საქართველო "არ მუშაობს! - თქვა ე.წ. "პრემიერმა" ღარიბაშვილმა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"-რა მიმართვას ავრცელებს ნიკა გვარამია 2022, 23 ივნისი, 21:18 მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ციხიდაან გაავრცელა მიმართვა, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გაახმოვანა: ვაქცინა არ მუშაობს! - თქვა ე.წ. "პრემიერმა" ღარიბაშვილმა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მრავალფეროვნება და სიტყვის თავისუფლება არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უმცირესობის და მედიის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ლექსოს გარდაცვალება და 50-ზე მეტი ჟურნალისტის ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა.
სანქციები არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ჩაწერა ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ხელისუფლებების რიგში.
ევროკავშირი არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უკრაინელების გმირული ბრძოლით მოტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაგვაკარგვინა.
ნატო არ მუშაობს! - თქვა ყატარში ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და მადრიდის სამიტის წინ, საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთს გადასცა.
ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული! 20 ივნისის მსგავსი აქციებით და ყველა სხვა პროდასავლური პლატფორმის გამოყენებით, მაგალითად ხვალინდელ აქციაზე, ბევრჯერ უნდა ვთქვათ, რომ თუ რამე არ მუშაობს, ეს ქართული ოცნება და ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული დიქტატურაა! ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა სხვა მარიონეტი, ქართული სახელმწიფოს სიმსივნური მეტასტაზებიდან ქართული პოლიტიკის შხამიან სიცარიელედ უნდა ვაქციოთ!
დიდება ერს!
საქართველო ივანიშვილის გარეშე!
P.S. ელენე ხოშტარიას ბოლო დროინდელი აქტივობები სანქციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეულად ეფექტიანი ბრძოლის ფორმაა. ჩემი სრული მხარდაჭერა ლაკას!" -წერს ნიკა გვარამია.
371 3-ს მოსწონს 1-ს არა |
ბევრი მოღალატე არის საქართველოში ზოგი რუსეთისგან ნაყიდი და ზოგის დასავლეთის ქვეყნებისგან. ერთნი აკეთებენ ერთის საქმეს და მეორენი მეორესას,ხოლო საქართველო ფეხებზე არის დაკიდებული. ყველა ფულს არის დახარბებული და კიკუსავით ყველაფრის მკადრებლები არიან. ათასობით ქართველი გადის ქვეყნიდან ყოვლედღე სხვადასხვა ქვეყანაში და მერე იქედან გვასწავლიან ჭკუას,როცა მშიშრების ბრბოა და ჯობია იქ დარჩნენ. არანაირი პატივისცემა არ მაქვს ამ ხალხის და არც არასოდეს მექნება,რადგან საკუთარ ქვეყანას ყიდან ორ კაპიკზე,საკუთარ ქვეყანაში და თავის ყანაში თოხის დაკავება ესირცხვილებათ,ხოლო უცხოეთში კი ერთ ადგილს უწმინდავენ ევროპელებს. თუ შენი ქვეყანა გიყვარს,სად მიდიხარ და ვის უტოვებ აქაურობას,ფულს ვიშოვი და ჩამოვალ არაა გამართლება,რადგან ეგ ფული კიკუსავით არაფერში გამოგადგებათ,არც არავის გამოდგომია. როცა კითხავ რამეს,გეტყვიან რო შვილები ყავთ სარჩენო და თუ შვილებზე ფიქრობ,მაშინ უფრო არ უნდა მიდიოდე. ბევრი რო არ გავაგრძელო,ჩვენი ქვეყნის უბედურება ის კი არ არის რო ელენიკო ხოშტარია არის რუსის აგენტი ან ღარიბაშვილი დებილი,ადამიანები რო მათ ტაშს უკრავენ ეს არის უბედურება. ერთნი ამბობენ,რომ პრორუსები არიან და მეორენი,პროდასავლური ორიენტაციის,ხოდა სად არის პროქართული ორიენტაცია და მიდგომა? მავანი იტყვის,რომ ეგეთი რა
მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
- არავინაა, მეფევ ბატონო.
- კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს.
- რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!
- არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.
მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" .
2. ნატო კი, მუშაობს - უზარმაზარი ხელფასები აქვთ ოფისში, მარა უკრაინასთან მიმართებით მთლა რაცხა ვერ მუშაობენ... ვერც ჩვენთან იმუშავეს, გარდა იმისა, რო ახალგაზრდა ბიჭები გაყავდათ საცხა დასახოცად...
