x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ძალადობაში ბრალდებული ბერი ცოლ-შვილს თავს ესხმის
image

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”ბერი გერასიმე კვარაცხელიას ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, რომელიც ცოლის მიმართ ძალადობაში არის ეჭვმიტანილი.


ის თემქაზე ყოფილ მეუღლეს თავს ქუჩაში, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაესხა და დანით ემუქრებოდა. ქალმა პოლიციის გამოძახება მოასწრო, ბერი ადგილზე დააკავეს.“კურიერის” გავრცელებულ კადრებში ჩანს, აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი გერასიმე კვარაცხელია, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკავებენ.


დღევანდელ სასამართლო სხდომა ბერ-მონაზონის მოთხოვნით დაიხურა, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ გერმანე კვარაცხელია სინანულსა და მდუმარებაში იმყოფება.



ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირი ოჯახურ ძალადობაში ამხილეს. გერასიმე კვარაცხელია წარსულში ანალოგიური ბრალდებით, ერთხელ უკვე ნასამართლევია.


ბერ-მონაზონს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


დაცვის მხარე მოსამართლის წინაშე შუამდგომლობს, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე.


მოსამართლემ დღესვე უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა საპატიმროს ძალადობაში ბრალდებული სასულიერო პირი.


კრიმინალური წარსული მქონე 40 წლის გერმანე კვარაცხელია ბერად წლების წინ აღიკვეცა და სხვადასხვა მონასტერში ცხოვრობდა, მათ შორის რუის-ურბნისის ეპარქიაში. ცოლზე ძალადობის პირველ შემთხვევაზე მონასტერშიც იციან.


ადვოკატი, რომელიც დაკავებული ბერის უფლებებს წლების წინ იცავდა, გერმანე კვარაცხელიას, სავარაუდოდ, ახლაც დაიცავს. თამარ აბესაძე დარწმუნებულია, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. რატომ გაათავისუფლეს 4 წლის წინ, ყოფილ მეუღლესა და მეუღლის დედაზე ძალადობაში ბრალდებული - ადვოკატის განმარტებით, ცოლი თანახმა იყო, მისთვის პირობითი მიესაჯათ, სიდედრის დაჭრის ფაქტს კი არ ადასტურებს.


0
677
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0