x
image
თორ ნიკე
Mediator image
ბრინჯაოს და რკინის ხანის მსოფლიოს უძველესი ლიტერატურა
ბრინჯაოს და რკინის ხანის მსოფლიოს უძველესი ლიტერატურა


კაცობრიობის ისტორიაში დღემდე მოღწეული უძველესი ლიტერატურული ნიმუშები, წიგნები და ტექსტები ბრინჯაოს ხანის პერიოდშია შექმნილი, კერძოდ ძვ.წ. 2600 წლიდან. ეს უძველესი ლიტერატურა მოიცავს რელიგიურ და სამეცნიერო დოკუმენტებს, ზღაპრებს, პოეზიას, პიესებს, სამეფო განკარგულებებს, დეკლარაციებს და სხვა ფორმის ხელნაწერებს. ეს ყველაფერი ჩაწერილი იყო ქვებზე, ქვის ფირფიტებზე, თიხის ფირფიტებზე, სხვადასხვა ლითონის ნაჭრებზე, პაპირუსებზე, პალმის ფოთლებზე, სხვადასხვა ცხოველის ტყავზე და ა.შ. დამწერლობის გავრცელებამდე ზეპირი გადმოცემით მრავალი ამბავი დავიწყებას მიეცა, დამწერლობის ჩამოყალიბების და გავრცელების შემდეგ შექმნილი უამრავი წიგნი თუ ხელნაწერიც დროის მსვლელობამ, ომებმა და სხვადასხვა ამგვარმა ფაქტორმა გაანადგურა. რაღაც მაინც რომ გადარჩა და დღემდე მოაღწია ამდენად შორეული წარსულიდან, ესეც ძალიან დიდი გამართლებაა. ამ ჩაწერილი ამბებიდან, ზღაპრებიდან, გადმოცემიდან მრავალს ავგუსტ ნიცჩკე მიიჩნევს არათუ ბრინჯაოს ხანის პერიოდში გაჩენილ ინფორმაციებად, არამედ სპილენძის და ქვის ხანის პერიოდების ამბებად, რომლებიც გადმოეცემოდა ზეპირსიტყვიერად ყოველ მომდევნო თაობას დამწერლობის გაჩენამდე, ხოლო დამწერლობის გაჩენის შემდეგ ეს ყოველივე ჩაწერილი იქნა. კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ძველ წიგნებსა და ხელნაწერებს შორის დღემდე მოღწეულთა შორის უძველესია ძვ.წ. 2600 წლისთვის შექმნილი კლასიკური შუმერული ლიტერატურული ტექსტები. უძველესი ავტორი კი, რომლის სახელიც შემოგვრჩა, არის შუმერი ქურუმი და საზოგადო მოღვაწე ენჰედუანა, რომელიც ძვ.წ. 24-ე საუკუნეში ცხოვრობდა.


შუმერი


ბრინჯაოს ხანის ლიტერატურა


ძვ.წ. 2600 წ. - აბუ სალაბიხის შუმერული ტექსტები. შეიცავს შურუპაკის ინსტრუქციებს და ქეშის ტაძრის ჰიმნს.


ძვ.წ. 2600 წ. - ეგვიპტური "მეტიენის ცხოვრება". აღმოჩენილია საქარაში.

ძვ.წ. 2500 წ. - ეგვიპტური "მერერის დღიური". ეს არის პაპირუსზე შესრულებული უძველესი ხელნაწერი.

ძვ.წ. 2400 წ. - ეგვიპტური "პირამიდის ტექსტები". შეიცავს კანიბალის ჰიმნს.

ძვ.წ. 2400 წ. - შუმერული "ურუკაგინას კოდექსი".

ძვ.წ. 2400 წ. - ეგვიპტური "პალერმოს ქვა".

ძვ.წ. 2350 წ. - ეგვიპტური "პტაჰოტეპის მაქსიმები".

ძვ.წ. 2270 წ. - შუმერული "ენჰედუანას ჰიმნები".

ძვ.წ. 2250 წ. - ეგვიპტური "ვენის ავტობიოგრაფია".

ძვ.წ. 2250-2000 წწ. - უადრესი შუმერული ტექსტები "გილგამეშის ეპოსიდან".

ძვ.წ. 2200 წ. - ეგვიპტური "ჰარხუფის ავტობიოგრაფია".

ძვ.წ. 2100 წ. - შუმერული "აგადის წყევლა".

ძვ.წ. 2100 წ. - შუმერული "ფრინველის და თევზის კამათი".

ძვ.წ. 2050 წ. - შუმერული "ურ-ნამუს კოდექსი".

ძვ.წ. 2000 წ. - ეგვიპტური "სასვენებელის ტექსტები".

ძვ.წ. 2000 წ. - შუმერული "გოდება ურისთვის".