3. ვაქცინა არ მუშაობსო.." -(ომიკრონზე არც მუშაობდა) - ეგა თქვა და ეკონომიკა გახსნა, იმიტო გასწორდა დოლარის კურსი, რაც ძაან არ უხარიათ გვარამიებს...
4. ევროკავშირში შეხვალ და: - ფრანგი იტყვის - ღვინოს მე ვაწარმოებ, თავი გაანებე ვენახების გაშენებასო, ჰოლანდიელი - არ გატოკდე, ყველი მე უნდა შემოგიტანო, გერმანელი - ხორცპროდუქტს გაეშვი, აწი ჩემგან უნდა იყიდოო... ზოგს კარაქზე აქვს მონოპოლია, ზოგს ხილზე და ზოგს ბოსტნეულზე და წავა 2,5 მილიონი ქართველი ევროპულ მიგრაციაში და აზერები იქნებიან ქუთეისის მოსახლეობა და შქმერულს რომ მოსთხოვ ბალახვანზე, საჯის მოგიტანს მედუქნე...
5. ელენიკო კიდე რა... -იღებს რუსებისგან ფულს, კიდევ ბევრი იღებს, ალბათ გვარამიაც... სადმე იფ-შორში...
კაგებეს მემკვიდრეებმა ზუსტად იციან საკუთარი ელიტ-აგენტურის კარგად შეფუთვაც და არ ჩაშვებაც. ელენიკო კი უბრალოდ ელიტ-კლასში არ შედის. ის ალბათ რიგითია, არც ნამუსი აწუხებს, ხოლო სხვებს ამუნათებს - რუსულ სიმღერებს რატომ მღერითო..?..
ვაქცინაციამ და მწვანე პასპორტებმა ადამიანის უფლებების უამრავი დარღვევა მოიტანა და საავადმყოფოები გადაჭედილი იყო,რას ეძახით მუშაობას ვაქცინის? ყველა რო არ დავიხოცეთ? ყოველდღე 40 ადამიანი იღუპებოდა და ამას ეძახით ვაქცინა მუშაობსო.
რუსეთის დასანქცირებამ რა შედეგი გამოიღო ხო ვერ მეტყვით? რა ბომბები გამოელია თუ უკრაინამ მოსკოვი აიღო. უამრავი ქვეყანა ეხმარება უკრაინას და ამით უდგას სული,ნატოს შეიარაღებას იყენებს და მაინც ვერ ახერხებს გამკლავებას. ადამიანები იხოცებიან და რისთვის? მიწისთვის,რომელიც ადრე თუ გვიან თვითონ იქცევიან. ამ საუკუნეში მიწის გამო ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ,მაგრამ იხოცებიან და ეს არის სამწუხარო რეალობა.
ნატო და ამერიკა არ იყო,როცა შორი დამიზნების რაკეტები არ მისცა უკრაინას? ხომ ვერ მეტყვით,რატომ არ მიაწოდეს? ერთი ადგილი უკანკალებს ნატოს და იარაღის მიწოდებით სახეს ინარჩუნებს,როცა რუსების ჩმორები არიან. ნატო რო მუშაობდეს,რუსეთი აღგვილი უნდა იყოს მიწიდან,მარა შეთანხმებებია და საერთოდ არ ადარდებთ ადამიანი. ამ ომის ხარჯზე ამერიკამ ახალი სავაჭრო არხები გაჭრა და თხევადი გაზის გაყიდვა დაიწყო და კიდევ რამდენი იქნება. გავა დრო და თუ აღმოჩნდა რო უკრაინის ომი მხოლოდ გაზის გამო დაიწყო,ბაზრების და ზონების გადანაწილებისთვის,იქნება სასაცილო თუ სატირალი. ამერიკაც და ევროპაც ერთმანეთს გაერჭონ,მიყვნენ რუსები და უკრაინელებიც. ღარიბაშვილს და მის მთავრობას ე.ი. საქართველოს სწორი პოზიცია უჭირავს. შეიძლება ვზარალდებით,მარა ეგ არის საფასური მშვიდობის. ტყუილად გგონიათ,რომ რუსებთან ომი გვექნება,ეგ ევროპამ იკითხოს,ჩვენთან დალაგებულია ყველაფერი. 20% ოკუპირებულია და აგენტურას ნაცების სახით ამუშავებს,ხოდა ომი ვის უნდა გაუმართოს?