x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
აშშ-ს ხელისუფლებამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა ოფიციალურად აღიარა
აშშ-ს ხელისუფლებამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა ოფიციალურად აღიარა


ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლეს დონეზე დაიწყეს საუბარი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე. 2021 წლის ივნისში აშშ-ს ეროვნული სააგენტოს დაზვერვის ხელმძღვანელმა - ავრილ ჰეინესმა (Avril Haines) აღიარა, რომ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები შესაძლოა არამიწიერი წარმომავლობის იყოს. სპეცსამსახურების ხელმძღვანელისთვის, რომელსაც სხვებთან ერთად, ექვემდებარება FBI-ს (გამოძიების ფედერალური ბიურო) და CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) უწყებები, პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია მთავარი, რასაც, შესაბამისად საფრთხე შეიძლება დაემუქროს, როდესაც სახელმწიფოს კუთვნილ საჰაერო სივრცეს არღვევს ნებისმიერი სახის უცხო საფრენი მოწყობილობა.


ავრილ ჰეინესი - Avril Haines


მთავარი პრობლემა, რომელიც აშშ-ს კონგრესს და სხვა დეპარტამენტებს აწუხებს, არის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის საკითხები. ავრილ ჰეინესმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურები ცდილობენ შესაბამისად გააანალიზონ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაფიქსირების თითოეული ეპიზოდი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იმდენად დიდია, რომ ყველა შემთხვევის გამოძიება და გაკონტროლება ძალიან რთულია, ამიტომ ყურადღება იქნება გამახვილებული აშკარა მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებზე. შესაძლებელია, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ზოგიერთი ინცინდენტი მართლაც დაკავშირებული იყოს არამიწიერ არსებებთან.



პროექტი "ლურჯი წიგნი"


ჰეინესმა ასევე წამოაყენა წინადადება, რომ განიხილონ სპეციალური სამსახურის შექმნის საკითხი, რომლის მთავარი ამოცანა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა იქნება. ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ფაქტობრივად ის ანახლებს ცნობილ "ლურჯი წიგნის პროექტს", რომლის გაუქმებაც 1969 წელს მოხდა უცნობი მიზეზების გამო. აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის პროცესში სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული 12 ათასზე მეტი ინცინდენტი აშშ-ს ტერიტორიაზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არცერთი შესწავლილი ფენომენი არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარა, სანდო მტკიცებულებად მათი არამიწიერი წარმოშობის შესახებ. თუმცა ეს მხოლოდ ისაა, რაც ოფიციალურად გააჟღერეს.


შეგახსენებთ, რომ 2017-2018 წლებში პენტაგონიდან გაჟონა რამდენიმე ვიდეომ, რომლის ავთენტურობაც შემდგომ პერიოდში დაადასტურა თავად პენტაგონმა, იხ: ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები.


აშშ-ს ხელისუფლებამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა ოფიციალურად აღიარა


ქრისტოფერ კარლ მელონი (Christopher Karl Mellon) - ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტის შტაბის ყოფილი დირექტორი აცხადებს:

"ჩვენ, ბუნებრივია ვფლობთ გარკვეული სახის სხვადასხვა ინფორმაციას, რომელთა გაუთქმელობაზეც ხელი გვაქვს მოწერილი. სანამ ამ დოკუმენტაციას სტატუსი "გრიფით საიდუმლო" არ მოეხსნება, მისი გათქმის შემთხვევაში დაპატიმრებისა და სამხედრო ტრიბუნალზე წარდგენის საშიშროების წინაშე ვართ. მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა წლების განმავლობაში ვცდილობთ, აშშ-ს შესაბამისი სამსახურები და მთავრობა იმ გადაწყვეტილებამდე მივიყვანოთ, რომ ხალხს ბოლოს და ბოლოს სიმართლე უთხრან და მეტი გააგებინონ ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ცნობებისა და კონტაქტების შესახებ უცხოპლანეტელებთან. მაგრამ ამაოდ - ისინი კვლავ გლობალურ პანიკას, რელიგიურ ისტერიებსა და მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობენ თუ ამ ყველაფერს ფართო მასებს დაზუსტებით დაუდასტურებენ. მე კი მგონია, რომ მსოფლიოს მოსახლეობა ამისთვის მზადაა."


