x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 ძირითადი მიზეზი, რატომ არ სწამს ათეისტს ღმერთი და ეკლესიის
image

ქრისტიანობაში (არა მარტო) მორწმუნეებს კატეგორიულად ეკრძალებათ რელიგიურ დოგმებზე ფიქრი და მათი ეჭვქვეშ დაყენება, რადგან პოსტულატი ასეთია: როდესაც ადამიანი იწყებს აზროვნებას და კითხვების დასმას, ე. ი. მას არ სწამს ღმერთის. ქრისტიანობის დამფუძნებლები და აპოლოგეტები თავიანთ მოწაფეებს შთააგონებენ ობსკურანტიზმს, დამოუკიდებელი აზროვნებისადმი სიძულვილს და ეწინააღმდეგებიან გონიერებას, როგორც რელიგიის მთავარ მტერს, სწორედ ამიტომ მარტინ ლუთერმა თავის დროზე ჩამოაყალიბა ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი - "ყველა ქრისტიანმა საჭიროა მოიშოროს აზროვნება".


"მაგრამ ჩვენ არ ვანადგურებთ საკუთარ თავში გონიერებას და საღ აზროვნებას, რადგან ჩვენ არ ვართ მორწუნეები, რადგან არ გვჯერა ზღაპრების. ჩვენი საქმეა, მორწმუნეების დახმარება, რწმენისა და რელიგიური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა, რაშიც კრიტიკული აზროვნება ყოველთვის გვეხმარება."


ქვემოთ გთავაზობთ 7 ასეთ არგუმენტს, რატომ შეიძლება იყოს ადამიანი ათეისტი



კულტუროლოგიური არგუმენტი-რამდენი კულტურაა, ამდენი ღმერთი. თითოეულ ერს აქვს თავისი რელიგია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სხვა თემთან. ქრისტიანული მორალი არ ვრცელდება ჩინელებსა, იაპონელებზე ან ირანელებზე რადგან მათ განსხვავებული რელიგიური იდეები აქვთ. დაფიქრდით, ეკლესია გვასწავლის ნათლობის ან სხვა მრავალი რიტუალის აღსრულებას, რომ ცხონდე; მაგრამ იაპონელები, ჩინელები, ინდიელები თუ სხვა ერები ყოველგვარი ქრისტიანული დოგმების ცხოვრობენ ყოველგვარი ბიბლიური ღმერთის გარეშე, რომლის შესახებაც ზოგიერთებმა არც არაფერი იციან და ხშირად შეიძლება თქვენი ქრისტიანული დოგმები სასაცილოდაც მოეჩვენოთ და დაგცინონ, ისევე როგორც ეს შეიძლება პირუკუც იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში ქრისტიანების პოზიციიდან ვსაუბრობთ.



