სიახლეები დასახელდა ყველაზე სანდო და ყველაზე ნაკლებად სანდო იაპონური ავტომობილების ათეული 2022, 18 ივლისი, 14:55 გამომცელობა HotCars-მა გააანალიზა ავტომობილების საიმედოობის ცნობილი კვლევები, რომელიც ჩაატარა J.D. Power and Consumer Reports, ასევე შეაგროვა მონაცემები კომპანიების შესახებ მომხმარებელთა გამოხმაურებების და შეადგინა ტოპ 5 საუკეთესო და ტოპ 5 ყველაზე ცუდი იაპონური მოდელები საიმედოობის თვალსაზრისით.
მეხუთე ადგილზე ყველაზე საიმედოებს შორის - Honda Accord. მეოთხე - Subaru Outback . მესამე ადგილზეა Toyota Camry. მეორე ადგილი მიეეკუთვნა Lexus ES პლატფორმას. რეიტინგის ლიდერად კი Mazda MX-5 (Miata) როდსტერი დასახელდა. Consumer Reports თითქმის ყოველწლიურად ანიჭებს ამ მოდელს ხუთიდან ხუთ ვარსკვლავს საიმედოობისთვის. საერთო რეიტინგში (ყველა ბრენდს შორის, არა მხოლოდ იაპონურებს შორის), ამ მოდელმა მეექვსე ადგილი დაიკავა 2022 წელს ყველაზე სანდოებს შორის. ყველაზე არასანდო „იაპონელები“ არიან Infiniti Q50, Nissan Titan, Mazda RX-8, Honda Odyssey და Subaru Ascent. ეს უკანასკნელი კროსოვერი აღმოჩნდა უკიდურესად წარუმატებელი მოდელი სუბარუს დიაპაზონში. 2022 წელს, Consumer Reports-მა მას 100-დან მხოლოდ 18 ბალი მიანიჭა საიმედოობისთვის. 305 1-ს მოსწონს
|