x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს ბატონი ახლახანს გათხოვილა კიდეც, რასაც მოგვიანებით მაგრამ მაინც ვულოცავთ" - შალვა ნათელაშვილი
image

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, დეიმონ უილსონის საქართველოში ჩამოსვლას ასე გამოეხმაურა:


"კმაყოფილებით გაუწყებთ, რომ ამ დღეებში გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად სპეციალურად ვაშინგტონიდან ჩამოვიდა ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. ვიკიპედიის თანახმად ეს ბატონი ახლახანს გათხოვილა კიდეც რასაც მოგვიანებით მაგრამ მაინც ვულოცავთ. ამასთან მაღალჩინოსან სტუმარს გარდა პატივცემული გეიპრაიდისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან მტკვივნეულ საკითხებზე საუბრისას ყურადღება, რომ გაემახვილებინა ლეიბორისტული პარტიის აკრძალვასთან და დევნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ნამდვილად არ დაამცრობდა ეს მის უაღრესად ეფექტურ მისიას. უფლებების დაცვა საყოველთაოა და არა შერჩევითი."-წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


შალვა ნათელაშვილს კომენტარში უწერენ, რომ შეიძლება ცოტახანში ბოდიში მოგახდევინონო.



სხვები უწერენ, რომ პოლიტიკოსს არ ეკადრება ირონიული განცხადება, რომელმაც ყველას უფლებები უნდა დაიცვას. მოგვწონს თუ არა.


შალვა ნათელაშვილის პოსტს გამოეხმაურა გეიპრაიდის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია:


"გწერთ ე.წ. “გეი პრაიდის” თანადირექტორი და ორგანიზატორი. გთავაზობთ შეხვედრას. მგონია თქვენი ამ აგდებული დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ არ გვიცნობთ პირადად და არ იცით რომ გულწრფელად და დაუღალავად ვიბრძვით ღირსეული ცხოვრებისთვის, უფლებებისთვის და თანასწორობისთვის. ლეიბორისტული პარტიები ევროპაში მხარს უჭერენ ლგბტ ადამიანების შეკრებას და გამოხატვას, მათ შორის პრაიდებს. მაგალითად დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, რომელთა წარმომადგენლებსაც ცოტა ხნის წინ შევხვდი. ლეიბორისტები არ არიან ჰომოფობები!"-წერს კვარაცხელია.



2
551
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
551
  
არ მეგონა შალიკოს თუ დავეთანხმებოდი :) სწორია,არანაირი ლგბტ უფლებები არ არსებობს,არც ქალის და არც ბავშვის,ადამიანის უფლებები არსებობს მხოლოდ.
2022, 3 ივლისი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2