x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა: ამას ვინ აძლევს ნეტა?" - რა ისტორია გაიხსენა ბექა ყორშიამ?
image

"მთავარი არხის “ ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას ავრცელებს, რომელიც აფთიაქში გადახდა:


"ექიმმა რაღაც ვიტამინები გამომიწერა. შევედი აფთიაქში. დიდი რიგი დამხვდა. უცებ ვიღაც აფორიაქებული რუსი მამაკაცი შემოვარდა, რომელიც ყველას წინ გადმოგვიხტა და ფარმაცევტს რუსულად შესძახა: "პრეზერვატივი მინდა, პრეზერვატივი მინდა!"


ამ დროს ჩემ გვერდით მდგარმა, 70 წელს გადაცილებულმა ქალმა სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა:



- ამას ვინ აძლევს ნეტა?" - წერს ბექა ყორშია.


ბოლო თვის განმავლობაში ბექა ყორშიამ მთავარი არხის ეთერში გააკეთა სიუჟეტები სათაურით "ბექა ყორშია გავლით “ქართული ოცნების” წარმოუდგენლად აბსურდულ პროექტებთან", სადაც ის ორონიულად სვამს კითხვას "განა ეს ცოტა არის"?


"გამაოგნებელი, სასაცილო და არალოგიკური - ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ან შესრულებული პროექტი შეგვიძლია ვიპოვოთ იმ 10 წლის განმავლობაში, რა პერიოდითაც ქართული ოცნება ქვეყანას მართავს. მერე რა რომ ამ საქმეებით ხალხი ვერ სარგებლობს და არც არავის სჭირდება, მთავარია ბიუჯეტი ხომ იხარჯება, და თუ ფული იხარჯება ე.ი. ვიღაც შოულობს, და თუ ვინმე შოულობს - ისევ ხელისუფლებასთან ამა თუ იმ ფორმით დაკავშრიებული ან საწარმოებეი ან ცალკეული ბიზენსმენბი.

თქვენი, ჩემი ამ უკმაყოფილო მოქალაქების კრიტიკას კი მმართველი გუნდი უცნაური რიტორიკით პასუხობს - განა ეს ცოტა არის?? თუ რატომ არ არის ეს ცოტა - ბექა ყორშიას ვკითხოთ." - ნათვქმია ვიდოერეპორტაჟის ანოტაციაში.


0
341
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0