x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512527
ანეკდოტები, კვირის ბოლოს (V ნაკრები)

image


კაცი ჭაობში იხრჩობა. მის თავზე, ტოტზე ყვავი ზის.
– ყვავო! ტოტი ჩამომაწოდე, ვერ ხედავ, რომ ადამიანი იხრჩობა! ბრმა ხარ?
ერთი წუთის შემდეგ:
– გევედრები, ტოტი ჩამომაწოდე! ყრუ ხარ?
ეძახა, ეძახა და დაიხრჩო.
ყვავი:
– არც ბრმა ვარ და არც ყრუ… უბრალოდ, ზარმაცი ვარ…

***

თვეები ასეთი გრძელი რომ არ იყოს, ხელფასი პატარად არ მოგვეჩვენებოდა.

***

ცუდი რჩევა – საღამოობით ალკოჰოლური სასმელების სმა, კარგს – დილით, მინერალური წყლის ჩვევას ავითარებს…

***

ერთ სართულზე მოგვარე მეზობლები – ცუკერმანები ცხოვრობდნენ. ისე მოხდა, რომ ერთ კვირაში ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ისრაელში გაემგზავრა.
ისრაელიდან გამოგზავნილი დეპეშა, შეცდომით, ცუკერმანის ქვრივს მიუტანეს. მასში ეწერა:
«ადგილზე ჩავედი. საშინლად ცხელა».

***

ქმარი – ცოლს:
– ძვირფასო, დღეიდან სმას ვანებებ თავს!
ცოლი:
– მერე, ვიღა მეტყვის, რომ ლამაზი ვარ?

***

ლონდონის ერთ ბარში, მაგიდასთან ორი ახალგაზრდა ზის:
– ეროვნებით ვინ ხარ? – ეკითხება ერთი, მეორეს.
– ირლანდიელი!
– მეც!
– მოდი ირლანდიის სადღეგრძელო შევსვათ!
დალიეს.
– რომელი ქალაქიდან ხარ?
– დუბლინიდან.
– მეც დუბლინიდან ვარ!
– მოდი დუბლინი ვადღეგრძელოთ!
დალიეს.
– რომელ ქუჩაზე ცხოვრობდი?
– თავისუფლების ქუჩაზე.
– რა დამთხვევაა! მეც.
– მოდი, დამოუკიდებლობის ქუჩის სადღეგრძელო დავლიოთ.
შემოდის ბარის მფლობელი და ბარმენს ეკითხება:
– საქმე როგორ არის?
– ნორმალურად. მხოლოდ ტყუპი რობერტსონები ისევ გამოთვრნენ.

***

პატარა ბიჭი, დედასთან ერთად, ტაქსით მგზავრობს და ხმამაღლა მსჯელობს:
– ჩემი მშობლები სპილოები რომ ყოფილიყვნენ, მე სპლიყვი ვიქნებოდი… ლომები რომ ყოფილიყვნენ, – ბოკვერი…
ასე გრძელდებოდა მთელი მგზავრობის მანძილზე. ტაქსის მძღოლმა ვეღარ გაუძლო და გაღიზიანებულმა ჰკითხა ბავშვს:
– აი, მითხარი ბიჭუნა, მამაშენი ნარკომანი რომ ყოფილიყო, დედა კი, მეძავი, – მაშინ ვინ იქნებოდი?
ბავშვი დაფიქრდა და უპასუხა:
– ალბათ, ტაქსის მძღოლი.

***

ერთხელ ბერნარდ შოუმ თქვა, რომ ყველა ქალი იყიდება (women are corrupt).
ინგლისის დედოფალმა ამის შესახებ შეიტყო და შოუს შეხვედრისას ჰკითხა:
– მართალია, რაც გავიგე? ამტკიცებთ, რომ ყველა ქალი იყიდება.
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
– და მათ შორის, მეც?! – აღშფოთდა დედოფალი.
– დიახ, თქვენც, თქვენო უდიდებულესობავ – უპასუხა მშვიდად დრამატურგმა.
– და თქვენი აზრით, რამდენი ვღირვარ?! – წამოსცდა დედოფალს.
– 10 000 გირვანქა სტერლინგი, – ფასი განსაზღვრა შოუმ.
– ასე იაფი რატომ?! – გაუკვირდა დედოფალს.
– ხომ ხედავ, უკვე ვაჭრობთ კიდეც, – გაიღიმა დრამატურგმა.