ძველი ებრაული ფოლკლორი-ადგილობრივი რელიგიაა, ქრისტეს მითი გამოიგონეს თანამედროვე პალესტინის ტერიტორიაზე, შემდეგ ეს მითი ძალით შემოიტანეს ევროპაში. სიკვდილით დასჯა და წამება, ინკვიზიცია, ყველაზე ველური აგრესია და სისხლის მდინარეები - ამ გზით გავრცელდა ქრისტიანობა უამრავ ქვეყანაში, აიძულებდა ყველას დაეჯერებინა ძველი ებრაელთა ფოლკლორი. მითს რომ ვამბობთ, არ ვგულისხმობ შესაძლო ისტორიულ პიროვნებას, ეროვნებით ებრაელ იესოს, რომელიც ცხოვრობდა და ავრცელებდა თავის იდეებს სინაგოგებში, არამედ მხოლოდ ზღაპრებს, რომლებიც მასზე წერდნენ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ. საზოგადოების განათლებულ ნაწილს არასოდეს სჯეროდა წყალზე სიარულისა და მკვდრების აღდგომის და სხვა ზღაპრული სასწაულების. ამის დასაჯერებლად საჭიროა შუა საუკუნეებრივი ბნელეთისმოციქულობა – სწორედ ამას იყენებდნენ ქრისტიანი მისიონერები და თავიანთ მითებს შთააგონებდნენ მსმენელს. ახლა ეკლესია ცდილობს გაამართლოს, რომ „აღდგომა“, „ამაღლება“, წყალზე სიარული მეტაფორებია, მაგრამ იესო, როგორც ამბობენ, არსებობდა. დიახ და იყვნენ სხვებიც ვინც არსებობდა ძველი რომის იმ რთულ პერიოდში. იესომდე ცოტა ხნით ადრე ქადაგებდა „ღვთის ძე“ თეუდასი და დაჰპირდა ებრაელების გადარჩენას მჩაგვრელი რომაელებისგან, მაგრამ მოხდა ისე, რომ თეუდასი სწრაფად მოკლეს, რამაც ხელი შეუშალა იმ იდეების გავრცელებას, რაც მისმა მიმდევარმა იესო ნაზარეველმა განავითარა. მას. იმ დროის კიდევ ერთი ცნობილი „ღვთის ძე“ იყო გამოჩენილი ჯადოქარი ეგვიპტიდან, რომელსაც მისდევდა ათიათასობით მოწაფე, რომლებსაც სჯეროდათ მისი მოძღვრების. საბოლოოდ, ეს მესიები მოკლეს ან სიკვდილით დასაჯეს სინედრიონმა და მოწაფეებმა დაიწყეს თავიანთი ჯვარცმული მასწავლებლების რელიგიური იდეების გავრცელება. იესო, რომელსაც რამდენიმე საუკუნეში ქრისტიანებმა ქრისტე უწოდეს, იყო ერთ-ერთი იმ სიკვდილით დასჯილ მქადაგებელთაგან, რომელმაც იცოდა ლამაზად საუბარი და მუდმივი შიმშილით და უუფლებობით დატანჯული უმეცარი ბრბოს გადაბირება. ასეთ პირობებში, როდესაც მონები ეძებენ ხსნას მონობისა და სიღარიბისგან, ჩახედავენ ნებისმიერ მქადაგებელს, რომელიც ჰპირდება ფანტაზიებს ზეციური ცხონების და მდიდრების დასჯას მათი "ცოდვებისთვის", ნებისმიერს შეეძლო თაყვანისმცემელთა წინამძღოლობა, ახლაც არიან რელგიური კულტების ლიდერები, რომლებიც ათიათაოსობით და უფრო მეტი მიმდევარი ჰყავთ. მაგალითად გრიგორი გრაბოვოიმ, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა ქრისტემ, მკვდრები „გააცოცხლა“, თუმცა ახლა ის ა მისი მსგავსები უმეტესად ციხეში არიან ასეთი საქმიანობისთვის, მაგრამ უბრალოდ დაფიქრდით, თუ 21-ე საუკუნეშიც კი ასობით და ათასობით გულმოდგინე მოქალაქე ყოველთვის მზადაა გაჰყვეს ასეთ მისიონერებს, მაშინ რა შეგვიძლია ვთქვათ მეცნიერებამდელ დროზე, როცა არავინ იცოდა, რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი და რომ ის მხოლოდ ადამიანებისთვის არ შექმნილა. იესო ჯვარს აცვეს 2000 წლის წინ რევოლუციური საქმიანობისთვის, ის ახლაც იქნებოდა ციხეში და არა მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობისთვის, არამედ მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფისთვის, რადგან დასცინოდა ეკლესიის თვალთმაქცობას, იყო მაშინდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს მტერი. აღსანიშნავია, რომ იესო ნაზარეველი იყო ებრაელი, საერთო არაფერი ჰქონდა ქრისტიანობასთან, მაგრამ ქრისტიანებმა დაიწყეს მისი „ღვთის ძედ“ მიჩნევა და დაუპირისპირეს ებრაელებს, ანუ თავისავე ეთნიკურ კუთვნილებას.




ეთიკური არგუმენტი - ტანჯვა სჭარბობს ბედნიერებას მთელს მსოფლიოში. შოპენჰაუერი თვლიდა, რომ ჩვენი სამყარო ყველაზე უარესია ყველა სამყაროს შორის. მან შესთავაზა სასწორის ერთ მხარეს ცხოვრების ბედნიერი მომენტები დაედოთ, მეორეზე კი ტანჯვის პერიოდები, რათა ნათლად დაინახოთ უბედურების მრავალჯერადი უპირატესობა და მიხვდე, რომ უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ დაბდებულიყავი. პლანეტაზე თითქმის 8 მილიარდი ადამიანია, რომელთა უმეტესობა მთელი ცხოვრება იტანჯება დაბადებიდან სიკვდილამდე, მათი ტანჯვა არა მხოლოდ ფსიქოლოგიურია, არამედ სხეულებრივიც - დაავადებები, შიმშილი, სხვებისგან ფიზიკური აგრესია, ჩაგვრა, ძალადობა, სტიქიური უბედურებები, ომები, ტერორისტული თავდასხმები, ეპიდემიები. პლანეტაზე დასახლებული უთვალავი რაოდენობის ბიოლოგიური ორგანიზმები ისევე იტანჯებიან, (რომლებმაც სხვათა შორის ღმერთის არსებობის შესახებ არც არაფერი იციან, რადგან ეს ჩვენივე გონიერი ადამიანის-ჰომოსაპიენსების ფანტაზიის ნაყოფია) ისევე როგორც ჩვენ, ვართ მიტოვებულნი სამყაროში და განწირულნი ვართ სიკვდილისთვის.


