x
image
არჩილ ვერულიძე
გარიგება ეშმაკთან: რატომ დაუახლოვდა აშშ იტალიურ მაფიას მეორე მსოფლიო ომის დროს

image
ამერიკის ისტორია სავსეა შავი ლაფებით. ერთ-ერთ მათგანს, ეჭვგარეშეა, წარმოადგენს თანამშრომლობა იტალიურ მაფიასთან მეორე მსოფლიო ომის დროს. ერთის მხრივ, ეს იყო პლიუსი, რადგან შეერთებულმა შტატებმა მოახერხა თავის დაცვა დივერსანტებისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ამან ხელი შეუწყო დანაშაულებრივი სამყაროს აღზევებას.

რატომ დაადგა ვაშინგტონი მცირე ბოროტების გზას? და რამდენად ეფექტური იყო მაფიის როლი მე-XX საუკუნის უდიდეს შეიარაღებულ კონფლიქტში?
image
ამერიკელებს სერიოზულად ეშინოდათ, რომ ნიუ-იორკში ლტოლვილთა შორის იქნებოდნენ იტალიელი და გერმანელი დაზვერვის ოფიცრები, რომლებსაც შეეძლოთ დივერსიების მოწყობა. ეს შიში განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პორტში აფეთქდა ყველაზე დიდი სატრანსპორტო ხომალდი ნორმანდია.
image
რა თქმა უნდა, ინციდენტში მტრის აგენტების მონაწილეობის ფაქტი არ დადასტურდა, შეერთებულ შტატებს არ სურდა, რომ ომის გამოძახილს მათ ტერიტორიაზე მიეღწია და ბოლო მოეღო ლენდ-ლიზისთვის, რომლის მეშვეობითაც აშშ მოკავშირეებს იარაღსა და სურსათ-სანოვაგეს აწვდიდა.
image
თავდაპირველად ცდილობდნენ ნავსადგურის მუშების საშუალებით გაერკვიათ მუსოლინის თანამოაზრეების ვინაობა, მაგრამ ისინი დუმდნენ და არ სურდათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. სწორედ მაშინ დადო რუზველტმა გარიგება ლაკი ლუჩანოსთან, რომელიც ხელმძღვანელობდა იტალიური მაფიის ერთ-ერთ კლანს. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, პროსტიტუციის ორგანიზებისთვის 50-წლიან სასჯელს იხდიდა.
image
თავისუფლების სანაცვლოდ ლუჩანომ იტალიელი დოკერების ერთგულების და აშშ-ს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პირობა დადო. იმოქმედა თუ არა ამან, უცნობია, მაგრამ ლუჩანო გაათავისუფლეს ომის დასრულების შემდეგ 1946 წელს და გააძევეს შეერთებული შტატებიდან.

ყოველ შემთხვევაში, იტალიაში მაფია, რომელიც ამერიკელებისთვის ინფორმაციის წყაროდ იქცა, მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა. მაგალითად, მისი წყალობით შეერთებულმა შტატებმა 1943 წელს შედარებით მარტივად შეძლო სიცილიაში დესანტის გადასხმა.
image
მაფიამ ამერიკელებს მიაწოდა სანაპიროების რუკები და ფოტოები, ასევე ინფორმაცია ადგილზე მტრის ჯარების მდგომარეობის შესახებ. ამასთანავე, აღვივებდა ოპოზიციურ განწყობილებას იტალიაში და ანადგურებდა არასასურველ პოლიტიკოსებს აშშ-ს მხარდაჭერის წყალობით.

გასაგებია, რომ ამ ყველაფერში კრიმინალურ წრეებს საკუთარი ინტერესები ჰქონდათ. მათი საქმიანობა იყო ერთგვარი შურისძიება იმის გამო, რომ მათ არასოდეს ჰქონიათ საკუთარი მმართველი ორგანოები. აშშ-ს მხარდაჭერით, მაფიოზური კლანები ასრულებდნენ მარეგულირებლის როლს. ტყუილად არ გაჩნდა ანდაზა, რომ არსებობს სამი ძალა: ღმერთი, მაფია და მთავრობა.

მუსოლინიმ გააჩაღა ნამდვილი ომი დანაშაულის წინააღმდეგ, კრიმინალებს მათივე მეთოდებით ებრძოდა, კერძოდ წამება, გატაცება და სიკვიდილით დასჯა. 1929 წლისთვის მრავალი კლანის გავლენა შეირყა. ბევრი ან მიწისქვეშეთში წავიდა ან გაიქცა აშშ-ში.
image
ყველაფერი ასე დარჩებოდა, რომ არა ამერიკული პრივილეგიები, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა მაფიის ომების თავისუფლად წარმოება. შედეგად, გამარჯვება იტალიურ კლანებს დარჩათ, რომლებმაც კონტროლი მოიპოვეს ისეთ მაღალშემოსავლიან სფეროზე, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა და პროსტიტუცია. სწორედ ეს იყო შეთანხმების ფასი შეერთებული შტატებისთვის, რათა თავი დაეცვა გერმანელი და იტალიელი დივერსანტებისგან და განეგრძო დახმარების გაწევა მოკავშირეთათვის.







0
388
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0