x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ქეროლინის საიდუმლო – "მძინარე მზეთუნახავი" გერმანიიდან

ქეროლინს უბრალოდ სძინავს... 1867 წლიდან. ამ გოგონას ძეგლი ფრაიბურგში უკვე 150 წელზე მეტია გერმანელებს და არა მარტო მათ, აოცებს. ეს არის ისტორია გოგონას შესახებ, რომელზეც რომანის დაწერაც კი შეიძლება! მისი მთავარი გმირი კი, ერთ დროს, ქალაქში ყველაზე ლამაზი ქეროლინ კრისტინა უოლტერი იყო, რომელიც მოულოდნელად, 16 წლის ასაკში გარდაიცვალა.


image


ის 1850 წელს დაიბადა, და იმ დროისთვის, კარგი განათლება მიიღო. თუმცა, ქეროლინი მის თანამედროვეებს, უფრო იმით დაამახსოვრდათ, რომ ძალიან მომხიბვლელი, მოკრძალებული და ლამაზი იყო. მის ირგვლივ ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ირეოდა და ეჭვგარეშე იყო, რომ ოდესმე, გოგონა ყველას გააოცებდა! ის საუკეთესო პარტიას გაათამაშებდა და ცოლად შეძლებულ მამაკაცს, ან გრაფს გაჰყვებოდა.

ქეროლინმა მშობლები ადრე დაკარგა და საცხოვრებლად ბებიასთან, ფრაიბურგში გადავიდა. ხოლო, როდესაც ბებიაც გარდაიცვალა, მასზე ზრუნვა, საკუთარ თავზე, უფროსმა დამ აიღო, რომელიც ქეროლინაზე რამდენიმე წლით დიდი იყო.

იმ დროს, ფრაიბურგი – გერმანული სტანდარტებით, საშუალო ქალაქი იყო: არც ძალიან დიდი და არც ძალიან მდიდარი... და ქეროლინა მისი ვარსკვლავი გახდა. გოგონას სიამოვნებით იწვევდნენ ყველა ღონისძიებაზე და ყოველ მათგანზე მიზიდულობის ცენტრი ხდებოდა... მაგრამ, 1867 წლის დასაწყისში, მან თავი ცუდად იგრძნო: მკერდის არეში ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სიცხეც აეწია. დის მდგომარეობით შეწუხებულმა სალმამ, ექიმი გამოიძახა. დიაგნოზი საშინელი აღმოჩნდა: სწრაფად პროგრესირებადი ტუბერკულოზი... და ექიმის თქმით, უმშვენიერეს ქეროლინს რამდენიმე კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

სამწუხაროდ, ექიმის პროგნოზი გამართლდა. იმ დღიდან, ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო გავიდა და ქეროლინი, ადგილობრივ სასაფლაოზე, მიაბარეს მიწას. ხოლო, დამწუხრებულმა დამ, ადგილობრივ სკულპტორს, საუკეთესო ძეგლის გაკეთება სთხოვა. მას უნდოდა, რომ მისი პატარა და ისე ყოფილიყო გამოსახული, თითქოს საინტერესო წიგნს კითხვისას ჩაეძინა.


image


მოქანდაკემ დაკვეთა შეასრულა, თან კარგად. ქვაში გამოკვეთილი ქეროლინა ისე გამოიყურებოდა, თითქოს თვალები ახლა ხანს დახუჭა. მისი მონტაჟიდან, მეორე დღეს, ძეგლზე ცოცხალი ყვავილები გამოჩნდა. შემდეგ ისევ... და ისევ... წლები გადიოდა, გოგონას ძეგლთან კი, ცოცხალი ყვავილების თაიგული ყოველთვის იყო. ყოველთვის... ათი, ოცდაათი! და ასი წლის შემდეგაც... არ შეწყვეტილა ეს ტრადიცია, არც მეორე მსოფლიო ომის დროს!

და ასე გრძელდება დღესაც... ქეროლინის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია – ფრაიბურგი "მძინარე მზეთუნახავი" დღემდე განისვენებს ადგილობრივ სასაფლაოზე. ხოლო, ვის მიაქვს ყვავილები – უცნობია.


image


* როგორ გახდა ჩავარდნილი საცვალი, მთელი მიმდინარეობის გაჩენის მიზეზი ხელოვნებაში

* 10 დაკარგული ცივილიზაცია

* გაოცდებით, ამ პატარა სახლში იმდენი რამ ეტევა

* უცნაური ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* აღიარებული სილამაზე – XX საუკუნის ყველაზე ლამაზი 10 ქალბატონი

* პლაჟის ფრენბურთი და მოხერხებული ფოტოგრაფი (15 ფოტო)

* მეცნიერებმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალი აღმოაჩინეს

* 10 უცნაური კანონი ძველ რომში


0
928
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
928
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0