მორწმუნეთა ლოგიკით, სამყაროს შექმნამ ყველა ცოცხალ არსებას ტანჯვა მიაყენა, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი ნაძირალაა, თავის შემოქმედებით მან ჩაიდინა დანაშაული, რომელიც არ უნდა ვაპატიოთ. მაგრამ მორწმუნეები ამტკიცებენ, რომ ღმერთი არის ყოვლად კეთილი. მაშინ წარმოიდგინე თავი ღმერთის ადგილას და კარგად დაფიქრდი, საჭიროა თუ არა ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ფულისთვის კლავენ, უდანაშაულო ბავშვებს აუპატიურებენ, სისხლიან ომებს აჩაღებენ, მტაცებლები ჭამენ ბალახისმჭამელებს, ეს სამყარო, სადაც არ არის სამართლიანობა და ნამდვილი ბედნიერება. ეძლევა მხოლოდ უმდიდრეს თაღლითებს და ქურდების (არაპირდაპირი გაგებით)ოჯახებს? პასუხი მაშინვე გამომდინარეობს აქედან - თუ კარგი ღმერთი ხარ, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შექმნა ეს სამყარო. ჩვენს სამყაროში არსებული ბოროტება, რომელსაც ცოცხალი არსებების დაუმსახურებელი ტანჯვა ჰქვია, შეუთავსებელია ყოვლად კეთილ ღმერთთან. ბოროტება, რაც ხდება, თავისთავად უტყუარი მტკიცებულებაა ღმერთში, სულ მცირე, კარგი თვისებების არარსებობისა და, მაქსიმუმ, ყველაზე ლოგიკურად და დასაბუთებულად, ღმერთის არარსებობის.



ეთიკური არგუმენტი ასევე უნდა მოიცავდეს მორწმუნეთა მტკიცებას ცოდვების მიტევების შესახებ, როცა ჩადენილი ბოროტებას ადვილად გაპატიებს ღმერთი, თუ დამნაშავე "ინანიებს". ყველაზე ცბიერი მორწმუნეები სწორედ ამას აკეთებენ, ჯერ კლავენ, ძარცვავენ, აუპატიურებენ, რის შემდეგაც „ინანიებენ“ და შენ შეგიძლია ჩაიდინო ახალი დანაშაული. რელიგიური ეთიკა არა მხოლოდ რაიმე ბოროტების ჩადენის საშუალებას იძლევა, არამედ ხელს უწყობს დანაშაულის გამრავლებას ღვთაებრივი მიტევების აქტით, რადგან ყოველი დანაშაულის შემდეგ მთავარია დროულად „მოინანიო“ და ამ გზით დაიმსახურო „განწმენდილის“ ტიტული. . უცნაური ეთიკაა, თურმე ღმერთი ბოროტების მხარეს იკავებს, პატიების საქციელით ამტკიცებს დამნაშავეთა ქმედებებს, რითაც თვითონ სჩადის ბოროტებას, რადგან მკვლელის პატიება ნიშნავს სამართლიანობის დარღვევას. სამართლიანობის დარღვევა ყოველთვის ბოროტებაა. შედეგად, დაზარალებულები, რომლებიც დაზარალდნენ მკვლელის ხელში, რომელიც მოგვიანებით გახდა "წმინდა", არა მხოლოდ კარგავენ სამართლიანი შურისძიების შესაძლებლობას, არამედ დამატებით დაცინვას იღებენ ღმერთისგან, რომელმაც მანიაკის პოზიცია დაიკავა. როგორც მოსამართლე, ღმერთი იმსახურებს პატივისცემას, ამიტომ კარგია, რომ ის არც არსებობს.

