სხვა იაპონელი პოლიტიკოსი სინძო აბე დაიღუპა პირადი დაცვის შეცდომების გამო 2022, 8 ივლისი, 17:56
იაპონიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნარაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მყოფ იაპონიის ყოფილ პრემიერს სინძო აბეს სიტყვით გამოსვლისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და თვითნაკეთი იარაღიდან ორჯერ ესროლა ზურგში.
ყოფილი პრემიერის დაცვამ გვიან მოახდინა რეაგირება რასაც ორჯერ გასროლა მოწმობს, როგორც წესი ასეთ გარემოში დაცვა იკავებს წრიულ პოზიციას და კონტროლქვეშ ყავს ყველა პოტენციურად საშიში ობიექტი. აბეს დაცვას კი მისი დაცვა ზურგის მხრიდან არც კი უცდია რასაც ეს სურათიც მოწმობს. ყოფილი პრემიერის უკან დგას მისი პირადი ასისტენტი და მისი საარჩევნო შტაბის წევრი როცა იქ წესით უნდა მდგარიყო დაცვის წევრი. კადრში კარგად ჩანს ყოფილი სამხედრო, 41 წლის ტიაცუია იატაგამი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ წამოვიდა იაპონური თავდაცვის ძალებიდან. აბეს ორივე ტყვია ზურგში მოხვდა და მკერდში გამოატანა. მკვლელის მიერ გამოყენებული ხელნაკეთი ცეცხსასროლი იარაღი. დაცვის სამსახურს პირველი გასროლისთნავე უნდა დაეფარა დაცვის ობიექტი ჯავშან-ფარით, რომელსაც მუდმივად ატარებს დაცვის ერთი წევრი. დაცვის წევრების უმეტესობა გაეკიდა მსროლელს, როცა წესით დაცვის უმეტესობას დაცვის ობიექტის დროულ ევაკუაციაზე უნდა ეზრუნა. მხოლოდ გაქცეული მსროლელის დაკავების შემდეგ იქნა გატარებული საევაკუაციო გეგმა. კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი აბე კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც მას სისხლი გადაუსხეს და რეანიმაციული დახმარება ჩაუტარეს, თუმცა დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადარჩენა ვერ შესძლეს. მკვლელმა უკვე მისცა პირველი ჩვენება, მისი თქმით ის კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, განსაკუთრებით კი მის დამოკიდებულებას კურილის კუნძულებთან დაკავშირებით. ენძო აბე ითვლებოდა რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსად რასაც შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე. 149 6-ს მოსწონს |