x
image
Lerato
იცით როგორ განკურნოთ საკუთარი თავი? – ამას ამერიკელი გენეტიკოსი გეტყვით

ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი ამტკიცებს, რომ ადამიანს რწმენის, აზრების ძალის საშუალებით შეუძლია გათავისუფლდეს ნებისმიერი დაავადებისგან. და ამაში არანაირი მისტიკა არ არის: ლიპტონის კვლევებმა აჩვენა, რომ მიმართულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას უნარი აქვს შეცვალოს ორგანიზმის გენეტიკური კოდი! წლების განმავლობაში ბრიუს ლიპტონი მუშაობდა გენურ ინჟინერიაში, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა მრავალი კვლევის ავტორი. მთელი ამ დროის მანძილზე ლიპტონს, ისევე როგორც სხვა ბევრ გენეტიკოსს და ბიოქიმიკოსს სწამდა, რომ ადამიანი წარმოადგენს ბიორობოტს, რომლის სიცოცხლე ექვემდებარება პროგრამას, რომელიც მის გენებშია ჩაწერილი.


image

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, გენები ყველაფერს განსაზღვრავს: ადამიანის გარეგნობის თავისებურებებს, მის ტემპერამენტს და შესაძლებლობებს, ამა თუ იმ დაავადებებისადმი მიდრეკილებას და საბოლოო ჯამში, სიცოცხლის ხანგრძლივობას. არავის შეუძლია შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რაც ბუნებისგან საჩუქრად გვერგო.


გარდამტეხი მომენტი ექიმი ლიპტონის მოსაზრებებში გაჩნდა 1980-იან წლებში უჯრედის მემბრანაზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით. მანამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ზუსტად გენები, რომელიც იმყოფება უჯრედის ბირთვში, განსაზღვრავს, რამ უნდა და რამ არ უნდა გაიაროს მემბრანაში. თუმცა, ლიპტონის კვლევებმა აჩვენა, რომ გარეგნულ ზემოქმედებას უჯრედზე შეუძლია გავლენა მოახდინოს გენების ქცევაზე და მათი სტრუქტურის შეცვლაც კი გამოიწვიოს. მხოლოდ იმის გაგებაღა რჩებოდა, შესაძლებელი იყო თუ არა მსგავსი ცვლილებების განხორციელება ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ – რწმენით, აზრების ძალით.



სიმართლე რომ ვთქვათ, მე ახალი არაფერი მითქვამს, – ამბობს ექიმი ლიპტონი. – ასწლეულების მანძილზე მედიკოსებისთვის ცნობილია პლაცებოს ეფექტი – როდესაც ავადმყოფს ინერტულ შაქრის წამალს სთავაზობენ და არწმუნებენ, რომ ეს წამალია. შედეგად ამ ნითიერებას რეალურად აქვს სამკურნალო ეფექტი. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ მოვლენის სამეცნიერო ახსნა აქამდე არ ყოფილა.


– ჩემმა აღმოჩენამ საშუალება მომცა შემდეგი ახსნა მომეძებნა: ადამიანი ცვლის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, თუ ის წამლის სამკურნალო ძალას ირწმუნებს და ამასთან, მოლეკულურ დონეზე, მას შეუძლია "გათიშოს" რაღაც გენები, აიძულოს "ჩართას" სხვა გენები და საერთოდაც შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი.


– ამის შემდეგ, მე ვფიქრობდი სასწაულებრივი განკურნების სხვადასხვა შემთხვევებზე. თუმცა, სინამდვილეში, თუნდაც მხოლოდ ერთი შემთხვევცა რომ ყოფილიყო, ამას ექიმები უნდა დაეფიქრებინა. საოცრებები ნამდვილად ხდება!



აკადემიურმა მეცნიერებამ ბრიუს ლიპტონის შეხედულებები უგულებელყო. თუმცა, მან გააგრძელა საკუთარი კვლევები, რომლის მსვლელობისას თანამიმდევრულად ამტკიცებდა, რომ წამლების გარეშე სავსებით შესაძლებელია ორგანიზმის გენეტიკურ სისტემაზე ზემოქმედება. სამეცნიერო მიმართულებას, რომელიც გენეტიკურ კოდზე შინაგან ზემოქმედებას სწავლობს, "ეპიგენეტიკა" ეწოდა. ლიპტონი მიიჩნევს, რომ ფიქრის ძალას შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეცვალოს – იმას რაც ხდება არა ჩვენს ირგვლივ, არამედ – შიგნით.


– უკვე ცნობილია, რომ ორ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ერთნაირი გენეტიკური მიდრეკილება სიმსივნისადმი, – აცხადებს ლიპტონი. – თუმცა, ერთი ავადდება, მეორე კი –არა. რატომ? იმიტომ რომ ისინი განსხვავებულად ცხოვრობდნენ: პირველი უფრო ხშირად განიცდიდა სტრესს, ვიდრე მეორე. ჰქონდათ განსხვავებული თვითშეფასება და აზროვნება.