ოჰ, სამაგიეროდ კარგები "სამოთხეში" ცხონდებიან..."სამოთხეზე" და "ჯოჯოხეთზეა" საუბარი ქვემოთ კიდევ გვექნება.




მათემატიკური არგუმენტი - კურტ გედელის თეორიის მიხედვით რომელიც ადასტურებს, რომ არ შეიძლება არსებობდეს ღმერთი თანმიმდევრულ სისტემაში. ეს სამყარო სწორედ ასეთი სისტემაა, რომელშიც შეუძლებელია ერთი და იგივე ნივთმა ან არსებამ ერთდროულად იარსებოს და თან არ იარსებოს; ღმერთი კი რელიგიური განსაზღვრებით, ყოვლისშემძლეა, მას შეუძლია დაარღვიოს ბუნების კანონები, აჩვენოს სასწაულები, რომლებიც არღვევს ლოგურ თანმიმდევრობას.


მაგრამ ბუნებას. სულ პირიქითაა მოწყობილი, ურთიერთსაწინააღმდეგო სასწაულები არ არსებობს და ვერც ნახავთ, (მხოლოდ ბიბლიური გადმოცემით იცით)ამიტომ ღმერთი არ არსებობს.

ეს რომ ხდებოდეს ჩვენს სამყაროში, წინააღმდეგობებისაგან სრული ქაოსი შეიქმნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ მატარებელში ჩაჯექით და ის ადგილიდან დაიძრა და ამავდროულად დგას; თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა აეროპორტზე და ამასთანავე ჩამოვარდა და აფეთქდა ; ვიღაცის ბებია გარდაიცვალა, თუმცა ამავდროულად ცოცხალია. ანუ სამყარო ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება .



ეკონომიკური არგუმენტი- არის ის, რომ ფული არის ეკლესიის უმაღლესი იდეალი, რისთვისაც იგი შეიქმნა და აგრძელებს არსებობას, წარმატებით ვაჭრობს ძველ ფოლკლორს ღმერთის შესახებ, სარგებლობს ბრბოს უცოდინრობით. თაღლითობა არის რელიგიის სახელი და არსი, რომელიც ვაჭრობს საკუთარ ფიქტიური ღმერთით. ამოიღეთ ფული რელიგიიდან, შეწყვიტეთ მისი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მხოლოდ ისტორიკოსებს გაახსენდებათ, რომ ძველ ებრაელებს ჰქონდათ დოგმა „ღვთის ძის“ შესახებ. ვის სჭირდება "მარადიული სამოთხე", "ქორწინება სამოთხეში" და "ნათლობა" თანხის სანაცვლოდ? მღვდლებს პირველ რიგში! სასაცილოა! ასე ყიდის ეკლესია თავის რწმენას და ღმერთებს! გასაკეთებელი არაფერია, ბიზნესი ბიზნესია, ეს არის თანამედროვე ქრისტიანობა.


ჰო, ისე ეკლესიამ უკეთესია ასე გაყიდოს რწმენა, ვიდრე კოცონზე დაწვას. ეკლესიის ფასიანი მსახურება ადასტურებს, რომ ღმერთი ფარსია და მხოლოდ ფულის საკეთებელი დაზგა!



ანთროპოლოგიური არგუმენტი – ღმერთი ანთროპომორფულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანის აზროვნების და ფანტაზიის ნაყოფია. კოსმოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ათასობით ეგზოპლანეტაზე, რომლებიც აღმოჩენილია დაახლოებით იგივე საცხოვრებლის პირობებით, როგორც დედამიწაზე, სხვა ვარსკვლავურ სისტემებში სიცოცხლის არარსებობა მათემატიკურად წარმოუდგენელი ხდება. ინტელექტუალური სიცოცხლის მარტო დედამიწაზე არსებობა ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მსგავსი ევოლუცია მილიარდობით სხვა პლანეტაზეც ხდება. ფიზიკოსთა გამოთვლები აჩვენებს, რომ გალაქტიკის სხვა ნაწილებში სიცოცხლის გარკვეული ფორმები არსებობს თითქმის 100%-იანი ალბათობით და, შესაძლოა, უკვე უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ისინი უახლოეს მომავალში აღმოაჩინონ. ეს ნიშნავს, რომ ღვთის შესახებ ბიბლიური იდეები დაუსაბუთებელი და სასაცილოა, რადგან ადამიანი არ არის ერთადერთი რაციონალური არსება სამყაროში, ჩვენ არ ვართ მისი მიზანი და ჩანაფიქრი, როგორც ეს ბიბლიაშია, ეს სამყარო ჩვენთვის სულაც არ შექმნილა, ჩვენ ბიოსფეროს დროებითი ნაწილი ვართ, გადაშენებისკენ და შემდეგი ხელახლა დაბადებისკენ მიმავალი, რომელიც ასი ათასი ან მილიონი წლის შემდეგ მოხდეს.




