x
image
ალექსანდრე ლექსო
იშვიათი დაავადების გამო მამაკაცი ყოველ კვირას კანს იცვლის
image

ინდოეთის მკვიდრი იშვიათი დაავადებით იტანჯება, რომლის გამოც ყოველ კვირას ცვივა კანი, წერს LADBible. 25 წლის მაჯიბარ მალიკს აწუხებს ერითროდერმია, კანის მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ანთება. მას ახასიათებს წითელი, ქერცლიანი კანი და ხალხში ცნობილია როგორც „წითელი კაცის“ სინდრომი. მამაკაცის თქმით, ექიმებმა მას დიაგნოზი დაბადებიდან რამდენიმე დღეში დაუსვეს.


ყოველ კვირას მაჯიბარი ფაქტიურად მკვდარ კანს იშორებს, რაც დამახასიათებელია ასეთი დაავადებისთვის. გარდა ამისა, თავისი თავისებურებიდან გამომდინარე, ინდოელს ხშირად აქვს პრობლემები სხვებთან ურთიერთობისას. მალიკის თქმით, მას სკოლაში სწავლა არც კი დაუმთავრებია, რადგან სხვა ბავშვებს ეშინოდათ მისი, გველს ეძახდნენ. თუმცა, მიუხედავად პრობლემებისა, მამაკაცი ცდილობს გული არ გაიტეხოს და თავს ჩვეულებრივ ადამიანად თვლის. მაჯიბარას მხარს უჭერენ ოჯახი და მეგობრები, რაც საშუალებას აძლევს მას თავი კომფორტულად იგრძნოს.



0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0