x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსები ჰოკეიში ერთ ადგილზე გაუშვეს
image რუსებისთვის ყინულის ჰოკეი თითქმის ისეთივე წმინდანია, როგორც ვთქვათ ბრაზილიელებისთვის ფეხბურთი და სწორედ ყველაზე მტკივნეულ ადგილზე მიაყენა დარტყმა რუსებს IIHF-იმ.


ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) ახალი გენერალური მდივანი მატი ნურმინენი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში არც რუსეთი და არც ბელარუსი დიდ საერთაშორისო ტურნირებზე არ დაიშვებიან.


ნურმინენმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2022 წლის ივნისში აირჩიეს, განაცხადა, რომ ორგანიზაცია ღიაა დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მსოფლიოში ვითარება შეიცვლება.

"ჩემი მუშაობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაკავშირებივართ რუსეთის ჰოკეის ფედერაციას და არც ისინი გამოსულან ჩვენთან კონტაქტზე. ზოგჯერ სამყარო იცვლება, ჩვენ კარს ღიას ვტოვებთ. მაგრამ ახლა ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ციტირებს ნურმინენის ნათქვამს გამოცემა Iltalehti. ​-ი.,



imageფოტოზე მატი ნურმინენი




IIHF-ის პრეზიდენტმა ლუკ ტარდიფმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება მალე არ შეიცვლება, ქვეყანას ასევე დაემუქრება შემდგომი აკრძალვა IIHF-ის ეგიდით ჰოკეის ყველა შეჯიბრში.


27 მაისს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აუკრძალა.


უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე რუსეთს ჩამოერთვა 2023 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. მსოფლიო ჩემპიონატი მომავალი წლის 5 მაისიდან 21 მაისამდე სანკტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო.


მანამდე ლეგენდარულმა რუსმა ჰოკეისტმა ვიაჩესლავ ფეტისოვმა აღიარა, რომ მას არ გაუკვირვებია, რომ რუსეთის ფედერაციის ჩამოართვეს ჩემპიონატის გამართვის უფლება . ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სპორტის ამ სახეობაში არანაირი ავტორიტეტი აღარ გააჩნია.

0
147
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0