საზოგადოება „მივხვდი, ლეღვის ფოთლის ქვეყანაც ვართ... 16 წლის გოგო ნახარშით დაიწვა“ - გუგა ქაშიბაძე 2022, 4 ივლისი, 12:27 როგორც ჩანს, ზაფხულის სეზონზე რუჯის მიღების მიზნით ლეღვის ფოთლის ნახარშის სხეულზე წასმის ტრადიცია არსად გამქრალა. გაირკვა, რომ თბილისში, ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგო დაიწვა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. ამ ფაქტმა ქაშიბაძეს ისიც აფიქრებინა, რომ საქართველო ვაზის სამშობლოსთან ერთად ლეღვის სამშობლიც არის. „ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ პაციენტი აღარ გვეყოლებოდა წელს, მაგრამ შემოვიდა 16 წლის გოგონა გუშინ. რუჯის მიღების მიზნით წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში. დღეს კლინიკაში შემოვლის დროს მივხვდი, რომ საქართველო არამარტო ვაზის, არამედ ლეღვის ფოთლის სამშობლოც არის. რამდენიმე დღის წინ წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში, მდგომარეობის გართულების გამო მოხვდა ჩვენთან. მოთავსებულია სტაციონარში, ბავშვთა განყოფილებაში. მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. მიმდინარეობს აქტიური მკურნალობა.“, - ამბობს ექიმი ჩვენთან საუბრისას. ”ეძრვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს”, მაგრამ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი ყოფილა და ”აღმოსავლეთის” ამოუღიათ. დარჩენილა ”ეძღვნება ნაპოლეონს”, რამაც კომპოზიტორი ისე აღაშფოთა, რომ მიძღვნა საერთოდ გააუქმა და ნამუშევარს, საბოლოოდ ”გოლიათური” უწოდა. 44 შეფასება არ არის
|