


ახალგაზრდა ბლოგერი და სპორტული კომენტატორი ჯესიკა რედფილდი, ტორონტოს სავაჭრო ცენტრში, კინაღამ სროლაში მოყვა. მაგრამ, ერთი თვის შემდეგ, 2012 წ. 20 ივლისს, კოლორადოს კინოთეატრში – Century 16 Movie–ში მოკლეს. ფილმის დასრულების შემდეგ, დარბაზში მამაკაცი შევარდა. მან ჯერ ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ხოლო შემდეგ, ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 12 ადამიანი და 58 დაიჭრა.


ავიაკატასტროფაში სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ მთვრალი მძღოლი დაეჯახა
image


1977 13 დეკემბერს ევანსვილის (ინდიანა, აშშ) აეროპორტში, აფრენისას კატასტროფა თვითმფრინავმა DC-3 განიცადა. მის ბორტზე, ამ ქალაქის უნივერსიტეტის კალათბურთის ნაკრები იყო. სიკვდილს ნაკრების მხოლოდ ერთი წევრი – დევიდ ფარუ გადაურჩა, რომელიც ფეხის ტრავმის გამო, სახლში დარჩა. თუმცა, 2 კვირის შემდეგ, მას და მისი უმცროს ძმას მანქანა დაეჯახა, რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა. ბიჭები ადგილზე დაიღუპნენ.



რეისზე დაიგვიანა...image


ითვლება, რომ განწირულ რეისებზე მგზავრები უფრო ხშირად იგვიანებენ, ვიდრე სხვა ნებისმიერზე. მაგრამ ეს, სიკვდილისგან თავის "დაძვრენის" საშუალება ყოველთვის არ არის... იოჰანა განტალერი, მეუღლესთან ერთად, შვებულებას ბრაზილიაში ატარებდა და აეროპორტში მისვლა სულ რამდენიმე წუთით დააგვიანა. Air France–ს თვითმფრინავმა, რომლითაც ქალს უნდა ემგზავრა, კატასტროფა განიცადა და ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. 228 ადამიანი, ყველა ვინც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა. მეუღლეები ევროპაში მეორე დღეს დაბრუნდნენ. ხოლო, 2 კვირის შემდეგ, იოჰანას მანქანა სატვირთოს დაეჯახა და ქალი დაიღუპა.


ბიჭი ტორნადოს გადაურჩა, მაგრამ ძაღლმა დაგლიჯაimage


ოკლაჰომაში მომხდარი 2013 წლის ტორნადოს შემდეგ, 5 წლის ბავშვი, ვიდრე მისი მშობლები ძველ ადგილზე სახლს აღადგენდნენ, არკანზასელმა ლინ გელინგმა დაიტოვა. გადატანილმა შოკმა ბავშვის ნერვულ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა და ტირილი დაიწყო. ეს ლინის ძაღლს არ მოეწონა და უზარმაზარი მასტიფი ბავშვს ყელში ეცა... ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ლინმა და მისმა მეუღლემ გაცოფებული ძაღლის გაგდება შეძლეს, მაგრამ ბავშვი, საავადმყოფოში მიყვანიდან, მეორე დღეს გარდაიცვალა.


ნაღმს დააბიჯა ფეხი და გადარჩა... image


2009 წლის მარტში, 3 პალესტინელმა, სდე ტრუმოტიეს (ისრაელი) მახლობლად, პიკნიკი მოაწყო. მეგობრებიდან ერთ–ერთი, სალაჰ აგბარია შემთხვევით შევიდა მეზობლად მდებარე მინდორში და ფეხი ნაღმს დაადგა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სიტუაციაში, გადარჩენის შანსი მინიმალურია, ახალგაზრდა კაცმა, აფეთქების შემდეგ, მხოლოდ ფეხის ტერფი დაკარგა. ვერტმფრენით სამხედრო მაშველები და მესაზღვრეები საკმაოდ სწრაფად მივიდნენ. მაგრამ, დაჯდომა ვერ გაბედეს და ბიჭის ევაკუაცია თოკით გადაწყვიტეს. მიწიდან ასი მეტრის სიმაღლეზე, კვანძი უეცრად გაიხსნა, ბიჭი ისევ დანაღმულ მინდორზე ჩამოვარდა და თითქმის მაშინვე გარდაიცვალა.


image


* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ

* იცით რა გავლენას ახდენს ყავა ჩვენს თმაზე?

* 25 მტკიცებულება, რომ ყველა პატარა საყვარელია

* მცენარე, რომელსაც ხშირად იყენებთ კერძებში, ბევრი დაავადებისგან განგკურნავთ!

* ქეროლინის საიდუმლო – "მძინარე მზეთუნახავი" გერმანიიდან

* როგორ გახდა ჩავარდნილი საცვალი, მთელი მიმდინარეობის გაჩენის მიზეზი ხელოვნებაში

* 10 დაკარგული ცივილიზაციაელების კვალი აღმოაჩინეს



0
628
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0