ანგელინა გარანინა 22 წლის გოგონაა ბიშკეკიდან, რომელმაც დაავადება დაძლია და არ დაეცა სულით თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო. ამ სტატიაში მოგითხრობთ მოდელის შთამაგონებელ ისტორიას.
ანგელინა გარანინა ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო: ბავშვობიდან ცეკვავდა, მაგრამ 11 წლის ასაკში მუხლის ტკივილმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ექიმებმა თავიდან ვერ გაიგეს, რა იყო მიზეზი, იფიქრეს, რომ გოგონას ცეკვის გამო დაჭიმვა ჰქონდა. თუმცა მალევე დაუსვეს გულდასაწყვეტი დიაგნოზი - მარჯვენა ბარძაყის სარკომა.
ანგელინამ შემდგომი მკურნალობა სანქტ-პეტერბურგში მიიღო. გაიარა სარეაბილიტაციო კურსები, ქიმიოთერაპია, მაგრამ საბოლოოდ ფეხის ამპუტაცია მოუწია, რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
გოგონასთვის ადვილი არ იყო ფეხის დაკარგვასთან შეგუება, შემდეგ კი არასასიამოვნო პროთეზთან.ის გამუდმებით მალავდა ამას და ქუჩაში მყოფი ბავშვები თითს იშვერდნენ მისკენ. „ძალიან მეშინოდა ხალხის რეაქციის“, აღიარებს გოგონა.
2016 წელს, რუსფონდის წყალობით, გოგონას გერმანიაში ბიონიკური პროთეზი გადაეცა. მან ხელახლა ისწავლა სიარული, ველოსიპედის ტარება, კიბეებზე ჩასვლა.
"ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მაგალითით დამიმტკიცეს, რომ არ არის საჭირო საკუთარი თავის, ცხოვრების და ყველა განსაცდელის გაუფასურება, რაც გამოვიარე. არ არის საჭირო სამყაროსგან თავის იზოლირება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მრცხვენოდეს. ეს ყველაფერი გახდა იმპულსი და მომცა ძალა აღარ დამემალა საკუთარი თავის ნაწილი“, - ამბობს ანგელინა.
ახლა გოგონას არ რცხვენია საკუთარი თავის, აქვეყნებს ფოტოს პროთეზით, რეგულარულად ანახლებს მის გარეგნობას ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს ტანსაცმელს.
ანგელინა სწავლობს პეტერბურგის უნივერსიტეტში ნახევარ განაკვეთზე, იგი დაკავებულია ფოტოგრაფიით. მან მონაწილეობა მიიღო TNT-ს მოდელის შოუში, რომელიც გადაღებული იქნა რეკლამისთვის.
ანგელინა საკუთარ თავს კიბორგ-მოდელს უწოდებს, რომელსაც სულაც არ აწუხებს მისი განსხვავებანი.