სიახლეები ამებამ მამაკაცს 10 დღეში ტვინი გამოუჭამა და მოკლა 2022, 19 ივლისი, 19:19 ![]() Naegleria fowleri ძალზე იშვიათ ინფექციად ითვლება, მაგრამ მისგან გადარჩენის შანსი მცირეა, წერს ABC News-ი. როორც გამოცემა წერს, ყველაფერი ათი დღის წინ მოხდა, როდესაც მამაკაცმა აიოვას შტატის ერთ-ერთი ტბის თბილ მტკნარ წყალში ბანაობის შემდეგ, ამება მამაკაცის ორგანიზმში მოხვდა და დაიღუპა. ოფიციალური შედეგების მიღების შემდეგ, პლაჟი დაიხურა და გადაწყდა წყლის შემოწმება, რათა ტბაში Naegleria fowleri-ის არსებობა დაადასტურონ. ![]() Naegleria fowleri ორგანიზმში ცხვირის მეშვეობით ხვდება, რის შემდეგაც შეიძლება ტვინში აღმოჩნდეს, რა დროსაც იწყებს ტვინის ქსოვილის განადგურებას. დაავადების სიმპტომებს შორის აღინიშნება: თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება და კრუნჩხვები. ინფექციის რისკის შესამცირებლად, ექსპერტები გვირჩევენ ძლიერი სიცხის დროს არ იბანაოთ თბილ მტკნარ წყალში. 497 2-ს მოსწონს
|