პარამეცნიერებები მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება 2016, 17 ნოემბერი, 11:48 ფიზიკოსები ამტკიცებენ: მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. მრავალრიცხოვან ინტერნეტ საიტებზე აღმოაჩენთ, რომ მკვდრეთით აღდგომის საკითხი ძალიან აქტუალურია მეცნიერულ წრეებში. სტატიაში შემოგთავაზებთ პროფესორ რობერტ ლანცას (Robert Lanza) ჰიპოთეზას რამდენიმე პარალელური სამყაროს შესახებ, სადაც სიცოცხლე სხეულის სიკვდილით არ მთავრდება. რაზეა აქ საუბარი? დროსა და სივრცეში საკუთარი იდეები ლანცამ წარმოადგინა წიგნში "ბიოცენტრიზმი: სიცოცხლე და ცნობიერება – სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების შეცნობის გასაღები" (Biocentrism: How Life and Consciousness are the Keys to Understanding the True Nature of the Universe), რომელიც გამოვიდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს, რამდენადაც შეიცავს იდეებს სიცოცხლის მარადიულობაზე, თუმცა სამყაროს სულ სხვა ადგილას. წიგნმა პოპულარობის პიკს 2013 წელს მიაღწია. მას შემდეგ პროფესორს უამრავი მომხრე გამოუჩნდა, მათ შორის მისი კოლეგებიც. რობერტ ლანცა – უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის პროფესორი, რეგენერატიული მედიცინის სპეციალისტი და კომპანია Advanced Cell Technology –ის სამეცნიერო ხელმძღვანელი. მეცნიერი ცნობილია ღეროვანი უჯრედების კვლევებით და ასევე მან ჩაატარა რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი, რომელიც ეხებოდა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონირებას. თუმცა, რამდენიმე წლის წინ მკვლევარი ფიზიკით, კვანტური მექანიკითა და ასტროფიზიკით დაინტერესდა. სწორედ აქედან დაიბადა ე.წ. ბიოცენტრიზმის თეორია, რომელის ავტორიც ლანცა გახლავთ. ბიოცენტრიზმის თანახმად სიკვდილი არ არსებობს. ის ილუზიაა, რომელიც ადამიანთა ცნობიერებაში ჩნდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანები საკუთარ თავს სხეულთან აიგივებენ. ფიქრობენ, რომ მასთან ერთად მოკვდებიან. სინამდვილეში კი, ცნობიერება დროსა და სივრცის მიღმა არსებობს, რომელსაც უნარი აქვს იყოს ნებისმიერ ადგილას: როგორც ადამიანის სხეულში, ისე მის გარეთ. ეს ყოველივე ძალიან კარგად ჯდება კვანტური თეორიის საფუძვლებში, რომლის თანახმად რაღაც ნაწილაკი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ ადგილას, ხოლო რაიმე მოვლენა შეიძლება რამდენიმე ვარიანტად განვითარდეს. ლანცას სწამს, რომ უამრავი სამყარო არსებოს. სწორედ მათში ხდება ყველა არსებული ვარიანტის რეალიზება. ერთ სამყაროში სხეული კვდება, მეორეში კი სიცოცხლეს აგრძელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც გარდაცვლილი გვირაბს გაივლის, ჯოჯოხეთსა და სამოთხეში კი არ ხვდება, არამედ ისეთივე სამყაროში, როგორშიც ადრე ცხოვრობდა სანამ ცოცხალი იყო. და ასე უსასრულოდ გრძელდება... – ცნობიერება – ამტკიცებს პროფესორი – ისეა როგორც ენერგია. არ ქრება და შეუძლებელია მისი განადგურება. ზოგიერთი რადიკალი ბიოცენტრისტი მიიჩნევს, რომ მატერიალური სამყარო არ არსებობს, მხოლოდ მისი ვირტუალური სახეა, რომელის გენერირება ცნობიერების მეშვეობით ხდება. ან სამყარო კი არსებობს, მაგრამ იმ სახით წარმოგვიდგება და ისეთს ვხედავთ, როგორც ჩვენი გრძნობის ორგანოები გვაძლევს ამის საშუალებას. სხვა ორგანოები და გრძნობები რომ გვქონდეს, სულ სხვა რამეს დავინახავდით. ლანცას რაც შეეხება, მას ზომიერი შეხედულებები აქვს. მას რეალობის სჯერა. თუმცა, ის ამას პრცესად მიიჩნევს, რომელიც ცნობიერების მონაწილეობას მოითხოვს – ადამიანი ერთდროულად დამკვირვებელიცაა და შემქმნელიც. ჩვენს პარალელურად ლანცას იმედისმომცემ, მაგრამ საკმაოდ სადავო თეორიას უამრავი მომხრე გამოუჩნდა –არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავების სახით, რომელთაც მუდმივად სურთ ცხოვრება, არამედ ცნობილი მეცნიერები. ეს ის ფიზიკოსები და ასტროფიზიკოსები არიან, რომლებიც პარალელურ სამყაროებზე მსჯელობენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიაჩნიათ რომ სამყარო უამრავია – Multiverse (მულტისამყარო) – ე.წ. მეცნიერული კონცეფცია, რომელის დამტკიცებასაც ისინი ცდილობენ და გვარწმუნებენ, რომ არ არსებობს ფიზიკის კანონი, რომელიც გამორიცხავდა სხვა სამყაროების არსებობას. პირველად პარალელური სამყაროების შესახებ მწერალმა ჰერბერტ უელსმა საკუთარ მოთხრობაში "კარები კედელში" დაწერა 1895 წელს. 62 წლის შემდეგ კი მისი იდეა პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ჰიუ ევერეტმა, საკუთარ სადოქტორო დისერტაციაში განავრცო. