x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შემზარავი ავტოავარია შატილში: დაღუპულია 17 მგზავრი
შატილის გზაზე ორიოდე საათის წინ მომხდარ შემზარავ ავტოავარიას 17 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავებულია 3 ადამიანი. დაზარალებულები უკვე გადაიყვანეს სტაციონარულ დაწესებულებაში. მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ექიმები იბრძვიან.


მიკროავტობუსი, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის კუთვნილებაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მთაში დასვენების მსურველი მგზავრები გადაჰყავდა.


შემთხვევის ადგილას დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


საქართველო ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ავტოკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით. მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი ბოლო 10 წლის მანძილზე 23 %-ით არის შემცირებული, საქართველოში კლების ტენდენცია არ შეინიშნება. პირიქით, ზრდა გვაქვს, რაც დაუყოვნებლივ საერთაშორისო კვალიფიციური ექსპერტების ჩართვას და მათი თანამონაწილეობით ეფექტური გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადებას მოითხოვს, რათა ერთ დიდ სასაკლაოდ გადაქცეულ ქართულ გზებს რამე ეშველოს.



ავტოკატასტროფა

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0