იმის დასტური, რომ ადამიანმა შექმნა ღმერთი თავის წარმოსახვაში, არის ამ ღმერთის ანთროპომორფიზმი. თვით მორწმუნეები, ამის გაცნობიერების გარეშე, ამცირებენ თავიანთ ღმერთს, როდესაც ის პრიმიტიულ არსებამდე დაჰყავთ და აიჭებენ მას ადამიანური თვისებებს - ბრაზი, მრისხანება, ისტერიკა, უკმაყოფილება, გაღიზიანება, შურისძიება, რადგან ასეა აღწერილი რელიგიურ წიგნებში. როგორი სავალალო უნდა იყოს ღმერთი, თუ მას აწუხებს ჰომო საპიენსის პრიმატების სექსუალური ცხოვრება პლანეტაზე დედამიწაზე, რომ ის განრისხებულია ერთსქესიანების ურთიერთობით ან ქორწინების გარეშე სექსით, თუ მას სიძულვილი და მრისხანება ავსებს, როდესაც ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ მოძველებული მცნებების დაცვის გარეშე.


სავსებით აშკარაა, რომ ღმერთი არ არსებობს, რელიგიური მორალი არასრულფასოვანმა მამაკაცებმა გამოიგონეს ქალების სექსუალობის გასაკონტროლებლად. ფემინისტები და თავისუფლებისმოყვარე გოგონები, ისევე როგორც ყველა ლიბერტინისტები, რომლებიც აბუჩად იგდებენ რელიგიურ ეთიკას, უფრო ჭკვიანები და ცბიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიბლიის ავტორები - მათ უარყვეს ტრადიციული მორალი, სიცოცხლისთვის საზიანო, მთელი მისი ყალბი ღირებულებებით. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ რელიგიური მორალი ადამიანს აუბედურებს, აყალიბებს სექსუალურ პათოლოგიებს და ნევროზებს, ამიტომ ფროიდმა რელიგიურობა განსაზღვრა, როგორც აკვიატებული ნევროზი. რელიგიური ეთიკა დაუსაბუთებელია იმის გამო, რომ მისი მოქმედება ეხება მხოლოდ რელიგიურ საზოგადოებას და არაფერს აყენებს ადამიანს ზიანის გარდა, ამიტომ ღმერთის რწმენა აფუჭებს ადამიანს, არღვევს მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.



ღმერთის ანთროპომორფიზმი სასაცილოა იმ მხრივაც, რომ ადამიანი არ არის ევოლუციის მწვერვალი, რადგან ყველაზე სრულყოფილი ორგანიზმები ჩვენზე უკეთ არიან ადაპტირებული გადარჩენისთვის. გლობალური სტიქიური უბედურების შემთხვევაში, ყველა ცხოველი მოკვდება, მაგრამ ზოგიერთი მწერი, სოკო და ბაქტერია გადარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ევოლუციის მწვერვალია. თუ ბაქტერიას შეუძლია ღმერთის წარმოდგენა, მაშინ ღმერთისთვის სწორედ ბაქტერია იქნება სამყაროს ცენტრი.

ხოლო თუ დავუშვებთ ხვლიკი წარმოიდგენს ღმერთს როგორც ქმნილებას თავის ხატად და მსგავსად, მაშინ ეს ღმერთი ქვეწარმავალისთვის მცნებებს ადგენს და მხოლოდ მათ თვლის უმაღლეს არსებებად. ასე რომ, ადამიანმა ნელ-ნელა ევოლუციასთან ერთად წარმართული რელიგიიდან(ბუნების ძალები, ცხოველები და ფრინველები)შექმნა ღმერთი თვისა მსგავსი და დააჯილდოვა ის ყველაზე სულელური ადამიანური ცრურწმენებით.






