x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მახინჯაურის დასახლებაში ქვეითად მოსიარულე პირებს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაიღუპა ერთი ოჯახის 3 წევრი (მათ შორის ერთი არასრულწლოვანი), სამი კი მძიმედ დაშავდა.


დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციამ დააკავა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ჩადენილ ქმედებაში ედება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ამ წუთებამდე უკიდურესად მძიმე რჩება ავტოავარიაში დაშავებული 6 წლამდე მოზარდის მდგომარეობა. იგი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.


საბედნიეროდ დაშავებულთაგან ორი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.



საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა ტრანსპორტის მოძრაობის თვალსაზრისით, რაზეც საგანგაშო სტატისტიკაც მოწმობს, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება.


ავარია

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0