x
image
ალექსანდრე ლექსო
როგორ გამოვიცნოთ ალცჰეიმერის დაავადების ადრეული ნიშნები

ქცევის ეს ცვლილებები დაავადებამდე რამდენიმე წლით ადრე შეიძლება შევამჩნიოთ.
image
ფოტოს ავტორი: მარიამ ლეჟავა
მეხსიერების დაკარგვა, „არეულობა თავში“, დეზორიენტაცია სივრცეში ალცჰეიმერის დაავადების ყველაზე ცნობილი სიმპტომებია. თუმცა, ამ განუკურნებელი დაავადების დასაწყისზე მიუთითებს ქცევის მრავალი მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება. აქ მოგვყავს რამოდენიმე მათგანი, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:


1. მოულოდნელი ხელგაშლილობა

2. შეცვლილი იუმორის გრძნობა

3. არეული ტანსაცმელი


4. ავტომობილის მართვისა და პარკირების პრობლემები

5. ბილწსიტყვაობა

6. მუხრუჭების გარეშე


1. მოულოდნელი ხელგაშლილობა


სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტისა (აშშ) და ბარ-ილანის უნივერსიტეტის (ისრაელი) მკვლევარების აზრით, რომელთა სტატია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ალცჰეიმერის დაავადების ჟურნალში Journal of Alzheimer's Disease, დაავადების პირველივე სტადიაზე ადამიანმა შეიძლება განიცადოს გაუმართლებელი ფინანსური ალტრუიზმი, ეს არის სურვილი, უბრალოდ ჩამოურიგონ ფული სრულიად უცნობ ადამიანებს. ასე ვლინდება ამ ნეიროდეგენერაციული დაავადების გავლენა ტვინზე.


2. შეცვლილი იუმორის გრძნობა


თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ყოველთვის გულშემატკივარი იყო, მაგალითად, მულტფილმის "საუთ პარკი" და მოულოდნელად გადაერთო "მისტერ ბინზე" ან ჩარლი ჩაპლინის ადრეულ ფილმებზე, ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ შეუქცევადი ცვლილებები ხდება მის ტვინში. როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა აღმოაჩინეს 2015 წლის სტატიაში ალცჰეიმერის დაავადების ჟურნალში, ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანებს უფრო ხშირად სიამოვნებთ პირდაპირი, უხეში კომედიები, უხეში ხუმრობები და უხამსი ანეკდოტები, ვიდრე დახვეწილი სატირა ან აბსურდული იუმორი.


უფრო მეტიც, ეს ცვლილება შეიძლება მოხდეს დემენციის ტიპიური სიმპტომების დაწყებამდე დაახლოებით ცხრა წლით ადრე.


გარდა ამისა, ღირს ყურადღება მიაქციოთ კიდევ ერთ შემაშფოთებელ პუნქტს - ალცჰეიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე ადამიანებს ხშირად სასაცილოდ ეჩვენებათ ტრაგიკულ ამბები, რთულ მოვლენები პირად ცხოვრებაში და ზოგადად ყველაფერი, რასაც სხვები სასაცილოდ სულაც არ თვლიან..


3. ცვლილება ჩაცმულობაში


ადამიანი, რომელსაც ადრე ეცვა მოდურად, ელეგანტურად ან თუნდაც სუფთად და მოწესრიგებულად, უცებ თითქოს კარგავს ტანსაცმლის არჩევის უნარს. თავდაპირველად, ის ვერ ხვდება, თუ რა უხდება, რა არის შესაფერისი რა შემთხვევისთვის ან რა ამინდისთვის. შემდეგ ის იწყებს სიარულს ერთი და იმავე ჭუჭყიანი, შეუფერებელი და შეუთავსებელი ტანსაცმლით, არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ შეიძლება უკუღმა ეცვას, არასწორად შეიკრას ღილი, ან თუნდაც დაავიწყდეს ღილის შეკვრა.


4. ავტომობილის მართვისა და პარკირების პრობლემები


ალცჰეიმერის დაავადების დასაწყისი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მოტორულ უნარებსა და აზროვნების პროცესზე, ასევე აისახება მანქანის მართვის უნარზე. რეაქციები ნელდება, სივრცეში ორიენტაცია უარესდება და ადამიანს უჭირს პარკირება. გარდა ამისა, როგორც 2021 წელს ჟურნალ Alzheimer's Research and Therapy-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, ლატენტური ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანები მანქანის მართვისას მკვეთრად იცვლიან მიმართულებას და ასევე მოძრაობენ უფრო დაბალი სიჩქარით, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები.

5. ბილწსიტყვაობა


ავადმყოფობის კიდევ ერთი არაპირდაპირი ნიშანი არის ის, რომ ადამიანი ვერ იკავებს თავს და იგინება ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებშიც კი, მაგალითად, ბავშვების წინაშე.


6. მუხრუჭების გარეშე


როდესაც ტვინში პათოლოგიური ცვლილებები ხდება, ადამიანი არა მხოლოდ იწყებს გინებას მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ კარგავს უნარს ზოგადად აკონტროლოს თავისი სიტყვები და ქმედებები საზოგადოებაში. ის შეიძლება გახდეს ძალიან უხეში, თქვას სრულიად მიუღებელი რაღაცეები უცხო ადამიანებთან, დაიწყოს საჯაროდ გაშიშვლება, სექსუალური ქმედებები საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების მიმართ და ა.შ.


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქცევის ასეთი ცვლილებები დაკავშირებულია ნეირონების თანდათანობით განადგურებასთან ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი მოქმედებების კონტროლზე.

0
397
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0