საზოგადოება "ვიღაც ფსევდო ექიმი გამოსულა "ტიკ-ტოკზე" და უთქვამს, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ფხიზელზე უარს გეუბნებაო..." - ბაია პატარაია 2022, 19 ივლისი, 9:42 "ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმს "ტიკ-ტოკზე" ტუტორიალები ჩამოურიგებია, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო. ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი", - ამის შესახებ ფემინისტი და ქალთა უფლებათადამცველი, „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალური ქსელში წერს. პატარაიას თქმით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. "ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმი გამონძრეულა და ტუტორიალები ჩამოურიგებია "ტიკ-ტოკში", რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო. ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს. დანარჩენებმა კი იცოდეთ, რომ ძილში და/ან სხვა მხრივ უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, რომელიც ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - წერს ბაია პატარაია. 420 2-ს მოსწონს
|