სიახლეები რუსებმა დაამზადეს ლოთობის საწინააღმდეგო წამალი, რომელსაც ქართული "არდალევა" დაარქვეს 2022, 28 ივნისი, 18:02
რუსულმა ფარმაცევტულმა კომპანია R-Pharm-მა დაარეგისტრირა ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პაციენტების სამკურნალო პრეპარატი "არდალევა". შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნა მედიკამენტების სახელმწიფო რეესტრში.
R-Pharm-ის სამედიცინო დირექტორმა მიხეილ სამსონოვმა Подъём-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი პრეპარატი კარგად გადაიტანება. გარდა ამისა, ის არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს, მათ შორის ტოქსიკოზს - თუ პაციენტი მაინც გადაწყვეტს დალევას, ალკოჰოლის შემდეგი დოზისადმი ლტოლვა უკვე სუსტდება. ამ პრეპარატში ორი რეცეპტორი იბლოკება: ის ამცირებს აქტივაციას და ამცირებს დამოკიდებულებისადმი ლტოლვას. პრეპერატი მთლიანად R-Pharm-ის ფაბრიკაში მზადდება, წამლის ფასი უახლოეს დროში დადგინდება. პრეპარატი გამოდის ტაბლეტების სახით და ინიშნება მკურნალობის კურსი. "არდალევის" ტესტირება ჯერ კიდევ პანდემიამდე დასრულდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო რეგისტრაცია გადაიდო. "წამლის გამოცდა მთელი წელი მიდიოდა. ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ პანდემიამდე, შემდეგ ყველა COVID-ზე გადაერთო და ყველა სხვა წამლის რეგისტრაცია მხოლოდ პანდემიის დაღმასვლის დროს დაიწყო. ჩვენ პანდემიის დასაწყისშივე მივმართეთ რეგისტრაციას, პანდემიამ, სამწუხაროდ ჩუმი ლოთობა მოიტანა. ეს პრობლემაა და მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ“-დასძინა მიხეილ სამსონოვმა. მანამდე ნარკოლოგი ფსიქიატრმა ივერი ქიზიცკიმ აღწერა ალკოჰოლიზმის სიმპტომები. მისივე თქმით, ალკოჰოლიკად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც 14 დღეში ერთხელ სვამს ალკოჰოლს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სასმელის დოზას მნიშვნელობა არ აქვს. 359 2-ს მოსწონს
|