არქიტექტურა პატარა სააგარაკო სახლი ბორბლებზე – ნებისმიერს მოხიბლავს! 2022, 31 ივლისი, 8:55 სტატიაში წარმოგიდგენთ ძალიან პატარა და მომხიბვლელ ნაგებობას სახელად Acorn. ეს პაწაწინა სახლი ბორბლებზე შექმნილია Backcountry Tiny Homes -ის მიერ ტრეილერის ორღერძიან მისაბმელზე, რომლის ფართი დაახლოებით 9 კვ.მ.-ია, თუმცა, შიგნით შესულებს სულ სხვა შეგრძნება დაგეუფლებათ. ![]() გარედან Acorn-ს კედრის კედლები აქვს შავი გოფრირებული ლითონით, ერთ–ერთ მათგანს კი მინიმალისტურ-აბსტრაქტული ფრესკა ამშვენებს – ორი შავი მთა თეთრი კონტურით. მეტალის გვერდები არაჩვეულებრივად ეხამება სახლის სახურავს და უწყვეტობის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი თეთრი შუშის კარით არის წარმოდგენილი. მის წინ გემბანის სტილის ვერანდაა, საკმარისად დიდი ორი დასაკეცი სკამის დასადგმელად.
Acorn-ის ფართი დაახლოებით 9 კვ.მ.-ს შეადგენს და ძალიან კომპაქტურია. შესვლისას პირდაპირ მისაღებ ოთახში აღმოჩნდებით, რომელიც ღამით საძინებლად გადაიქცევა – კარიდან მარცხნივ გასაშლელი დივანია ბევრი დეკორატიული ბალიშით უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. მის წინ კედელზე მიმაგრებული ჩამოსაკეცი მაგიდაა და ამასთან, კედლის ულამაზესი დეკორაცია – შავი მეტალის ნაძვის ხე კალათით და ელეგანტური თბილი განათებით, რომელიც უფრო მეტ მიმზიდველობასა და სიმყუდროვეს სძენს სივრცეს.
დიდი ფანჯრების საშუალებით უფრო მეტი ბუნებრივი სინათლე შემოვა სახლში, რაც უფრო დიდი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის –Acorn და მისი კომპაქტური ინტერიერი ისეთი პატარა აღარ ჩანს, როგორიც რეალურადაა. მისაღების მომიჯნავედ პატარა სამზარეულოა. ამ ორ სივრცეს კი თაროებიანი კარადა ჰყოფს, მის წინ პატარა კომოდზე შეშის ღუმელია. სამზარეულო ზონას რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი აქვს, როგორიცაა პატარა მაცივარი დახლის ქვეშ, ნიჟარა და ასევე პატარა ელექტროქურა. სააბაზანოს ფართი იტევს მხოლოდ საშხაპეს, ტუალეტს და პატარა ჩამოსაკიდ კარადას მის ზემოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად როგორ ავაშენოთ პატარა სახლი იაფად და მოვაწყოთ კომფორტულად თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სტილის ბაღები და ეზოები - 45 საოცარი იდეა საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით 50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები 286 3-ს მოსწონს
|