ქრისტოფერ კარლ მელონი - Christopher Karl Mellon


ამ აღიარების პარალელურად, 2021 წელს აშშ-ში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ჯგუფი. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განმარტეს მიზეზები, რამაც აიძულა სამხედროები შეექმნათ აღნიშნული ჯგუფი, რომელიც მათივე თქმით, არა მხოლოდ ამო-ს შესწავლით, არამედ საჭიროების შემთხვევაში მათთან დასაპირისპირებლად უნდა იყოს მზად. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაყოფის მიზანი სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში ამო-ს დროული დაფიქსირება და იდენტიფიცირება იქნებოდა და ის ჩაანაცვლებდა 2020 წლის ზაფხულში შექმნილ ამოუცნობ საჰაერო ფენომენებზე მომუშავე ჯგუფს. ამ ფენომენების შესწავლის ასეთი გააქტიურების მიზეზი აშშ-ს კონგრესში სადაზვერვო საზოგადოების მიერ წარდგენილი ანგარიში გახდა. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, ვერ მოხერხდა სამხედრო მფრინავების ხედვის არეში მოქცეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების იდენტიფიცირება.


"ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ნებისმიერ მფრინავ ობიექტს, იდენტიფიცირებულს თუ დაუდგენელი წარმომავლობისას და სათითაოდ ვიკვლევთ მათ. ნებისმიერი ობიექტის ჩვენი სახელმწიფოს სივრცეში შემოჭრა უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის ფრენებს და სპეციალურ ოპერაციებს. მათ ასევე შეიძლება საფრთხე შეუქმნან ეროვნულ უსაფრთხოებას."

ეს განცხადება გაკეთებული იქნა 2021 წლის 23 ნოემბერს საჰაერო ხომალდების და ობიექტების იდენტიფიკაციისა და მართვის სინქრონიზაციის აშშ-ს სამთავრობო ჯგუფის მიერ (Airborne object identification and management synchronization group)


აშშ-ს ხელისუფლებამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა ოფიციალურად აღიარა


2004 წლიდან აშშ-ს ხელისუფლებამ დაუდგენელი წარმომავლობის მფრინავი ობიექტების გამოჩენის 144 შემთხვევა გამოიძია. ამ საფრენმა აპარატებმა განავითარეს თანამედროვე თვითმფრინავებისთვის მიუწვდომელი სიჩქარე და მათი მოძრაობის ტრაექტორია ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებოდა. ცნობილია, რომ ამო-ს მკვლევართა ახალ გუნდში თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის თანამშრომლების გარდა აშშ-ს არაერთი სამთავრობო უწყების წარმომადგენლებიც მოხვდებიან. ამის გარდა შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც გააკონტროლებს აღნიშნული ახალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. ასე რომ როგორც ჩანს, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად მოეკიდოს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თვალთვალისა და შესწავლის საკითხს. მთავრობას ჯერ არ გაუსაჯაროებია თუ რა თანხის დახარჯვას აპირებენ ამო-ს ფენომენის საკვლევად, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვნად დიდი თანხა იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი ანალიტიკოსების აზრითაც კი აშშ-მ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაკარგა პოზიციები ჰიპერბგერითი შეიარაღებისთვის რბოლაში. არაა გამორიცხული, რომ პენტაგონს არამიწიერი ტექნოლოგიების შესწავლაზე ჰქონდეს აქცენტი გადატანილი და ამ გზითაც აპირებდეს მიაღწიოს კვლავ სამხედრო-ტექნიკურ უპირატესობას.


აშშ-ს ხელისუფლებამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობა ოფიციალურად აღიარა


2021 წლის 18 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ტელეკომპანია "CBS"-ის ერთ-ერთი გადაცემის "ჯეიმს ქორდენის გვიანი შოუს" (The late show of James Corden) ეთერში განაცხადა შემდეგი:

"არსებობს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი უამრავი ვიდეო და ფოტომასალა. ამ ობიექტების შესახებ დაზუსტებით არაფერი ვიცით. ვადგენთ მხოლოდ როგორ მოძრაობენ, როგორია მათი მოძრაობის ტრაექტორია. ეს არ არის მარტივად ასახსნელი ფენომენი. ადამიანები სერიოზულად ცდილობენ ახსნან თუ რასთან გვაქვს საქმე."




კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
717
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
717
  
2022, 20 ივნისი, 12:03
აჰა, ნასაც ამოქმედებულა. 9 დღის წინ შეუქმნიათ ოფიციალურად ამ ამბების საკვლევი ჯგუფი. დაგუგლეთ: NASA assembles team to study UFOs - CNBC
0 1 1