ფსიქოლოგიური არგუმენტი – ღმერთის რწმენა წარმოიქმნება ამ სამყაროთი უკმაყოფილების, ღვთისადმი შიშით და დაცვის სურვილთ. ყველა მორწმუნეს, თავისი გრძნობების სიღრმეში, ნამდვილად არ სწამს ღმერთის, მაგრამ ეშინია გულწრფელად აღიაროს ეს საკუთარი თავისთვის, (ვაი თუ არსებობს)რადგან ყოფიერების აბსურდის მისაღებად საჭიროა კოლოსალური ფსიქიკური ძალები, რაც მხოლოდ ათეისტებს შეუძლიათ. იმისთვის, რომ გაძლიერდე, თავიდან უნდა იყო ცნობისმოყვარე და ბავშვობიდანვე დასვა ფილოსოფიური კითხვები, არ ეცადო ერთ პასუხზე იყო მიჯაჭვული, უსასრულოდ უნდა გამოიკვლიო სამყარო და დაინტერესდე მეცნიერული ფაქტებით. მორწმუნეები ზედმეტად სუსტნი არიან სიმართლის წინაშე. ზოგიერთი აღიარებს, რომ მათ არ შეუძლიათ რწმენის გარეშე იყვნენ "სამოთხეში სამართლიანობის აღდგენის იმედით". თუმცა დარწმუნებული არცაა, როცა სააქაო ცხოვრებას დატოვებს, მართლა მოხვდება იქ "სამოთხეში?"-ან არსებობს საერთოდ სამოთხე?დარწმუნებული რომ იყოს "იქ კარგია"მაშინ როცა ავად გახდება მიენდობა "უფლის ნებას", არ წავა ექიმთან სამკურნალოდ ან აღარ იდარდებს ახლობელი ადამიანის დაკარგვას, ყველაფერ ამას ისევ მივყავართ სრულ აბსურდამდე.


ადამიანების უმეტესობას ილუზიებში ცხოვრება ურჩევნია, კომფორტულად გრძნობს თავს, ანუგეშებს საკუთარ თავს პირადი უკვდავებისა და „ხსნის“ ზღაპრებით. შედეგად, რეალური ხსნა მხოლოდ კრიტიკული მოაზროვნეებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ შუა საუკუნეების დოგმებსა და წმინდა მორალს. ნამდვილი ხსნა აქ და ახლა ნამდვილი ბედნიერების გაგებით. თავი უნდა დავიცვათ არა მოჩვენებითი „ცოდვებისაგან“, არამედ საეკლესიო სიცრუისგან, რელიგიისა და რწმენისგან, რადგან უმეცრობა ანადგურებს ადამიანს. ტყუილისა და რელიგიური მონობისგან გათავისუფლება თავისუფალ მოაზროვნეებს აბედნიერებს და ადამიანი ხდება დამოუკიდებელი.





P.S კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ათეისტებზე და ათეიზმზე



ფართო განმარტება:არათეისტური მსოფლმხედველობის გამარტივებული განსაზღვრება თეოდორ დრანჟემ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:


ათეისტი: "მე არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს" აგნოსტიკი: "მე არ ვიცი, ღმერთი არსებობს თუ არა". იგნოსტიკი: "მე არ მესმის, რას ნიშნავს, როცა ამბობენ, "- ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს "



პრაქტიკულმა ათეიზმის რამდენიმე ფორმა არსებობს:

  • რელიგიური მოტივაციის არქონა-ღმერთების რწმენა არ განაპირობებს მორალურ, რელიგიურ ან რაიმე სხვა ტიპის ქცევას;
  • ღმერთის და რელიგიის საკითხის ინტელექტუალური და პრაქტიკული საქმიანობიდან აქტიური გამორიცხვა;
  • ინდიფერენტულობა-ღმერთების და რელიგიის პრობლემის მიმართ ინტერესის არქონა; ან
  • ღმერთის ცნების გაუცნობიერებლობა



ათეიზმი აღიარებულია ზოგიერთ რელიგიურ და სპირიტუალურ რწმენათა სისტემაში, როგორებიცაა ინდუიზმი, ჯაინიზმი, ბუდიზმი, სინტოიზმი, რაელიზმი და ნეოპაგანური მიმდინარეობები, მაგალითად ვიკკა. ინდუისტური ასტიკის სკოლა მიიჩნევს რომ ათეიზმი მოკშისკენ მიმავალი სწორი გზაა, მაგრამ ძალიან ძნელი, რადგან ათეისტი თავის გზაზე ღვთისგან დახმარებას არ უნდა ელოდეს. ჯანაიზმის თვალსაზრისით, სამყარო მარადიულია და მას არ სჭირდება შემქმნელი, ისინი თაყვანს სცემენ თირთანკარებს, რომლებიც სივრცის და დროის ზღვარს ლახავენ და უფრო ძლევამოსილები არიან ვიდრე ღმერთი ინდრა.სეკულარული ბუდიზმი არ ქადაგებს ღმერთის არსებობის იდეას. ადრეული ბუდიზმი ესთეტიკური იყო, რადგან გაუტამას არასოდეს უხსენებია ღმერთი. ბუდიზმის გვიანდელმა კონცეფციებში თავად ბუდა მიიჩნევა ღმერთად.




