x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?
image


მეღვინეობის მთელი ისტორიის მანძილზე, ყურძნის მტევნიდან წვენის გამოსაწურად, სპეციალურ პრესებს იყენებენ და არასდროს ჭყლეტდნენ მას ფეხით. არქეოლოგიური აღმოჩენების წყალობით ვიცით, რომ ამგვარი პრესები უკვე 8000 წლის წინ არსებობდა. გარდა ამისა, ყურძნის დაწურვის პროცესი, ყველა ეტაპზე კონტროლდებოდა. ამიტომ, ღვინის დაყენებისას, მარცვლის ფეხით დაჭყლეტა, უბრალოდ მიზანშეწონილი არ იყო, თუნდაც, ჰიგიენური თვალსაზრისით.


მითი კი, იმის შესახებ, რომ ღვინის დაწურვისას, ყურძენს ფეხით ჭყლეტენ, საფუძვლად ამერიკული სერიალი «I Love Lucy» (მე მიყვარს ლუსი) დაედო, რომელიც ტელეეთერში 1951–1957 წლებში გადიოდა. სერიალის ერთ–ერთ ეპიზოდში, მთავარი გმირი ყურძენს ფეხით იტალიაში, ღვინის მწარმოებელთან ჭყლეტს. ჩვენს დროში კი, წვენის ფეხით გამოწურვა — პოპულარული ატრაქციონია, იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის.


თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში და იტალიაში არიან მეწარმეები, რომლებიც თვლიან, რომ ყურძნის მექანიკით დამუშავებისას, არსებობს კურკის გაჭყლეტის რისკი, რაც ღვინო მწარე გემოს აძლევს და ამიტომ, ყურძენს ხელით ჭყლეტენ. შესაბამისად, ასე დაყენებული ღვინო, ბევრად ძვირი ღირს.



ძველად, შემოდგომის დღესასწაულზე, რომელიც მოსავლის დაბინავებას უკავშირდებოდა. ზეიმზე ყურძნის დაწურვის სარიტუალო ცეკვაც სრულდებოდა, რომელსაც გასათხოვარი გოგონები პირდაპირ ყურძენზე ასრულებდნენ...


და დღეს, თუ ამას ვინმე აკეთებს, მხოლოდ ტრადიციის და სანახაობის გამაო და არა იმიტომ, რომ ღვინო დააყენოს.



image


* ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს

* თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ

* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ

* იცით რა გავლენას ახდენს ყავა ჩვენს თმაზე?

* 25 მტკიცებულება, რომ ყველა პატარა საყვარელია

* მცენარე, რომელსაც ხშირად იყენებთ კერძებში, ბევრი დაავადებისგან განგკურნავთ!

* ქეროლინის საიდუმლო – "მძინარე მზეთუნახავი" გერმანიიდან

* 10 დაკარგული ცივილიზაციაელების კვალი აღმოაჩინეს



4
950
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
950
  
რაღაც თარგმნილი სტატიაა და ქართული კულტურული ტრადიციები არ არის გათვალისწინებული. ჩვენც ავიტაცეთ და იმდენს განვიხილავთ, რომ შეიძლება სამოქალაქო ომიც მოხდეს დაპირისპირების გამო :)

როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ქვეყნდება სტატია, სასურველია მეტად ჩაღრმავება და წყაროს მითითება. სტატია მაინც ინფორმატიულია და სასურველია გააგრძელოთ ამ თემაზე წერა . . .
თუ ყველაფერს ჩავუღრმავდებით,მაშინ უამრავ პროდუქტზე მოგვიწევს უარის თქმა. მაგალითსითვის,თუ ნახავთ პროცესს,როგორ იქმნება ცხვრის ყველი,ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო,თუნდა წველის პროცესი. ასევე,რომ განახათ,რას ჭამს ქათამი ან ღორი,მაშინ უარს იტყვით მწვადზე ან შებრაწულ წიწილაზე. ამ სამყაროში უამრავი რაღაც არის,რაც არასასიამოვნო ასაღქმელია,მაგრამ მოვიხმართ. ავიღოთ თუნდაც ჰაერი,რომელიც დაბინძურებულია და გაჯერებულია ტყვიით,რკინით,შესაძლოა სუნთქვა შეგზიზღდეთ:) ადამიანი ცხოველური ბუნების არის და ამიტომაც არ ვაქცევთ ასეთბს ყურადღებას. ერთ ესეთ მაგალითს მოვიყვან კიდევ,ადამიანის ყველაზე ბინძური ადგილები არის ჭიპი და მერე პირი ღრუ,ხოლო ადამიანები კოცნის დროს სიამოვნებას იღებენ. ყურძნის ფეხით დაწურვის პროცესი ამასთან შედარებით სასიამოვნოა.
29 ივლისი, 17:04
ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია, ლოგიკური. მაგრამ, მაინც არასასიამოვნოა იმ პროდუქტის მოხმარება, ვიღაცამ შიგნით ფეხები რომ "ჩაიბანა". იქნება ეს ღვინო, ფელამუში, თუ ჩურჩხელა.
ჩელენტანოს ფილმში "ჭირვეულის მორჯულება" ნაჩვენებია ფეხით დაწურვის სცენა. ბუღალტერი ეუბნება ელიას,საწური მანქანა იყიდე,20 კაცის საქმეს აკეთებსო. ელია კი პასუხობს,კალკულატორს ვიყიდი,20 ბუღალტერის საქმეს აკეთებსო. ფეხით დაწურვა შესაძლოა არ გამოიყენებოდა ადრე,მაგრამ ტრადიციაა და რატომ უნდა შეიცვალოს? ვისაც სურს გააკეთოს ეგრე,რა პრობლემაა? რაც შეეხება ჰიგიენურ თვალსაზრისს,ესეც თითიდან გამოწოვილი საბაბია,რადგან ყურძნის მოყვანის დრო უამრავი შხამქიმიკატი გამოიყენება,ფეხის დაუბანლობა არაფერი პრობლემა არ არის ამასთან შედარებით. პრობლემა არც არის იდეაში,რადგან დაყენების პროცესში ღვინო ფილტრაციას აკეთებს ავტომატურად და ამ ქიმიკატების დიდი ნაწილი ჭაჭაზე რჩება. თუ გაქვთ ნანახი და დაკვირვებიხართ პროცესს,დუღილის დროს ზემოთ მოდის ჭაჭა,ხოლო როცა დასრულებულია ღვინოდ გარდაქმნა ჭაჭა ქვემოთ მიდის. ასევე,სხვა ჭურჭელში გადაღების დროსაც ხდება დაწმინდავება,ეს არის დიდხნიანი პროცესი და ამიტომაც არის,რომ ღვინო სიძველეში უფრო კარგია. რაც დრო გადის,ღვინო ფერსაც იცვლის და ზნესაც. ამიტომ ეძახიან რო ღვთიური სასმელია და ამიტომაც არის პოპულარული მსოფლიოში.
0 1 4