– დღეს, მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უნარი გვაქვს ვმართოთ ჩვენი საკუთარი ბიოლოგიური ბუნება; ფიქრების, რწმენის და მიზანდასახულობის მეშვეობით შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ჩვენს გენებზე. დიდი განსხვავება ადამიანსა და სხვა, დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ მას უნარი აქვს შეცვალოს საკუთარი სხეული, განიკურნოს სერიოზული ავადმყოფობისგან და გათავისუფლდეს მემკვიდრეობითი დაავადებებისგან ორგანიზმისთვის ფსიქოლოგიური იმპულსების გაგზავნის მეშვეობით. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი საკუთარი გენეტიკური კოდის მსხვერპლი გავხდეთ.


– ირწმუნეთ ის, რომ თქვენ შეგიძლიათ განიკურნოთ – და თქვენ ნებისმიერი დაავადებისგან განიკურნებით. ერთი შეხედვით, ყველაფერი განსაზღვრულად მარტივია. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით...

ყველაფერი ასე მარტივად რომ იყოს, ადამიანების უმეტესობა ძალიან მარტივად გადაჭრიდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ისეთი მანტრის წარმოთქმის მეშვეობით, როგორიცაა "მე შემიძლია განვიკურნო ამ დაავადებისგან", ან "მე მჯერა, რომ ჩემს ორგანიზმს თვითგანკურნების უნარი აქვს"...



თუმცა, ეს ყველაფერი არ ხდება, და როგორც ლიპტონი ხსნის, არც შეიძლება რომ მოხდეს, რადგან მეტწილად ფსიქოლოგიური იმპულსები მხოლოდ ცნობიერებაში აღწევს, რომელიც ჩვენი გონებრივი აქტივობის მხოლოდ 5% განსაზღვრავს და არ ზემოქმედებს ქვეცნობიერის დარჩენილ 95 %-ზე. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთეულებს, რომლებმაც ირწმუნეს თვითგანკურნების ძალის და სინამდვილეში ნამდვილად სჯერად ამის – შეუძლიათ მიზნის მიღწევა. უმრავლესობა კი, ქვეცნობიერის დონეზე უარყოფს ასეთ შესაძლებლობას.


უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: თავად მათი ქვეცნობიერი, რომელიც ავტომატურ რეჟიმზეა და ჩვენს ორგანიზმში ყველა პროცესს აკონტროლებს, უარყოფს ასეთ შესაძლებლობას. ამასთან, ის ჩვეულებრივ ხელმძღვანელობს პრინციპით და იმის ალბათობა, რომ რაღაც ზებუნებრივი დაგვემართება უფრო ნაკლებია, ვიდრე მოვლენების შემდგომი განვითარება ყველაზე ცუდი ვარიანტით.



ლიპტონის მტკიცებით, ზუსტად ასე, ადრეული ბავშვობიდან – დაბადებიდან 6 წლამდე, ჩვენი ქვეცნობიერი ყალიბდება; როდესაც ყველაზე უმნიშვნელო მოვლენები, უფროსების მიერ განზრახ თუ შემთხვევით ნათქვამი სიტყვები, სასჯელი, ტრამვები ქმნის "ქვეცნობიერის გამოცდილებას" და ამის შედეგად, პიროვნებას. ამასთან, ჩვენი ფსიქიკის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი ცუდი, რაც გვემართება, ქვეცნობიერში უფრო მარტივად ილექება, ვიდრე სასიამოვნო და სასიხარულო მოვლენები.



შედეგად, ადამიანების უმრავლესობის ქვეცნობიერი 70% "ნეგატივის" და მხოლოდ 30% – "პოზიტივისგან" შედგება. ამგვარად, იმისთვის რომ რეალურად თვითგანკურნების შედეგს მივაღწიოთ, აუცილებელია შევცვალოთ ეს თანაფარდობა პირდაპირ ამის საპირისპიროდ. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ბარიერის დამსხვრევა, რომელიც ქვეცნობიერმა იმ რწმენის გზაზე დაგვიყენა, რომელმაც ჩვენს გენეტიკურ კოდში უნდა შეაღწიოს.


"მორწმუნესთვის ყველაფერი შესაძლებელია" – ბიბლია.

რწმენა – ეს ის ძალაა, რომელიც საკუთარ გზაზე ყველა დაბრკოლებას შლის!


ირწმუნე და მიიღე შენი სასწაული!


საუკეთესო შედეგის მისაღებად იხილეთ ბმული >>>> ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს საათი აქვს, რომელიც შეგვიძლია უკან დავატრიალოთ – თვითგანკურნების ბუნებრივი მეთოდი


ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!


რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი II)


რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი III)

0
781
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0