ათეიზმი, კეთილდღეობა, განათლება



ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა დადებითი კორელაცია განათლების დონესა და სეკულარიზმს შორის, ათეიზმის ჩათვლით. ევოლუციური ფსიქოლოგის ნიგელ ბარბერის აზრით, ათეიზმი ყვავის ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკურად უზრუნველყოფილია, კერძოდ კი ევროპის სოციალ-დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც მომავალთან ნაკლები განუსაზღვრელობაა დაკავშირებული, აქვთ ფართო სოციალური უსაფრთხოების ქსელი და უკეთესი ჯანდაცვა, რაც განაპირობებს ცხოვრების უკეთეს ხარისხსსა და ხანგრძლივობას. ამისგან განსხვავებით, განუვითარებელ ქვეყნებში, ათეისტები პრაქტიკულად არ არიან. 2008 წლის კვლევაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ინტელექტი ნეგატიურ კორელაციაშია რელიგიურ რწმენასთან ევროპასა და ამერიკაში. 137 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევაში, კორელაცია ეროვნულ IQ-ს და ღმერთის არ რწმენას შორის 0.60-ის ტოლია


ათეიზმი და კრიმინალი


2017 წლის World Happiness Report გამოკითხვის შედეგად ყველაზე ათეისტური ქვეყნების სიაში აღმოჩდნენ : შვედეთი და ესტონეთი ორივე 79%- 2) ნორვეგია-73% 3)დანია- 71% 4) ჰოლანდია- 69% 5-ისლანდია -ჯამში 67%


ხოლო ყველაზე არაკრიმინალური ქვეყნებია


უკვე კარგად ნაცნობი :ფინეთი, ნორვეგია, შევიცარია, დანია და შვედეთი.


