პარამეცნიერებები იცით როგორ განკურნოთ საკუთარი თავი? – ამას ამერიკელი გენეტიკოსი გეტყვით 2022, 28 ივლისი, 16:22 ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი ამტკიცებს, რომ ადამიანს რწმენის, აზრების ძალის საშუალებით შეუძლია გათავისუფლდეს ნებისმიერი დაავადებისგან. და ამაში არანაირი მისტიკა არ არის: ლიპტონის კვლევებმა აჩვენა, რომ მიმართულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას უნარი აქვს შეცვალოს ორგანიზმის გენეტიკური კოდი! წლების განმავლობაში ბრიუს ლიპტონი მუშაობდა გენურ ინჟინერიაში, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა მრავალი კვლევის ავტორი. მთელი ამ დროის მანძილზე ლიპტონს, ისევე როგორც სხვა ბევრ გენეტიკოსს და ბიოქიმიკოსს სწამდა, რომ ადამიანი წარმოადგენს ბიორობოტს, რომლის სიცოცხლე ექვემდებარება პროგრამას, რომელიც მის გენებშია ჩაწერილი. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, გენები ყველაფერს განსაზღვრავს: ადამიანის გარეგნობის თავისებურებებს, მის ტემპერამენტს და შესაძლებლობებს, ამა თუ იმ დაავადებებისადმი მიდრეკილებას და საბოლოო ჯამში, სიცოცხლის ხანგრძლივობას. არავის შეუძლია შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რაც ბუნებისგან საჩუქრად გვერგო. გარდამტეხი მომენტი ექიმი ლიპტონის მოსაზრებებში გაჩნდა 1980-იან წლებში უჯრედის მემბრანაზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით. მანამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ზუსტად გენები, რომელიც იმყოფება უჯრედის ბირთვში, განსაზღვრავს, რამ უნდა და რამ არ უნდა გაიაროს მემბრანაში. თუმცა, ლიპტონის კვლევებმა აჩვენა, რომ გარეგნულ ზემოქმედებას უჯრედზე შეუძლია გავლენა მოახდინოს გენების ქცევაზე და მათი სტრუქტურის შეცვლაც კი გამოიწვიოს. მხოლოდ იმის გაგებაღა რჩებოდა, შესაძლებელი იყო თუ არა მსგავსი ცვლილებების განხორციელება ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ – რწმენით, აზრების ძალით.
– ჩემმა აღმოჩენამ საშუალება მომცა შემდეგი ახსნა მომეძებნა: ადამიანი ცვლის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, თუ ის წამლის სამკურნალო ძალას ირწმუნებს და ამასთან, მოლეკულურ დონეზე, მას შეუძლია "გათიშოს" რაღაც გენები, აიძულოს "ჩართას" სხვა გენები და საერთოდაც შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი. – ამის შემდეგ, მე ვფიქრობდი სასწაულებრივი განკურნების სხვადასხვა შემთხვევებზე. თუმცა, სინამდვილეში, თუნდაც მხოლოდ ერთი შემთხვევცა რომ ყოფილიყო, ამას ექიმები უნდა დაეფიქრებინა. საოცრებები ნამდვილად ხდება!
– უკვე ცნობილია, რომ ორ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ერთნაირი გენეტიკური მიდრეკილება სიმსივნისადმი, – აცხადებს ლიპტონი. – თუმცა, ერთი ავადდება, მეორე კი –არა. რატომ? იმიტომ რომ ისინი განსხვავებულად ცხოვრობდნენ: პირველი უფრო ხშირად განიცდიდა სტრესს, ვიდრე მეორე. ჰქონდათ განსხვავებული თვითშეფასება და აზროვნება. – ირწმუნეთ ის, რომ თქვენ შეგიძლიათ განიკურნოთ – და თქვენ ნებისმიერი დაავადებისგან განიკურნებით. ერთი შეხედვით, ყველაფერი განსაზღვრულად მარტივია. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით... ყველაფერი ასე მარტივად რომ იყოს, ადამიანების უმეტესობა ძალიან მარტივად გადაჭრიდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ისეთი მანტრის წარმოთქმის მეშვეობით, როგორიცაა "მე შემიძლია განვიკურნო ამ დაავადებისგან", ან "მე მჯერა, რომ ჩემს ორგანიზმს თვითგანკურნების უნარი აქვს"... თუმცა, ეს ყველაფერი არ ხდება, და როგორც ლიპტონი ხსნის, არც შეიძლება რომ მოხდეს, რადგან მეტწილად ფსიქოლოგიური იმპულსები მხოლოდ ცნობიერებაში აღწევს, რომელიც ჩვენი გონებრივი აქტივობის მხოლოდ 5% განსაზღვრავს და არ ზემოქმედებს ქვეცნობიერის დარჩენილ 95 %-ზე. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთეულებს, რომლებმაც ირწმუნეს თვითგანკურნების ძალის და სინამდვილეში ნამდვილად სჯერად ამის – შეუძლიათ მიზნის მიღწევა. უმრავლესობა კი, ქვეცნობიერის დონეზე უარყოფს ასეთ შესაძლებლობას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: თავად მათი ქვეცნობიერი, რომელიც ავტომატურ რეჟიმზეა და ჩვენს ორგანიზმში ყველა პროცესს აკონტროლებს, უარყოფს ასეთ შესაძლებლობას. ამასთან, ის ჩვეულებრივ ხელმძღვანელობს პრინციპით და იმის ალბათობა, რომ რაღაც ზებუნებრივი დაგვემართება უფრო ნაკლებია, ვიდრე მოვლენების შემდგომი განვითარება ყველაზე ცუდი ვარიანტით.
"მორწმუნესთვის ყველაფერი შესაძლებელია" – ბიბლია. რწმენა – ეს ის ძალაა, რომელიც საკუთარ გზაზე ყველა დაბრკოლებას შლის! ირწმუნე და მიიღე შენი სასწაული! საუკეთესო შედეგის მისაღებად იხილეთ ბმული >>>> ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს საათი აქვს, რომელიც შეგვიძლია უკან დავატრიალოთ – თვითგანკურნების ბუნებრივი მეთოდი ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ! მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი" რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ! რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი II) რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი III) 783 4-ს მოსწონს
|