x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანა მსოფლიოში? - TOP ათეული
თანამედროვე სუპერავტომობილები, როგორებიცაა Mercedes AMG GT, Audi R8 თუ Ferrari 488 GTB 100, 000-დან 300, 000 ევრომდე ღირს და უკვე ეს ფასიც კი ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის დაუჯერებლად ძვირია. თუმცა ამქვეყნად არსებობს ავტომობილები, რომელთა შეძენა ამ ფასად შეუძლებელია და თუ გსურთ, რომელიმე მათგანის მეპატრონე გახდეთ, ჯიბეში გაცილებით ღრმად უნდა ჩაიყოთ ხელი.


ავტომანქანა


სუპერმდიდარი ადამიანები, როგორებიც არიან ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ბილ გეითსი და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, ისეთი სუპერავტომობილების თაყვანისმცემლები არიან, როგორებიცაა McLaren P1 და Bugatti Chiron, რომელთა ფასი შვიდნიშნა რიცხვს უტოლდება. თუმცა არცერთი მსგავსი ავტომობილი ჩვენს სიაში არ მოხვდა. რადგან ჩვენს სიაში მყოფი ავტომობილების ფასი ჭეშმარიტად ასტრონომიულია.


10. ლოტუს ევია



ავტო


ლოტუს ევია იმ მოდელებს მიეკუთვნება, რომელთაგან საუკეთესოები უახლოეს წლებში მიაღწევენ მომხმარებლებამდე. სიახლე: ამ ავტომობილების ახალი სერია მთლიანად ელექტროქარებს დაეთმობა.


ლოტუს ევია არამარტო მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი, არამედ უძლიერესი მოდელიც არის. ეს ელექტროქარი 2000 ცხენის ძალას ფლობს. ამრიგად, ის 300 კმ/სმ-მდე სისწრაფეს 10 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს (შედარებისთვის Bugatti Chiron-ს საამისოდ 13, 6 წამი სჭირდება).


ელექტრონული ლოტუს ევიას ბატარეა 18 წუთში ბოლომდე იტენება. მისი ფასი 2, 25 მილიონ ევროს შეადგენს.


9. ლიკან ჰიპერსპორტი


ლიკანი


ეს სუპერქარი ლიბანში დაფუძნებული W Motors-ის პროდუქციაა, რომელიც ამჟამად დუბაიში ფუნქციონირებს. ლიკან ჰიპერსპორტს მაყურებელი იცნობს კინოფილმიდან “ფორსაჟი 7.” ფილმში ავტომობილის საჭესთან ვინ დიზელი ზის.


ამ მოდელის სულ 7 ავტომობილია მსოფლიოში. მას ორმაგი ტურბოძრავა აქვს 790 ცხენის ძალით. თავისუფლად შეუძლია საათში 385 კილომეტრის განვითარება.


8. პინიფარინა ბატისტა ანივერსარიო


ავტო


ეს ავტომობილიც ისევე, როგორც ლოტუს ევია, ელექტრონული სუპერქარების რიცხვს განეკუთვნება. მისი ბატარეა “რიმაკის” ხორვატი სპეციალისტების მიერ არის დამზადებული. მისი ძრავას სიმძლავრე 1900 ცხენის ძალაა. სუპერქარი 2 წამში 100 კმ/სთ-ს ავითარებს და ბატარეის ერთი დატენვით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამ მოდელის საბაზისო ვერსიაც კი 2, 2 მილიონი ევრო ღირს.


ფირმა “პინიფარინას” 90-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით 5 განსაკუთრებული ეგზემპლარია გამოშვებული, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 2, 6 მილიონი ევროა.


7. გორდონ მიურეი T.50


ავტო


გორდონ მიურეიმ სუპერავტომობილების ოლიმპოზე ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიმკვიდრა თავი. ლეგენდარულმა სამხრეთაფრიკელმა Mclaren F1 გამოუშვა, რომელმაც იმთავითვე გამოიწვია ავტომოყვარულების აღფრთოვანება. T.50 სწორედ აღნიშნული მოდელის მემკვიდრეა. ის V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელსაც 663 ცხენის ძალა აქვს. მანქანის კორპუსი 968 კილოგრამს იწონის.


მაქსიმალური სიჩქარის განსავითარებლად T.50-ს უამრავი აეროდინამიკური დეტალი აქვს. ყველაზე გიჟური მათ შორისაა ვენტილატორი, რომელიც ავტომანქანის ქვეშ ჰაერს შეიწოვს და ავტომანქანის უკან გამოდევნის. ამ შესაძლებლობის მეშვეობით მაქსიმალური სიჩქარის აკრეფის დროს ავტომანქანა გზას “ეწებება.”


გორდონ მიურეის ამ საოცრების ფასი 2, 65 მილიონი ევროა.


