ქალი და მამაკაცი 10 ცნობილი წყვილი, რომლებიც მეორე ნახევრებს გაეყარნენ და საყვარლებზე დაქორწინდნენ 2022, 21 ივლისი, 13:21 ბრეტ პიტი და ანჟელინა ჯოლი- მათი რომანი გაჩაღდა 2004 წელს Mr. & Mrs. Smith -ის გადაღების დროს. იმ დროს ბრედი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. პიტი და ენისტონი 2005 წელს განქორწინდნენ. ბრიტნი სპირსი და კევინ ფედერლაინი-2004 წელს პოპ დივამ სარეზერვო მოცეკვავე კევინ ფედერლაინთან გააბა რომანი და სამი თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ კიდეც . მაგრამ იყო ერთი სერიზული ნიუანსი: ფედერლაინი უკვე დაქორწინებული იყო შარ ჯექსონზე. უფრო მეტიც, შარი იმ დროს ფედერლაინთან მეორე შვილსაც ელოდებოდა. ამის მიუხედავად, სპირსი და ფედერლაინი რამდენიმე თვის შემდეგ დაქორწინდნენ და ორი ვაჟი შეეძინათ. ლიენ რაიმსი და ედი სიმბრიანი-მათ 2009 წელს Lifetime's Northern Lights-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს ერთმანეთი, ლიენ რაიმსი სათნო და უცოდველი ვარსკვლავივით გამოიყურებოდა, არა და ფაქტს, რომ იმ დროს ორივე დაქორწინებული იყვნენ, მათთვის ამას ხელი არ შეუშლია. ფაქტობრივად, ისინი მეორე ნახევრებს 2011 წელს დაშორდნენ და 2011 წელსვე დაქორწინდნენ. ალიშა კისი და სვიზი -რეპერი სვიზი, იგივე კასიმ დაუდ დინი დაქორწინდა R&B მომღერალ მაშონდაზე იმ დროს როცა შვილი გაუჩინა, მაგრამ სულ სხვა აზრზე იყო ამ დროს ალიშია კისი, 2008 წელს ქმარი ფუკასავით "აახია" მაშონდას. ჯულია რობერტსი და დენი მოდერი-"მექსიკელის" გადასაღებ მოედანზე ჯულია რობერტსი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, კინემატოგრაფისტ დენი მოდერს, წყვილმა რომანი გააბა, მიუხედავად იმისა, რომ რობერტსი ჯერ კიდევ ხვდებოდა ბენჯამინ ბრატს, ხოლო მოდერი დაქორწინებული იყო კოსმეტოლოგ ვერა სტეიმბერგზე. ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი- სავარაუდოდ მათ 2009 წელს, The Rum Diary-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს ერთმანეთი და სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანი. დეპს ისე მოეწონა 28 წლის ჰერდი, რომ უმალ დაასრულა 14 წლიანი ურთიერთობა ვანესა პარადისთან, მისი შვილების დედასთან. მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი-ისინი ფილმ Two Too Many-ის(1995) გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დროს ორივე დაქორწინებული იყო, მაგრამ, როგორც თვითონ ამტკიცებდნენ სიგიჟემდე შეუყვარდათ ერთმანეთი და სწრაფად დაშორდნენ მეუღლეებს. წყვილი განქორწინების საბუთების ხელმოწერიდან მალევე დაქორწინდა და ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ურთიერთობა დაამყარეს. საბოლოოდ გრიფიტმა 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, განქორწინება მოითხოვა. ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი- ენტონის განქორწინებისდან ერთი კვირის თავზე წყვილი დაქორწინდა, ანუ როდესაც დასრულდა ყოფილ მის სამყაროსთან, დაიანარა ტორესთან გაყრის პროცესი, ბუნებრივია, მათ ურთიერთობა მანამდე დაიწყეს, სანამ მისტერ ენტონი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო. წყვილი 2004 წელს დაქორწინდა და ჰყავდათ ორი შვილი (ტყუპები) . ჯერი საინფელდი და ჯესიკა- ჯესიკა, მისი ამჟამინდელი ცოლი, დაშორდა ქმარს თაფლობიდან რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც კომიკოსი სპორტდარბაზში გაიცნო! ჯესიკას განქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი დაინიშნენ .ეს ხდება 1998 წელს ანუ იმავე წელს, როდესაც ის და მისი პირველი ქმარი დაქორწინდნენ. ყოჩაღ ჯესიკა! წყვილს ამჟამად სამი შვილი ჰყავს. ტორი სპელინგი და დინ მაკდერმოტი-2005 წელს, როდესაც ისინი შეხვდნენ Mind Over Murder-ის გადასაღებ მოედანზე, სპილინგი და მაკდერმოტი დარწმუნდნენ, რომ ისინი ერთმანეთისთვის "სულის ნათესავები" იყვნენ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ორივე სხვა ადამიანზე იყო დაქორწინებული. თითოეულმა მათგანმა განქორწინება მოითხოვა ერთი თვის შემდეგ, 2006 წელს კი დაქორწინდნენ! წყვილს ოთხი ერთობლივი შვილი ჰყავს. 1186 4-ს მოსწონს
|