სხვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ათწლეულების შემდეგ გაბედა და აღიარა, რომ გეია, ახლა თავს ბედნიერად გრძნობს 2022, 19 ივნისი, 15:34 ![]() მძლეოსნობის ვარსკვლავმა აღიარა, იცოდა, რომ ჭორები დადიოდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ახლა ბედნიერია, რადგან საკუთრივ.თავის პირით აღიარა და ტვირთი მოეხსნა. Mirror-თან ინტერვიუში მან თქვა: „იყო ბევრი მძიმე პერიოდიც, როდესაც მინდოდა მეყვირა, რომ გეი ვიყავი, მაგრამ ვერ შევძელი“. „ახლა მჭირდებოდა ამის გაკეთება, ჩემთვის. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ვნერვიულობ ამას რომ ვამბობ. ვგრძნობ, რომ მღელვარებისგან ავფეთქდები. ხანდახან შვებით ვტირი.'' დეიმ კელიმ დაადასტურა, რომ მას ჰყავს პარტნიორი, მაგრამ არ ისურვა დამატებითი დეტალებზე საუბარი და აღიარა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან არ წარადგინა ვინმე, როგორც "მეგობარი ან პარტნიორი". მან განმარტა, რომ მისმა ოჯახმა და ახლო მეგობრებმა წლების განმავლობაში იცოდნენ რომ გეი იყო, მაგრამ მუდამ წუხდა, რომ პრობლემები შეექმნებოდა შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დროს რეტროსპექტული წესების დარღვევის გამო. იმ პერიოდში აკრძალვა იყო ლგბტ ჯარისკაცებზე, რომელიც მხოლოდ 2000 წელს მოიხსნა. კელის მსახურობის დროს 10 წლის განმავლობაში სხვა ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა. ![]() ![]() ![]() ![]() შემდეგ მან დაურეკა LGBTQ+ ლიდერს, რათა ეკითხა, მოახდენდა თუ არა ეს აღიარება სამხედროებთან ურთიერთობაზე გავლენას. როდესაც დაარწმუნეს, რომ მას არ ექნებოდა არანაირი პრობლემა ძალებთან, კელიმ აღიარა, რომ გრძნობდა, რომ შეეძლო "ისევ ესუნთქა". ![]() 332 3-ს მოსწონს 1-ს არა
|