6
260
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
260
  
2022, 25 ივნისი, 20:53
რადიკალ-ათეისტი არაფრით განსხვავდება რადიკალ-თეისტისგან.
2022, 25 ივნისი, 20:51
(ციტატა ვიკიპედიის სტატიიდან ,,ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები'') - ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს კვლავ აწიეს ქრისტიანული ეკლესიის საკითხი, რაზეც აინშტაინმა განაცხადა, რომ არ შეუძლია და არც აპირებს დაამტკიცოს პ ე რ ს ო ნ ი ფ ი ც ი რ ე ბ უ ლ ი ღმერთის არარსებობა: რაც შეეხება ღმერთს, მე არ შემიძლია მივიღო არც ერთი კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია ეკლესიის ავტორიტეტზე... მანამდე, სანამ მეხსიერება მაქვს. მე აღშფოთებული ვარ მასობრივი დარიგების იდეოლოგიით. მე ა რ შ ე მ ი ძ ლ ი ა დაგიმტკიცოთ, რომ პერსონიფიცირებული ღმერთი არ არსებობს, თუმცა მე რომ მასზე მელაპარაკა, მატყუარა ვიქნებოდი. მე არ მწამს თეოლოგიური ღმერთის, რომელიც აჯილდოებს სიკეთისთვის და სჯის ბოროტებისთვის. მისი სამყარო არ იმართება ასრულებული სურვილების პრინციპით. ის იმართება ურყევი კანონებით (1954 წელი).
2022, 25 ივნისი, 20:49
3. ,,ადამიანის ევოლუცია''. (ქვემოთ ჩამოთვლილ ორ საკითის პრობლემურობას არ შევეხოთ). ,,ცოცხალი ორგანიზმების გენებს შორის დიდი მსგავსება არსებობს და უნდა ითქვას, რომ საუბარი აქ მხოლოდ ფაუნის კი არა, ფლორის წარმომადგენლებზეც არის. მეცნიერები თვლიან, რომ ამის მიზეზი ჩვენი საწყისი ე. წ. მატერია არის, რომლიდანაც მთელი სამყარო და მათ შორის, ბიოსფერო წარმოიქმნა. გენეტიკურად, ჩვენ ყველაზე ახლოს შიმპანზესთან ვდგევართ. მსგავსება ჩვენსა და ამ სახეობის პრიმატებს შორის 96%–ია. ამავდროულად, 90% – კატას ვგავართ, 80% – ძროხას, 60% – ბანანებს''.ადამიანის და მაიმუნის 98%-იანი მსგავსების მიუხედავად ადამიანს 23 წყვილი ქრომოსომა აქვს, მაიმუნს 24. ადამიანის და მაიმუნის გენების ურთიერთმიუღებლობა (შეჯვარებას ვგულისხმობ, შესაბამისი ცდები საბჭოთა კავშირში, სოხუმთან ახლოს ტარდებოდა, რამაც შედეგები არ გამოიღო). შეკითხვები: (ადამიანის ევოლუციის) ირგვლივ ოთხი მნიშვნელოვანი საიდუმლო არსებობს: 1. რატომ დგას ადამიანი ორ ფეხზე? 2. რატომ გაქრა ტანის ბალნიანი საფარი? 3. ტვინი ასე ძლიერ რატომ განვითარდა? 4. რატომ ისწავლა ლაპარაკი?
2022, 25 ივნისი, 20:44
2. ,,სიცოცხლის გაჩენა სამყაროში''. (ქვემოთ არსებული საკითხის პრობლემურობას არ ჩავამატებ და ისე ვიმსჯელებ) - დედამიწას შევეხოთ: ,,ის, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, ერთდროულად შთამბეჭდავი და უკიდურესად კომპლექსური კითხვაა. ჩვენ ვიცით, დაახლოებით როდის დაიწყო სიცოცხლე მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ. 1. მილერმა, იურიმ და სხვებმა აჩვენეს, რომ მარტივ, არაორგანულ მოლეკულებს შეუძლიათ, შეერთდნენ და წარმოქმნან ორგანული საშენი ბლოკები, რომლებიც, როგორც ვიცით, საჭიროა სიცოცხლისთვის. (საკითხის პრობლემურობაზე დაბლა დავწერე). 2. ფორმირების შემდეგ ამ საშენ ბლოკებს შეეძლოთ, შეერთებულიყვნენ ისეთი პოლიმერების წარმოსაქმნელად, როგორებიცაა პროტეინები და რნმ. 3. მრავალი მეცნიერი მხარს უჭერს რნმ სამყაროს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლის პირველი გენეტიკური მოლეკულა იყო რნმ და არა დნმ. სხვა იდეები მოიცავს „პრე-რნმ-ეული სამყაროს“ ჰიპოთეზასა და „თავდაპირველად მეტაბოლიზმის“ ჰიპოთეზას. დასკვნა: სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით აქ ჩამოთვლილის გარდა კიდევ სხვა სამეცნიერო მოსაზრებებიც არსებობს და აქედან არცერთი მათგანია გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი, საბოლოო ვერსია.
2022, 25 ივნისი, 20:44
1. ,,დიდი აფეთქება''. (ამონარიდი ვიკიპედიიდან) - ,,1927 წელს ჟორჟ ლემეტრმა პირველად გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყაროს გაფართოების კვალს უკან დროში მივყავართ წარმოშობის ერთ წერტილამდე, რომელსაც თავად „პირველყოფილ ატომს“ უწოდებდა''. საიდან გაჩნდა ან ვინ შექმნა ეს ,,პირველყოფილი ატომი'', რომლისგანაც წარმოიქმნა ყველაფერი? (ამონარიდი ვიკიპედიიდან) - ,,ერთ-ერთი გავრცელებული მ ც დ ა რ ი მოსაზრება დიდი აფეთქების თეორიასთან დაკავრშირებით ისაა, რომ იგი მთლიანად განმარტავს სამყაროს წარმოშობას. დიდი აფეთქების მოდელი არ ხსნის, თუ საიდან წარმოიშვა ენერგია, დრო და სივრცე, არამედ აღწერს ამჟამინდელი სამყაროს წარმოშობას ულტრამკვრივი და ცხელი საწყისი მდგომარეობიდან''. სამყაროს წარმოშობის შესახებ ყველა თეორია თეორიაა (მ ო ს ა ზ რ ე ბ ა ა) და არა მტკიცებულება.
2022, 25 ივნისი, 20:43
ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე. მოდი, ათეისტურ ნაკლოვანებებს მივყვეთ:
0 1 6