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამყარო იყოფა მის მსგავს უამრავ სამყაროდ. მეორე წამს კი ეს "ახალდაბადებულები" კვლავ იყოფიან იგივე სახით. რომელიღაცა მათგანში თქვენ არსებობთ. ერთ-ერთში ამ სტატიას კითხულობთ, მეორეში კი – მეტროთი მგზავრობთ, მესამეში – დივანზე წევხართ და ტელევიზორს უყურებთ... – სამყაროს გამრავლებას ბიძგს ჩვენი ქმედებები აძლევს – ხსნის ევერეტი – საკმარისია გავაკეთოთ რაიმე არჩევანი, რომ თვალის დახამხამებაში ერთი სამყაროსგან ორი შეიქმნება. ბედის განსხვავებული ვარიანტებით – მაგალითად, რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ დანიშნულების ადგილას თვითმფრინავით კი არა, მატარებლით წასულიყო, შედეგად კი ისინი კატასტროფას გადაურჩნენ. 1980 წელს მულტისამყაროს წარმოქმნის თეორია კიდევ უფრო განავრცო ფიზიკოსმა ა. ლინდემ, სტენდფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა. "– კოსმოსი – ამბობს ლინდე –შედგება უამრავი ე.წ. გაბერილი ბურთისგან, რომელიც საფუძველს უყრის მსგავსი ბურთების შექმნას, ისინი კი, თავის მხრივ, ბადებენ მსგავს ბურთებს კიდევ უფრო დიდი რაოდენობით, და ასე უსასრულოდ. ისინი ვერ გრძნობენ ერთმანეთის არსებობას, თუმცა, ერთი ფიზიკური სამყაროს ნაწილებს წარმოადგენენ." ის, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ ამ სამყაროში, ამას ის მონაცემებიც მოწმობს რომელიც კოსმოსური ტელესკოპით იქნა მიღებული. მათზე დაყრდნობით მეცნიერებმა შექმნეს ყველაზე ზუსტი მიკროტალღური ფონი ე.წ. "რელიქტური გამოსხივება" და დაინახეს, რომ ის სავსეა შავი ხვრელებით.
ასე რომ, ადგილები, სადაც სული, ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილის მერე წავა, საკმაოდ ბევრია. და საერთოდ, არსებობს თუ არა ის? სულის მარადიულობაში ეჭვი არ ეპარება პროფესორ სტიუარტ ჰამეროფს არიზონის უნივერსიტეტის ანასთეზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის განყოფილებიდან, ის ამავდროულად იმავე უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ცენტრს, რომელიც იკვლევს ცნობიერებას. რამდენიმე წლის წინ მან განაცხადა, რომ ადამიანის ცნობიერება არ ქრება სიკვდილის შემდეგ. ჰამეროფის აზრით, ადამიანის ტვინი სრულყოფილი კვანტური კომპიუტერია, სული ან ცნობიერება – ინფორმაციაა, რომელიც დაგროვილია კვანტურ დონეზე. მისი განადგურება ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა შეიძლება რომ გადაიცეს. ექიმი მიიჩნევს, რომ როდესაც სხეული კვდება, ცნობიერების კვანტური ინფორმაცია ჩვენსავე სამყაროს უერთდება. რაც შეეხება ბიოცენტრისტ ლანცას, თავისი კოლეგისგან განსხვავებით ამტკიცებს, რომ სული სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლებს. ჰამეროფის თანამოაზრემ, ცნობილმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან სერ როჯერ პენროუზმა, ასევე აღმოაჩინა ჩვენი და სხვა სამყაროების შეხების კვალი. მეცნიერები ერთად ავითარებენ ცნობიერების კვანტურ თეორიას და თვლიან, რომ მათ აღმოაჩინეს ცნობიერების მატარებელი – ელემენტები, რომლებიც სიცოცხლის მანძილზე ინფორმაციას აგროვებენ, სხეულის სიკვდილის შემდეგ კი სადღაცას "გადასცემენ." ეს ნეირონების შიგნით განლაგებული მიკროტუბულებია (microtubules), რომელიც ყველაზე მეტად არის შესაფერისი კვანტური თვისებების მატარებლის ფუნქცია შეასრულოს ტვინში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანგრძლივად შეუძლიათ შეინარჩუნონ კვანტური მდგომარეობა ანუ იმუშაონ კვანტური კომპიუტერის ელემენტებით. სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში გვირაბის მეშვეობით გადაინაცვლებს. ლანცას ბიოცენტრიზმში არაფერია პრინციპულად ახალი. თუმცა მეცნიერული დასკვნა, რომელიც მკვლევარისა და მისი კოლეგების მიერ გაკეთდა, საოცარია. აღმოჩნდა, რომ იმქვეყნიური სამყარო სულაც არ არის გამონაგონი, ის რეალურია. მეცნიერს ისღა დარჩენია რომ ეს კონცეფცია რელიგიასთან შეათანხმოს. ასევე დაგაინტერესებთ: 9 დღე სიკვდილის შემდეგ: რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რა ემართება ადამიანის სულს იმქვეყნიური სამყაროს არსებობასთან დაკავშირებით მეცნიერებმა პირველი სერიოზული მტკიცებულება მიიღეს მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ფუნქციონირებს ადამიანის ცნობიერება სიკვდილის შემდეგ შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში 11475 20-ს მოსწონს 1-ს არა |
ყველას ვურჩევ წაიკითხოს დოქტორ მოუდის "სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ".
სტატია როგორც ყოველთვის ინფორმატიული და საინტერესოა.