ძვ.წ. 2000 წ. - შუმერული "ენმერკარი და არათას მბრძანებელი".

ძვ.წ. 2000-1900 წწ. - ეგვიპტური "ზღაპარი დაღუპულ მეზღვაურზე".

ძვ.წ. 1950 წ. - აქადური "ეშნუნას კანონები".

ძვ.წ. 1900 წ. - აქადური "ეთანას ლეგენდა".

ძვ.წ. 1900 წ. - შუმერული "ლიპით-იშთარის კოდექსი".

ძვ.წ. 1859-1840 წწ. - ეგვიპტური "მჭევრმეტყველი გლეხი".

ძვ.წ. 1859-1840 წწ. - ეგვიპტური "ამბავი სინუჰეს შესახებ".

ძვ.წ. 1859-1840 წწ. - ეგვიპტური "კამათი კაცსა და მის ბას შორის". "ბა" ადამიანის სულს ეწოდებოდა ეგვიპტეში.

ძვ.წ. 1859-1813 წწ. - ეგვიპტური "ლოიალისტური სწავლება".

ძვ.წ. 1850 წ. - აქადური "ქულთეფეს ტექსტები".

ძვ.წ. 1800 წ. - აქადური "ენუმა ელიში".

ძვ.წ. 1780 წ. - აქადური "მარის წერილები". მარი იყო ერთ-ერთი ქალაქი მესოპოტამიაში. ეს ხელნაწერები შეიცავს "ზიმრი-ლიმის ეპოსს".

ძვ.წ. 1754 წ. - აქადური "ხამურაბის კოდექსი". ამოტვიფრულია სტელაზე.

ძვ.წ. 1750 წ. - ხეთური "ანიტას ტექსტები".

ძვ.წ. 1700 წ. - აქადური "ათრა-ჰასისის ეპოსი".

ძვ.წ. 1700 წ. - ეგვიპტური "ვესტკარის პაპირუსი".

ძვ.წ. 1700 წ. - აქადური "გილგამეშის ეპოსი".

ძვ.წ. 1650 წ. - ეგვიპტური "იპუვერის პაპირუსი".

ძვ.წ. 1600 წ. - აქადური "ერიდუს დაბადება".

ძვ.წ. 1600 წ. - ხეთური "ნესილიმის კოდექსი".

ძვ.წ. 1550 წ. - ეგვიპტური "მკვდართა წიგნი".

ძვ.წ. 1500 წ. - აქადური "ნიპურელი ღარიბი კაცი".

ძვ.წ. 1500 წ. - ხეთური "სამხედრო ფიცი".

ძვ.წ. 1500 წ. - აქადური "დუნუმის დინასტია".

ძვ.წ. 1500-1200 წწ. - უგარიტული "ლეგენდა ქერეთის შესახებ".

ძვ.წ. 1400 წ. - აქადური "ნერგალისა და ერეშკიგალის ქორწილი".

ძვ.წ. 1400 წ. - აქადური "კურიგალზუს ავტობიოგრაფია".

ძვ.წ. 1400 წ. - აქადური "ამარნას წერილები".

ძვ.წ. 1330 წ. - ეგვიპტური "ატენის დიდი ჰიმნი".

ძვ.წ. 1240 წ. - ეგვიპტური "ანის პაპირუსი". მკვდართა წიგნი.

ძვ.წ. 1200-900 წწ. - აქადური, ახლებური ვერსია "გილგამეშის ეპოსის".

ძვ.წ. 1200 წ. - აქადური "თუქულთი-ნინურტას ეპოსი".

ძვ.წ. 1200 წ. - ეგვიპტური "ორი ძმის ზღაპარი".



რკინის ხანის ლიტერატურა


ძვ.წ. 1200-800 წწ. - ვედური სანსკრიტის (ინდური) პირველი დადასტურებული ტექსტები: "აიურვედა", "ათარვავედა" და "სამავედა".

ძვ.წ. 1050 წ. - ეგვიპტური "ვენამუნის ამბავი".

ძვ.წ. 1050 წ. - აქადური "საკიკუ" (საგ გიგ), ესაგილ კინ აპლის მიერ დაწერილი "დიაგნოსტიკური ნიშნები".

ძვ.წ. 1050 წ. - ბაბილონური - შაგილ კინამ უბიბის "ბაბილონური თეოდიკა".

ძვ.წ. 1000 წ. - ჩინური "კლასიკური პოეზია" (შიჯინგი). ეს არის ჩინური ლიტერატურის უძველესი ნიმუში.

ძვ.წ. 1000 წ. - აქადური "პესიმიზმის დიალოგი".

ძვ.წ. 900 წ. - აქადური "ერას ეპოსი".

ძვ.წ. 900 წ. - ვედურ სანსკრიტზე შესრულებული "არანიაკა".



წყარო: Ancient Literature - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0