***

ქერა ქალმა ვეტერინარი გამოიძახა:
– ექიმო, ჩემი კატა ცუდა არის. ის ძალიან მოწყენილია და თან, უცნაურად გაიბერა.
ექიმმა კატას შეხედა და უთხრა:
– ის ფეხმძიმედ არის!
– შეუძლებელია!
– იქნებ გარეთ გაუშვით, ან აივნიდან მეზობლის კატა გადმოვიდა?
– არა… სადარბაზოში კატა, მარტო მე მყავს.
უეცრად, მეორე ოთახიდან დიდი კატა გამოვიდა.
– ხომ თქვით, ვერ დაფეხმძიმდებოდაო!
– ექიმო, ეგ როგორ იფიქრეთ! ეს მისი ძმა არის!


image


მამაკაცი ფსიქიატრთან:
– ექიმო, ცოლი გამუდმებით მცემს და მამცირებს.
– მერე, კაცი ხარ, თუ არა? უთხარი, რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ.
მამაკაცი სახლში დაბრუნდა:
– მისმინე! ახლა, მეგობრებთან ერთად, ფეხბურთზე მივდივარ, მერე ლუდის ბარში წავალთ! და რომ დავბრუნდები, გამოიცანი, ფეხსაცმელს ვინ გაიხდის...
ცოლი (ცომის გასაბრტყელებელს ხელს უსვამს):
– ვიცი, პათოლოგანატომი!!!

***

სსრ კავშირი, რუსეთი.

პატარა მოიშა სკოლიდან დაბრუნდა და დედას ეუბნება:

– დედა, დედა, მე დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ!

– შვილო, ყოველდღე სადილად რას ჭამ? – ჰკითხა დედამ.

– ქათამს.

– ჰოდა, ამის შემდეგ, კარტოფილს შეჭამ, ისე როგორც რუსი ბავშვები.

მოიშა განაწყენდა და მამასთან მივიდა. იფიქრა, საქციელი იქნებ მამამ მომიწონოსო:

– მამა, მამა, მე დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ!

– შვილო, ყოველდღე სკოლაში რით დადიხარ?

– მანქანით, მამა!

– ამის შემდეგ, როგორც რუსი ბავშვები, ავტობუსით ივლი.

მოიშა კიდევ უფრო მეტად განაწყენდა და პაპასთან მივიდა და უთხრა:

– იცი, დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ!

– და ჯიბის ფულს რამდენს გაძლევ ყოველდღე?

– 10 მანეთს!

– ამის შემდეგ, მხოლოდ მანეთს მიიღებ, როგორც რუსი ბავშვები.

მოიშა ძალიან განაწყენდა და ოჯახთან ერთად სუფრას მიუჯდა. ყველა ქათამს მიირთმევდა. ხოლო მას, თეფშზე კარტოფილი დაუდეს. სადილობენ და ერთმანეთს თვალს უკრავენ... და დედამ მოიშას ჰკითხა:

– აბა, მოგწონს რუსი რომ ხარ? – არა… სულ რამდენიმე საათია, რაც რუსი ვარ და თქვენ, ებრაელებს, ვეღარ გიტანთ! მძულხართ!!!

***

ქმარი სილამაზის სალონის გვერდით დგას და მეუღლეს ელოდება. როგორც იქნა, გამოვიდა, გაიპრანჭა და კითხულობს:
– აბა, როგორია?
მეუღლემ შეხედა და:
– რა ვთქვა?!.. სცადე მაინც!

***

კაცი სახლში ძალიან მთვრალი ბრუნდება. მეუღლეს ცომის გასაბრტყელები უჭირავს და ეკითხება:
– სად ეგდე, სად დაეთრეოდი, საქონელო?
– სასაფლაოზე ვიყავი.
– ვინმე გარდაიცვალა?! – დაიძაბა და გამომეტყველება შეეცვალა ქალს.
– არ დამიჯერებ… იქ ყველა გარდაცვლილია!

***

ერთმანეთს 2 მეგობარი ხვდება და ერთი ეუბნება მეორეს:
– ნახე, როგორი ბინოკლი ვიყიდე! ძალიან მაგარია, თან იაპონური.
– აბა, მაჩვენე – მეგობარმა ნივთი კარგად დაათვალიერა და – იაპონური არა... ჩინური ნაგავია.
– ნაგავი? ამ ბინოკლით, წუხელ შენი და შენი ცოლის ინტიმური ურთიერთობა ვნახე. კიდევ იტყვი, რომ ყალბია?
– რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინახავდი, რომ ის ჩემი კი არა, შენი ცოლი იყო.

***

ერთხელ, 4 რაბინი პარკში სეირნობდა და ბიბლიურ თემაზე წაკამათდნენ. ისე გამოვიდა, რომ 3 მათგანი, – ერთის წინააღმდეგ იყო. მაშინ, ამ უკანასკნელმა ლოცვა დაიწყო:
– ღმერთო, ვიცი, რომ მართალი ვარ! ძალიან გთხოვ, ნიშანი მომეცი, რომ ამაში, ეს სამიც დავარწმუნო!
უეცრად, მოწმენდილი ცა ღრუბლებით დაიფარა და დაიქუხა!!!
– აი ხედავთ, – დაიყვირა რაბინმა, – ღმერთი ამბობს, რომ მართალი ვარ!
– ქუხილი მტკიცებულება ვერ იქნება! – თქვა ერთ–ერთმა ოპონენტმა. – იქნებ, დამთხვევაა?!
რაბინმა ხელები წავით აღაპყრო და ხმამაღლა დაიძახა:
– გულმოწყალე ღმერთო, გთხოვ, კიდევ ერთი ნიშანი მომეცი! გევედრები!
და უეცრად, მეხი, იქვე მდგარ ხეს დაეცა.
– უყურეთ! ხედავთ, მართალი ვარ!
– მერე, რა! ჭექა–ქუხილის დროს, მეხი ჩვეულებრივი მოვლენაა!.. და ეს მტკიცებულება ვერ იქნება! – თქვა მეორე ოპონენტმა.
მაშინ რაბინმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაიყვირა:
– ღმერთო, საფუძვლიანი ნიშანი მომეცი, თორემ არ მიჯერებენ!
და უეცრად, ღრუბელი გაიფანტა, ცა გაიხსნა და ღმერთის ხმა გაისმა:
– ის მართალია!!!
ხოლო, მესამე ოპონენტმა თქვა:
– მერე, რა?! მაინც სამი – ორის წინააღმდეგ გამოდის!!!

