საქართველო "თუ ამისთვის "ერთი ადგილი" არ გაქვთ, მაშინ მოკეტეთ და ჩუმად ეგდეთ იქ, სადაც ხართ" 2022, 16 ივლისი, 0:08 ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილი სოციალურ ქსელში იმ ემიგრანტებზე წერს, რომლებმაც თავი ევროპას შეაფარეს, ევროპიდან არჩენენ ოჯახებს, ევროპას ლანძღავენ და რუსეთზე ამოსდით მზე და მთვარე. ამ კატეგორიის ადამიანებზე ამბობდა დათა თუთაშხიას პირით წაბუა ამირეჯიბი : "ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო" . ძალიან ქართული აღმოჩნდა ეს გამონათქვამი, თორემ არცერთ ერს, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული ეროვნულ-კულტუტული მენტალიტეტი აქვს, მსგავსი არ დაუწერი.
უცვლელად გთავაზობთ კახი ლაზარიშვილის მოსაზრებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა: "ვიზეც ახლა ვწერ, ისინი არც აქ ვარგოდნენ და იქაც არაფერს წარმოადგენენ, სადაც ამჟამად არიან... თუმცა, აქედან სწორედ სიდუხჭირეს, უპერსპექტივობას და უიმედობას გაექცნენ... მაგრამ, რუსეთში კი არ წავიდნენ, რუსულ მანეთს ევროპული ევრო ამჯობინეს, ევროპის მოწინავე ქვეყნები ამოირჩიეს და ისე, რომ ევროპელებისთვის არც კი უკითხავთ სურდათ თუ არა საკუთარ სამშობლოში ქართველ ემიგრანტებთან თანაცხოცრება, მიადგნენ საზღვრებს, შემდეგ საემიგრაციო სამსახურებს, ევროპაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებისთვის... ჰოდა, ახლა იქ არიან, ქართული რეალობაც დაავიწყდათ და პატრიოტული პათოსით მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ ევროპულ ალიანსზე, ევროპაზე... ვინ ამბობს ამას და ვის ეუბნება-ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა...?! მე და ჩემისთანებს, რომლებსაც ერთ კვირაზე დიდხანს საქართველო არ დაგვიტოვებია, პატრიოტულ ემოციებზე, ერის ღირსებასა და ევროპის დაგმობაზე გველაპარაკებიან ვიიიინ...? ისინი, ვინც ეს ქვეყანა წითელ თუმნიანებზე ბევრჯერ გაყიდა და ახლა კი ევროპაში გადარგულები ევროპის ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასებით საბჭოური ნიფხვები რომ გაიხადეს და ევროპული ამოიცვეს... როგორ ბედავთ საერთოდ ხმის ამოღებას, თუ ასეთი საამური იყო აქ, ამ ყოფაში ცხოვრება, სად გარბოდით... მაგრამ დაგავიწყათ, დიახ, დაგავიწყათ ევროპამ გაჭირვება და იმდენად გათავხედდით, რომ თქვენი ცარიელი თავებით ჭკუის დარიგებასაც ბედავთ... !!! როგორ გგონიათ, ეს გამაღიზიანებელი დიდაქტიკური ტონი, ვინმესთვის შვებისმომგვრელია? იმედისმომცემია? ჰოდა, მაშინ მაგ სულისკვეთებით დაბრუნდით აქ და შეუერთდით უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფებს... შეუერთდით და შეენაცვლეთ მათ, ვინც საქართველოში ყველაზე დაუფასებელ პროფესიას ემსახურება მიზერული ანაზღაურებით, ვინც ნაგვის მანქანებზე მუშაობს, ვინც ქუჩებს ასუფთავებენ, მშენებლობებზე მუშაობენ, რომ ბავშვები და მოხუცები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინონ... დაბრუნდით და შეენაცვლეთ მათ, ვინც დილით ნაგვის ურნებს დაათრევს მხრებით, ხოლო სხვები საღამოს იმავე ურნებში საჭმელს ეძებს... თუ ამისთვის "ერთი ადგილი" არ გაქვთ, მაშინ მოკეტეთ და ჩუმად ეგდეთ იქ, სადაც ხართ...."
180 შეფასება არ არის |
ბევრჯერ მითქვამს,რომ თვითონ ევროპელები უნდა გახდნენ ევროპელები ჯერ და მერე ჩვენ ვიჩალიჩოთ იქ შესვლაზე. გერმანიას თურქეთმა გადაუარა,სკანდინავიელებს სირიელებმა,ფრანგებს შავებმა,ესპანელებს მაროკოლელებმა და ჩვენ არ ვართ კიდევ ევროპელები? ევროპული და დასავლური ღირებულებები არის მესაუკუთრეობა და კანონის უზენაესობა,ინდუვიდუალიზმი. ის რასაც გვატენიან ან ცდლობენ რო ევროპულ ღირებულებად გაასაღონ გაუკრვეველი წარმომავლობის და იდეოლოგიის მატარებელი ხალხის შემოდგებული. განსხვავებულის მიმღებლობას ქადაგებენ,მაგრამ ქართველები არ მოვწონვართ ისეთი,როგორებიც ვართ და ჩვენს შეცვლას ცდილობენ. თუ ლგბტ ან ფემინისტების ანდაც ცხოველთა დარაჯებს შეცვალს მოსთხოვ,მაშინ მოძალადე ხარ და თუ ქართველს მოსთხოვ გახდეს ურწმუნო,მაშინ პროგრესული,ეს ორმაგი სტანდარტი არ არის? მოკლედ რო ითქვას,მიგიფსით ბორელს და კრამონს,ნუ ევროპასაც თუ რაც არიან დარჩენილები