6. მერსედეს-AMG One


ავტო


ჰიპერქარი, რომელიც ავტომოყვარულებმა პირველად 2020 წელს იხილეს, მერსედესის ფორმულა 1-ის ბოლიდს წააგავს. 1054 ცხენის ძალა აქვს და 11 წამში 300 კმ/სთ-ს ავითარებს. მისი ფასი 2, 7 მილიონი ევროა.


5. კონიგსეგ ჯესკო


ავტო


კონიგსეგი პატარა შვედური ფირმაა, რომელიც სუპერქარების გაცილებით უფრო დიდ მწარმოებლებს აიძულებს, შიშით თრთოდნენ. ჯესკოს წინამორბედის, Agera RS-ის მეშვეობით ფირმამ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილების მწარმოებლის გვირგვინი დაიდგა. მხოლოდ “ბუგატიმ, ” საკუთარი “შელბით” დაათმობინა მას ეს პოზიცია. ჯესკოს მეშვეობით კონიგსეგი შერყეული პოზიციის დაბრუნებას ცდილობს, რასაც 5-ლიტრიანმა, 1600 ცხენის ძალის მქონე ძრავამ უნდა შეუწყოს ხელი.


კონიგსეგ ჯესკოს თითო მოდელის ფასი 2, 8 მილიონი ევროა.


4. ასტონ მარტინი ვალკირია


ავტო


მისი დიზაინი ადრიან ნევეის ეკუთვნის და ის ფორმულა 1-ის სპეციალისტებმა შექმნეს. ის მერსედეს-AMG One-ს პირდაპირი კონკურენტია, რადგან ისიც პირდაპირ ფორმულა 1-ის საბრძოლო ტრასიდან არის ყოველდღიურობაში გადმოყვანილი. სუპერქარს 1000-ცხენისძალიანი V12 ძრავა აქვს. მისი ელექტროძრავა კი დამატებით 176 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.


ვალკირია ტრასაზე 400 კმ/სთ-ს ავითარებს. მისი სულ 175 ეგზემპლარია გამოშვებული, საიდანაც 25 ეგზემპლარი AMR Pro-დ გადააკეთეს. ამ დაუჯერებელი აეროდინამიკური უნარების მქონე მოდელის ფასი 3 მილიონი ევროა.


3. ლამბორჯინი სიანი


ლამბორჯინი


ფირმა ლამბორჯინი ისედაც წარმოუდგენლად ლამაზი და ძლიერი ავტომობილების წარმოებით არის ცნობილი. ამიტომ როცა ავტომანქანას “ძლიერ ლამბორჯინის” უწოდებენ, წარმოიდგინეთ, ის რა უნდა იყოს. ამ მოდელის განსაკუთრებულობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ის პირველი ჰიბრიდი ლამბორჯინია. 816 ცხენის ძალის ქონას ეს სუპერქარი ბენზინის ძრავასთან ერთად ელექტროძრავასაც უნდა უმადლოდეს. მისი 6, 5-ლიტრიანი ბენზინის ძრავა V-12-ია.


ამ მოდელის მხოლოდ 63 ეგზემპლარია გამოშვებული, რაც სიმბოლურად ლამბორჯინის დაარსების თარიღს, 1963 წელს უკავშირდება. მისი ფასი 3 მილიონი ევროა.


2. ბუგატი ჩენტიდიეჩი


ავტო


ბუგატი ჩენტოდიეჩი EB 110-ის, 90-იან წლებში გამოშვებული სპორტული ავტომობილის რემინესცენციაა. სწორედ ამიტომ ეწოდება ას ათი (ჩენტოდიეჩი იტალიურად 110-ს ნიშნავს), თუმცა ტექნიკურად ბუგატი ქირონთან უფრო მეტი აქვს საერთო. თავისი 1600-ცხენისძალიანი ძრავით სუპერქარი 380 კმ/სთ-ს ავითარებს. ის სულ 10 ეგზემპლარი გამოვიდა და თითოეულის ფასი 9, 5 მილიონი ევროა.


1. პაგანი ზონდა HP ბარქეტა


ავტო


ეს ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულის ტიტულს სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ დათმობს. მისი ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს. ამ მოდელის მხოლოდ 3 ეგზემპლარი არსებობს მთელ მსოფლიოში. ამიტომ ის უძვირესთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ექსკლუზიური ავტომობილიც არის. მხოლოდ 2 ბარქეტაა გაყიდული. მესამეს თავად ფირმის დამფუძნებელი, ჰორაციო პაგანი ფლობს.


ბარქეტას 800-ცხენისძალიანი ძრავა აქვს. ფანჯრების მოცულობა ვიწრო აქვს, ხოლო ჭერი არ გააჩნია. ასე რომ, ამ ავტომობილით მხოლოდ მზიან დღეებშია გარეთ გასვლა რეკომენდებული, თუ, რა თქმა უნდა, წვიმაში სეირნობა არ გიტაცებთ.

1
386
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
386
  
2022, 22 ივნისი, 13:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1