***

სესიამდე, ერთი თვით ადრე, ღმერთმა დედამიწაზე ანგელოზი გაგზავნა, რომ ენახა, სტუდენტები გამოცდებისთვის როგორ ემზადებოდნენ.

ანგელოზი დაბრუნდა და ღმერთს მოახსენა:
– ასეთი რამ ვნახე – ზოგი სწავლობს, ზოგი ერთობა.
დაიწყო სესია და ღმერთმა ისევ გაგზავნა ანგელოზი, იმის სანახავად, თუ რას აკეთებდნენ სტუდენტები. ის დაბრუნდა და ღმერთს უთხრა:

– ვინც სწავლობდა, გამოცდებს აბარებს.
– სხვები?
– სხვები ლოცულობენ!
– ჰოდა, ჩვენც სწორედ მათ დავეხმარებით! – უთხრა ღმერთმა.

***

– როგორ განვასხვაოთ ეროტიკა პორნოგრაფიისგან?
– ძალიან მარტივად! თუ ერთი და იგივე სიუჟეტი იაფფასიან გაზეთშია დაბეჭდილი – ეს პორნოგრაფია არის, თუ ძვირიან ჟურნალში – ეროტიკაა. ხოლო, თუ ტილოზეა, ზეთის საღებავებით, თან, XVI საუკუნეშია დახატული – მაშინ, ხელოვნების შედევრია!

***

ორი მეგობარი გოგონა საუბრობს:
– იცი, გუშინ ექიმმა სასიხარულო ამბავი შემატყობინა – ფეხმძიმედ ვარ!
– გილოცავ! მოიფიქრე, ბავშვს რას დაარქმევ?
– არა, ჯერ მამის სახელზე ვფიქრობ…

***

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბიჭს ფეხსაცმლის ჩაცმაში ეხმარება… ბავშვმა თავად სთხოვა მას დახმარება... და დასახმარებელი, მართლაც რომ იყო. ჩექმის ჩაცმის დროს, ბავშვს ფეხი შუაში გაეჭედა – არც წინ მიდიოდა, არც უკან… როდესაც ქალმა, როგორც იქნა, მეორე ჩექმაც ჩააცვა, ამოისუნთქა და ოფლი მოიწმინდა. ხოლო, როდესაც ბავშვმა უთხრა, რომ სწორედ არ ეცვა და «ფეხები ჰქონდა არეული!», კინაღამ იტირა.
მართლაც, მარცხენა ჩექმა, მარჯვენა ფეხზე ეცვა, მარჯვენა – მარცხენაზე. ფეხსაცმლის გახდა, ჩაცმაზე მარტივი არ აღმოჩნდა… შემდეგ, როგორც იქნა, ისევ ჩააცვა. და ამ დროს, ბიჭმა უთხრა: «იცით, ეს ჩემი ფეხსაცმელი არ არის!»
აღმზრდელმა ენას კბილი დააჭირა, რომ ბავშვისთვის არ ეყვირა: «აქამდე რატომ არ მითხარიო???!!!» და ისევ, ნახევარი საათის მანძილზე, ხდიდა მას იმ საშინელ ფეხსაცმელს.
ბოლოს და ბოლოს გახადა და ბავშვმა ისევ უთხრე: «ეს ჩემი ძმის ფეხსაცმელი იყო და დედა მაიძულებს რომ ჩავიცვა».
აღმზრდელმა უკვე აღარ იცოდა, ეცინა, თუ ეტირა. ბოლო ძალები და მოთმინება მოიკრიბა და ფეხსაცმელი ისევ ჩააცვა და ჰკითხა: «ხელთათმანები სად გაქვს?», რაზეც ბიჭმა უპასუხა: «ჩექმის წვერში შევტენე, რომ არ დაკარგულიყო…»
აღმზრდელის სასამართლო პროცესი, ბავშვის ცემის ფაქტზე, მომავალ კვირას დაიწყება...

image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (III ნაკრები)

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)


არხის სხვა სიახლეები:


* მონიკა ბელუჩის "თამამი" ფოტოები

* იდუმალი სინათლეები მთვარეზე

* "ლოგინად ჩავარდნილი" ლაიმა ვაიკულე 27 ივლისს სოლო კონცერტს გამართავს

* მაღალგანვითარებული ცივილიზაციები შუმერებამდე და ეგვიპტელებამდე

* ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ



0
490
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0